ტექნიკური უნივერსიტეტი, KEK-ი, SOKENDAI – იაპონიასთან ერთად მეცნიერების განვითარებისთვის

 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევით ორგანიზაციას (KEK), ასევე, სოკენდაის უნივერსიტეტს (SOKENDAI) შორის  სამ მემორანდუმს მოეწერება ხელი.

 


მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონია  მიმდინარე წლის ნოემბერში, იაპონიაში შედგება და სამეცნიერო თანამშრომლობის მემორანდუმებს ხელმოწერით აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები განამტკიცებენ.


აღნიშნული გადაწყვეტილება ქართულ-იაპონურ სამეცნიერო შეხვედრაზე დღეს მიიღეს.


KEK-ის პროფესორს, COMET-ექსპერიმენტის მენეჯერს, სატოში მიჰარასა და  KEK-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, მინამი იამაზაკი-ონოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის პროფესორი, აკადემიის წევრ-კორესპოდენტი დავით თავხელიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზედელაშვილი, COMET-კოლაბორაციის სტუ-ის ჯგუფის წევრები, ფიზიკოსები დავით ლომიძე და ზვიად წამალაიძე მეორე დღეა ხვდებიან.


სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს KEK-ს, SOKENDAI-ს და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავებისა და თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის საკითხებზე, რაც ახლო მომავალში სამი მემორანდუმის ხელმოწერით განმტკიცდება.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მემორანდუმის პროექტის დეტალები, რაც სტუ-ს და KEK / SOKENDAI-ს შორის ელემენტარული ნაწილაკებისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის დარგში კოლაბორაციას ეხება და დოქტორანტების ერთობლივად მომზადებასა და ორმაგი ხარისხის დიპლომების მინიჭებასაც გულისხმობს. როგორც სტუ-ის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, იაპონიის მხარე მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ სრულ მზაობას გამოთქვამს.


„ამ თემაზე მემორანდუმის გაფორმება უპრეცედენტოა საქართველოსთვის და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას. კერძოდ, მემორანდუმის პროექტის თანახმად, იაპონიის განთლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღიარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევებისა და განათლების ხარისხს, ამასთან, ქართველი დოქტორანტები სწავლებისა და კვლევების ნაწილს იაპონიაში გაივლიან და, ამ მიზნით, აქტიურად გამოიყენებენ KEK-ისა და იაპონიის პროტონებისამაჩქარებლების ცენტრის (JPARC) უნიკალურ სამეცნიერო და ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურას. ასევე, მემორანდუმის პროექტის თანახმად, იაპონიის მხარე ქართველ დოქტორანტებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იაპონიაში სწავლისა და სამეცნიერო კვლევების პროცესში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წარმატებული დოქტორანტებზე ორმაგი ხარისხი, ანუ ორმაგი დიპლომი გაიცემა“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა. 


თანამშრომლობის მეორე მემორანდუმის პროექტი, რომელზეც მეორე დღეა მსჯელობა მიმდინარეობს,  ტექნიკურ უნივერსიტეტსა და SOKENDAI-ის შორის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას ეხება.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა  ჯგუფი არის KEK-ის ერთ-ერთი უნიკალური ექსპერიმენტის  COMET-კოლაბორაციის აქტიური წევრი და მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს ექსპერიმენტის განხორციელებისთვის საჭირო კვლევით სამუშაოებში. სტუ-ის ჯგუფი COMET-ექსპერიმენტში უდიდესი სუბდეტექტორის, კოსმიკ ვეტო მთვლელების (Cosmic Ray Veto, CRV) დეტექტორული სისტემის შექმნასა და ოპერირებაზეა პასუხისმგებელი.


როგორც COMET-კოლაბორაციის სტუ-ის ჯგუფის ლიდერმა, ფიზიკოსმა დავით ლომიძემ აღნიშნა, „CRV დეტექტორული სისტემა, რომელიც შედგენილი იქნება, დაახლოებით, 4000 ელემენტარული ნაწილაკის მთვლელისგან, სრულად დამუშავდება, შეიქმნება და გამოიცდება ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე დონის მაღალი ენერგიების ლაბორატორიის ბაზაზე. ამის შემდეგ დეტექტორული სისტემების ეტაპობრივი ტრანსპორტირება განხორციელდება იაპონიაში, KEK-ში, სადაც მათი ექსპერიმენტულ დარბაზში ინტალაცია, ექსპერიმენტის სხვა სუბდეტექტორებთან ინტეგრაცია და ექსპლუატაციაში გაშვება მოხდება. ამ სამუშაოების შესრულებაზე სრული პასუხიმგებლობა სტუ-ის COMET-ჯგუფს დაეკისრა, რაც გადაწყდა ექსპერიმენტის სამეცნიერო საბჭოს მიერ, ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე“.


იაპონიასთან სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობა წარიმართა სხვადასხვა დონეზეც.


აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არჩილ ფრანგიშვილი, სატოში მიჰარა, მინამი იამაზაკი-ონო და სტუ-ის ფიზიკოსები - ზვიად წამალაიძე და დავით ლომიძე შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა დაკულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს - მარიამ ჯაშს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს - ალექსანდრე თევზაძეს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს -  მანანა მიქაბერიძეს.


შეხვედრებზე აღინიშნა, რომ  ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისოპროექტებში ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართველი მეცნიერების მონაწილეობა განავითარებს არა მხოლოდ ფუნდამენტურ მეცნიერებებს, არამედ დიდწილად წაადგება საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასაც.


საქართველოს და იაპონიის მხარეებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება. იაპონელი მეცნიერები საქართველოს ხვალ დატოვებენ. მხარეებს შორის კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა სექტემბრის ბოლოს არის ჩანიშნული.


დავით ზალკალიანი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა  საქართველოში(რეზიდენციით ქ. ერევანი) არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასიმ მუჰამედ ალ კასიმისთან.

17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გიორგი ქობულია: ჩვენი მიზანია ტურისტული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძე: ჯერჯერობით ჩამოყალიბებულები არ ვართ, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვის დავუჭერთ მხარს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ვის დაუჭერს მხარს მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩვნებში, ეს ჯერჯერობით უცნობია.

შალვა ხუციშვილი: ვმუშაობთ სასტუმრო „ველმონდის" ადმინისტრაციასთან, რომ პროცესი უმტკივნეულოდ განხორციელდეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ „ველმონდში“ მყოფი ადამიანები  განთავსდნენ სხვა სასტუმროში.

არჩილ თალაკვაძის თქმით,დავით უსუფაშვილმა განცხადებით საკუთარ წარსულ საქმიანობას ჩრდილი მიაყენა

დავით უსუფაშვილმა თავისი განცხადებით, საკუთარ წარსულ საქმიანობას ჩრდილი მიაყენა,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ლარი გამყარებას განაგრძობს

16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.5773 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.6074 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 3.01 თეთრი შეადგინა.
 

თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება

თბილისში, 17 აგვისტოს რუსეთის სავიზო ცენტრი იხსნება, რომლის მიზანი საქართველოს მოქალაქეებისთვის დოკუმენტების გაფორმების პროცედურის დაჩქარებაა.

სოზარ სუბარი: დავით უსუფაშვილს უნდა ესმოდეს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავჯდომარის როლი არის გადამწყვეტი

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის სოზარ სუბარის განცხადებით, პარლამენტი არის წამყვანი ორგანო, რომელიც არა მხოლოდ ახორცილეებს, არამედ აფორმირებს მთავრობას.

ზუგდიდის მერია სუს-ის მიერ დაწყებულ მოკვლევაზე: ორგანიზაციას ყველაფერი წესრიგში აქვს 

ზუგდიდის მერიაში სუს-ის მიერ დაწყებულ მოკვლევასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ არაფერი იციან და ააიპ-ის საქმიანობაში უკანონო არაფერი ხდება.

2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გერმანიაში საქართველოს საელჩოში ფოტოგამოფენა გაიმართა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა.

"ველმონდის" დირექტორი საგანგებო სიტუაციების სამსახურს თხოვნით მიმართავს

სასტუმრო "ველმონდის" ადმინისტრაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თხოვნით მიმართავს.

ფიქრია ჩიხრაძე: როცა კანდიდატურა შეირჩევა, ვიმედოვნებთ, უმრავლესობა ამ პროცესს შესაბამისი მზაობით დახვდება

„ჩვენი სურვილი იყო, რომ ამ ეტაპზევე ჩართულიყვნენ, მაგრამ შემდგომ ეტაპზე მაინც, როდესაც კანდიდატურა იქნება შერჩეული, იმედი გვაქვს, ისინი ამ პროცესს შესაბამისი მზაობით დახვდებიან“

ირაკლი ლექვინაძე: უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო „ველმონდი“ აუცილებლად გაიხსნება

უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო "ლეოგრანდი" აუცილებლად გაიხსნება. 

 

პუტინი, ერდოღანი და როუჰანი სექტემბრის დასაწყისში სამიტს გამართავენ

თეირანში რუსეთ-თურქეთ-ირანის სამიტი გაიმართება, რომელიც სირიაში შექმნილ ვითარებას დაეთმობა.

ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი თავს მხნედ გრძნობს

ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ექს პრემიერი ვანო მერაბიშვილი მოინახულა.

სასტუმრო „ლეოგრანდმა“ ხვალ საქმიანობა უნდა შეაჩეროს

სასტუმრო „ველმონდმა“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) ხვალ, 18:00 საათზე საქმიანობა უნდა შეაჩეროს,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ლაშა დარსალია: ადრე თუ გვიან, ოკუპაცია დასრულდება, ადამიანებს შორის ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებას დიალოგის თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში პასუხობენ.

სუს-მა "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი"-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოკლე განცხადებაშია ნათქვამი:

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კამპანიას 350-მდე მედიასაშუალება შეუერთდა

ამერიკულმა გამოცემამ Boston Globe-მა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მედიის დაცვის კამოპანია გამოაცხადა, რომელსაც უკვე 350-მდე მედიასაშუალება შეუერთდა.

ქეთევან ციხელაშვილი: დიალოგი აფხაზებთან  და ოსებთან აუცილებელია

„დიალოგი აფხაზებთან  და ოსებთან აუცილებელია. ამის შესახებ მზაობა არაერთხელ გამოგვითქვამს და ცხადია, ღია ვართ“