უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის მიზნით კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩევლები აკადემიური წრეების და სამოქალაქო სექტორის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კონსულტაციებზე მხარეებმა იმსჯელეს კანდიდატის კრიტერიუმებზე, შერჩევის პროცესსა და იმ გამოწვევებზე, რომელიც სასამართლო სისტემის წინაშეა.


„შევხვდით იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს წლების განმავლობაში უწევენ მატერიალურ თუ ინტელექტუალურ დახმარებას სხვადასხვა თემაზე, მათ შორის მართლმსაჯულების თემაზე. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. აღინიშნა, რომ ვაშინგტონი დიდი ინტერესით აკვირდება ამ პროცესს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს. დღევანდელ შეხვედრაზე ამ ფორმატიდან გამომდინარე და იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხვდებოდით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, კონკრეტულმა კანდიდატებმა, გვარებმა და სახელებმა არ გაიჟღერა, თუმცა გაჟღერდა ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესს ჰქონდეს ნდობა, ჩართულობა, გამჭვირვალობა. სწორად იქნეს გააზრებული ის პრობლემატიკა, რაც უდგას ქართულ მართლმსაჯულებას და აი, აქედან გამომდინარე, იმ საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, რაც დადგენილია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით, დასახელებული იქნეს საბოლოო ჯამში ღირსეული კანდიდატი, რომელიც იქნება პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ.


პრეზიდენტის სასახლეში გამართულ კონსულტაციას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, ევროკავშირის, გაეროს, ევროსაბჭოს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლები.


ლავროვი ირწმუნება, რომ კიევი და ნატო ქერჩის სრუტეში პროვოკაციას ამზადებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წარმომადგენლებთან ერთად რჩის სრუტის გავლით „გემების შეჭრის მორიგ პროვოკაციას გეგმავს“.

ახალციხეში ბავშვთა და მოზარდთა განვთარების ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთში, მენტალური ან განვითარების პრობლემის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, განვითარების ცენტრი გაიხსნა.

ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ დატოვა. 

ეკა ბესელია ხვალ საგანგებო განცხადებას გააკეთებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ხვალ 12:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. 

თამარ ხულორდავა: კანონპროქტის ინიციატორებმა კარგად იცოდნენ რომ ამ კანონს არ ჰქონდა გასვლის პერსპექტივა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თქმით, კანონპროქტის ინიციატორებმა კარგად იცოდნენ რომ ამ კანონს არ ჰქონდა გასვლის პერსპექტივა, რადგან ეს არ იყო შინაარსობრივად გამართული და მიზანზე ორიენტირებული.

 

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი ჩავარდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი კენჭისყრაზე პირველი მოსმენით ჩავარდა.

სოფიო ქაცარავა: ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში მომავალშიც ისე მაღლა უნდა იდგეს, როგორც ახლაა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

საქართველოსა და ესვატინის სამეფოს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

 ესვატინის (ყოფილი სვაზილედი) სამეფოს დედაქალაქში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოს და ესვატინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.

გიორგი კახიანმა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძის არ ყოფნის მიზეზები განმარტა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, როცა პროცესი დასრულების ეტაპზეა, ვერ ხედავს საჭიროებას, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხის განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე დაესწროს.

ზუგდიდში სკეიტ პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე იმ ადგილას, სადაც ახლა ყინულის სახლია და სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, აქციის მონაწილეებმა ყინულის სასახლე მწვანე ლენტით შემოღობეს.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: დავემორჩილოთ რეგლამენტს, გავიგე, რომ კონსტიტუციის დამორჩილება არ გვინდა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, რეგლამენტით გათვალისწინებულ საკითხზე იმსჯელონ და პოპულისტური განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ:

კაზინო "ინტურისტის" ყოფილ თანამშრომლებს დავალიანებას "მეტრო" აუნაზღაურებს

კაზინო "ინტურისტის" ყოფილი თანამშრომლები კუთვნილ ანაზღაურებას მიმდინარე წლის იანვრიდან ითხოვენ. მათ რამდენჯერმე აქციაც კი გამართეს.

ეროვნული ბანკის განმარტება

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

ალბანეთის მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს - პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

ალბანეთის, დედაქალაქ ტირანაში პარლამენტის შენობასთან ათასობით ალბანელია შეკრებილი. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს.

სასამართლოს უპატივცემულობისთვის ბრალდებულ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა

სასამართლომ კუპრავას გირაო პატიმრობით შეუცვალა.

კატალონიაში საყოველთაო გაფიცვას არეულობა მოჰყვა - ათობით ადამიანია დაშავებული

კატალონიაში საყოველთაო გაფიცვის აქციაზე 28 ადამიანი დაშავდა.

ლევან დავითაშვილი ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაია: მორალურ კოდექსს არასოდეს აუკრძალავს ჭირისუფალთა და ახლობელთა მიცვალებულთან გამოთხოვება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის საზოგადოებას მიმართავს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა რესპუბლიკის მთავრობა დაითხოვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ქ. ჰიუსტონს ეწვია

19-20 თებერვალს, ტეხასის შტატში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ  ქ. ჰიუსტონის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონემ სისტემაში ავტომანქანის ნომერი უნდა მიუთითოს

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითება იქნება აუცილებელი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.