როგორც პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა ანა კეკენაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე სასამართლოს მიმართავს, რომ ჭანტურიას მიმართ არ გამოიყენოს აღკვეთი ღონისძიების არცერთი სახე და შემდგომი პროცესები ჭანტურიას თავისუფლებაში ყოფნისას ჩატარდეს.
"დაცვის მხარე სასამართლოსგან ითხოვს, რომ არ გამოიყენოს აღკვეთი ღონისძიება, ვინაიდან ამის გამოყენების საფუძველი დღეის მდგომარეობით არ არსებობს.თუ ბრალდების მხარე პატიმრობის შუამდგომლობით შევა სასამართლოში, ეს არცერთი მტკიცებულებით არ არის გამყარებული, შესაბამისად ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ჭანტურიას გათავისუფლება მოხდეს აღკვეთი ღონისძიების გარეშე.შესაბამისად სასამართლო სხდომების არსებითი განხილვები გაიმართოს ჭანტურიას თავისუფლებაში ყოფნის განმავლობაში",-განაცხადა კეკენაძემ.
საპირისპიროს ამტკიცებს საქმის პროკურორი. მისი თქმით, მასალების მიხედვით დგინდება, რომ გენერალი და რუსთავის ბაზრის მეპატრონე გიორგი ჭანტურიამ მოკლა.