ძლიერი წვიმის გამო, გადაადგილება გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეფერხებით ხორციელდება

9 აგვისტოდან, საქართველოს რამდენიმე რეგიონში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა, თუშეთისა და ყაზბეგის მიმართულებით კი მოძრაობა რამდენიმე საათით ჩაიკეტა.

სტიქიის მომენტიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და დაინფრატსრუქტურის სამინსიტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მობილიზებულები არიან და 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ყველა კრიტიკულ ადგილას.


ამ  ეტაპზე, კოკისპირული წვიმის გამო, გადაადგილება შეფერხებულია სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მახინჯაურის მონაკვეთზე, სადაც სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.


გზაზე გამონატანებია, ხაშური-ახალციხე ვალეს გზაზე და გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.


სენაკი_ნოქალაქევი_ბანძა_ხონი საავტომობილო გზის მე-5, მე-7 და მე-15 კილომეტრებზე, ძლიერი წვიმის გამო,  მოვარდნილი წყლის ნაკადი გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, პრობლემის მოსაგვარებლად, სამუშაოები მიმდინარეობს.


ძლიერი წვიმის შედეგად ჩამშლილი მთის მასის გამო,  გზა 2 საათით  ჩაიკეტა შიდასახელმწიფოებრივი მნიშნელობის საგლოლო-ჭიორა-ღები საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე. ამ დროისთვის, მოძრაობა გახსნილია.


მცირე გამონატანები იყო რიკოთის გვირაბის შემოსასვლელ გზაზე, გზა გაწმენდილია და მოძრაობა თავისუფალია.


ასევე მცირე ზომის, გამონატანებია ბორჯომი-ბაკურიანის მონაკვეთზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.  


რაც შეეხება ყაზბეგისა და თუშეთის მიმართულებებს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გადაადგილება დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტრისთვის, ხოლო ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის  გზის კმ1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ინფრატსრქუტურის სამინისტრო და გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით გადაადგილებისგან, რათა თავიდან ავიცილოთ საცობები და მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო გადაადგილება.


 


ლავროვი ირწმუნება, რომ კიევი და ნატო ქერჩის სრუტეში პროვოკაციას ამზადებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წარმომადგენლებთან ერთად რჩის სრუტის გავლით „გემების შეჭრის მორიგ პროვოკაციას გეგმავს“.

ახალციხეში ბავშვთა და მოზარდთა განვთარების ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთში, მენტალური ან განვითარების პრობლემის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, განვითარების ცენტრი გაიხსნა.

ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ დატოვა. 

ეკა ბესელია ხვალ საგანგებო განცხადებას გააკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ხვალ 12:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. 

თამარ ხულორდავა: კანონპროქტის ინიციატორებმა კარგად იცოდნენ რომ ამ კანონს არ ჰქონდა გასვლის პერსპექტივა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თქმით, კანონპროქტის ინიციატორებმა კარგად იცოდნენ რომ ამ კანონს არ ჰქონდა გასვლის პერსპექტივა, რადგან ეს არ იყო შინაარსობრივად გამართული და მიზანზე ორიენტირებული.

 

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი კენჭისყრაზე პირველი მოსმენით ჩავარდა.

სოფიო ქაცარავა: ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში მომავალშიც ისე მაღლა უნდა იდგეს, როგორც ახლაა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

საქართველოსა და ესვატინის სამეფოს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

 ესვატინის (ყოფილი სვაზილედი) სამეფოს დედაქალაქში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოს და ესვატინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

გიორგი კახიანმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძის არ ყოფნის მიზეზები განმარტა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, როცა პროცესი დასრულების ეტაპზეა, ვერ ხედავს საჭიროებას, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხის განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე დაესწროს.

ზუგდიდში სკეიტ პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე იმ ადგილას, სადაც ახლა ყინულის სახლია და სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, აქციის მონაწილეებმა ყინულის სასახლე მწვანე ლენტით შემოღობეს.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: დავემორჩილოთ რეგლამენტს, გავიგე, რომ კონსტიტუციის დამორჩილება არ გვინდა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, რეგლამენტით გათვალისწინებულ საკითხზე იმსჯელონ და პოპულისტური განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ:

კაზინო "ინტურისტის" ყოფილ თანამშრომლებს დავალიანებას "მეტრო" აუნაზღაურებს

კაზინო "ინტურისტის" ყოფილი თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას მიმდინარე წლის იანვრიდან ითხოვენ. მათ რამდენჯერმე აქციაც კი გამართეს.

ეროვნული ბანკის განმარტება

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

ალბანეთის მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს - პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

ალბანეთის, დედაქალაქ ტირანაში პარლამენტის შენობასთან ათასობით ალბანელია შეკრებილი. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს.

სასამართლოს უპატივცემულობისთვის ბრალდებულ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა

სასამართლომ კუპრავას გირაო პატიმრობით შეუცვალა.

კატალონიაში საყოველთაო გაფიცვას არეულობა მოჰყვა - ათობით ადამიანია დაშავებული

კატალონიაში საყოველთაო გაფიცვის აქციაზე 28 ადამიანი დაშავდა.

ლევან დავითაშვილი ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაია: მორალურ კოდექსს არასოდეს აუკრძალავს ჭირისუფალთა და ახლობელთა მიცვალებულთან გამოთხოვება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის საზოგადოებას მიმართავს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა რესპუბლიკის მთავრობა დაითხოვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ქ. ჰიუსტონს ეწვია

19-20 თებერვალს, ტეხასის შტატში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ  ქ. ჰიუსტონის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონემ სისტემაში ავტომანქანის ნომერი უნდა მიუთითოს

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითება იქნება აუცილებელი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.