მამუკა არეშიძის აზრით, "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერს

აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის სალომე ზურაბიშვილს ორიანს ვუწერ, თუმცა ხუთიანს - საგარეო საქმეთა სამინისტროს დროს გაკეთებულ საქმეში.

 

ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებეული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.


„ცოტა გამიკვირდა სალომე ზურაბიშვილისგან ეს განცხადება, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ძალიან ბევრი გააკეთა, რომ შესრულებულიყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომლის თანახმად, 2006 წელს ბოლო რუს ჯარისკაცსაც უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ამ საქმეში ზურაბიშვილი იყო ძალიან თანმიმდევრული და პრინციპული. მე ვფიქრობ, ეს მოუფიქრებელი განცხადება იყო. ომი საქართველოს არ დაუწყია. ეს გამოთქმა მოუფიქრებელი და დაუკვირვებელი იყო, მაგრამ სასწორზე დევს, ის რაც მანამდე გააკეთა. ორიანს დავუწერდი ამ განცხადებაში, მაგრამ ხუთიანს მაშინდელ ქმედებაში. ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი პოლიტიკოსის განცხადება და არა საპრეზიდენტო კანდიდატის, გავუტარებდით, მაგრამ ახლა სამწუხაროდ, ამის გატარება ძალიან რთულია. მე მაინც ვურჩევ მის ამომრჩეველს, რომ ამის გამო გულს ნუ აიცრუებენ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.



ამასთან, ექსპერტი „ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ „ქართული ოცნება" ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს".


„ნამდვილად ვიცი, რომ ზურაბიშვილს „ქართული ოცნების" ელიტის ერთი ნაწილის მხარდაჭერა აქვს, თუმცა მეორე ნაწილის-არა",-აღნიშნა არეშიძემ.


პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შეფასებისას განაცხადა, რომ ომი საქართველომ დაიწყო.


8 აგვისტოს გალეთებულ განცხადებაში ზურაბიშვილი განმარტავს, რომ " დაიწყო საომარი მოქმედებები,იმ დროს როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა. და შენს ტერიტორიაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ქვია? უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაცა უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან".


 


 


სიახლეები მსგავს თემაზე

სალომე ზურაბიშვილი: უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან  

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით მედიასთან განცხადებას აკეთებს:

ლავროვი ირწმუნება, რომ კიევი და ნატო ქერჩის სრუტეში პროვოკაციას ამზადებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წარმომადგენლებთან ერთად რჩის სრუტის გავლით „გემების შეჭრის მორიგ პროვოკაციას გეგმავს“.

ახალციხეში ბავშვთა და მოზარდთა განვთარების ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთში, მენტალური ან განვითარების პრობლემის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, განვითარების ცენტრი გაიხსნა.

ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ დატოვა. 

ეკა ბესელია ხვალ საგანგებო განცხადებას გააკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ხვალ 12:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. 

თამარ ხულორდავა: კანონპროქტის ინიციატორებმა კარგად იცოდნენ რომ ამ კანონს არ ჰქონდა გასვლის პერსპექტივა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თქმით, კანონპროქტის ინიციატორებმა კარგად იცოდნენ რომ ამ კანონს არ ჰქონდა გასვლის პერსპექტივა, რადგან ეს არ იყო შინაარსობრივად გამართული და მიზანზე ორიენტირებული.

 

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი კენჭისყრაზე პირველი მოსმენით ჩავარდა.

სოფიო ქაცარავა: ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში მომავალშიც ისე მაღლა უნდა იდგეს, როგორც ახლაა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

საქართველოსა და ესვატინის სამეფოს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

 ესვატინის (ყოფილი სვაზილედი) სამეფოს დედაქალაქში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოს და ესვატინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

გიორგი კახიანმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძის არ ყოფნის მიზეზები განმარტა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, როცა პროცესი დასრულების ეტაპზეა, ვერ ხედავს საჭიროებას, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხის განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე დაესწროს.

ზუგდიდში სკეიტ პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე იმ ადგილას, სადაც ახლა ყინულის სახლია და სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, აქციის მონაწილეებმა ყინულის სასახლე მწვანე ლენტით შემოღობეს.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: დავემორჩილოთ რეგლამენტს, გავიგე, რომ კონსტიტუციის დამორჩილება არ გვინდა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, რეგლამენტით გათვალისწინებულ საკითხზე იმსჯელონ და პოპულისტური განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ:

კაზინო "ინტურისტის" ყოფილ თანამშრომლებს დავალიანებას "მეტრო" აუნაზღაურებს

კაზინო "ინტურისტის" ყოფილი თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას მიმდინარე წლის იანვრიდან ითხოვენ. მათ რამდენჯერმე აქციაც კი გამართეს.

ეროვნული ბანკის განმარტება

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

ალბანეთის მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს - პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

ალბანეთის, დედაქალაქ ტირანაში პარლამენტის შენობასთან ათასობით ალბანელია შეკრებილი. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს.

სასამართლოს უპატივცემულობისთვის ბრალდებულ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა

სასამართლომ კუპრავას გირაო პატიმრობით შეუცვალა.

კატალონიაში საყოველთაო გაფიცვას არეულობა მოჰყვა - ათობით ადამიანია დაშავებული

კატალონიაში საყოველთაო გაფიცვის აქციაზე 28 ადამიანი დაშავდა.

ლევან დავითაშვილი ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაია: მორალურ კოდექსს არასოდეს აუკრძალავს ჭირისუფალთა და ახლობელთა მიცვალებულთან გამოთხოვება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის საზოგადოებას მიმართავს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა რესპუბლიკის მთავრობა დაითხოვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ქ. ჰიუსტონს ეწვია

19-20 თებერვალს, ტეხასის შტატში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ  ქ. ჰიუსტონის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონემ სისტემაში ავტომანქანის ნომერი უნდა მიუთითოს

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითება იქნება აუცილებელი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.