სამოქალაქო პლატფორმას „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები გურამ კაშიას მიმართ აგორებულ აგრესიის ახალ ტალღას ეხმაურებიან

სამოქალაქო პლატფორმას „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები გურამ კაშიას მიმართ აგორებულ აგრესიის ახალ ტალღას ეხმაურებიან. განცხადებას ,,პირველი" უცვლელად გთავაზობთ:

,,სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობასა და განცხადებებზე, რომლებიც UEFA-ს მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დაჯილდოების დაანონსებას მოჰყვა. ”არა ფობიას!” მხარდაჭერას უცხადებს ლგბტ თემის წევრებს, რომლებიც ცხოვრების ყველა სფეროში უშუალოდ ექვემდებარებიან ჩაგვრას და დისკრიმინაციის მსხვერპლები ხდებიან. პლატფორმა ასევე მხარს უჭერს გურამ კაშიას და ყველა იმ პირს, რომლებიც, მიუხედავად საზოგადოების რიგი წევრების ზეწოლისა, ლგბტ თემის წევრებს ღიად და თამამად უცხადებენ სოლიდარობას.


გასული წლის ოქტომბერში გურამ კაშიას მიერ, საფეხბურთო მატჩის დროს, ლგბტ სიმბოლიკის ამსახველი სამკლაურის გაკეთებას, საზოგადოებისა და ექსტრემისტული დაჯგუფებებისა, თუ რიგი პოლიტიკური პარტიების მხრიდან აგრესიის შემცველი ჰომოფობიური განცხადებები და ქმედებები მოჰყვა. ამა წლის 22 აგვისტოს UEFA-მ დააწესა ახალი ჯილდო #EqualGame, რომელიც, პირველად გურამ კაშიას გადაეცემა ლგბტ პირთა მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის. აღნიშნულმა ჟესტმა აგრესიის ახალ ტალღას მისცა ბიძგი. მაგალითად, მოძრაობა “ქართული მარშის” წევრმა კონსტანტინე მარგოშიამ, უეფას მიერ გურამ კაშიას დაჯილდოების საპასუხოდ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ჰომოფობიური და მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა: “შენ ჩამოდი 9 სექტემბერს თბილისში და დანარჩენს კი ნახავ“.


მისასალმებელია, რომ აღნიშნულის თაობაზე რეაგირება მოახდინა შსს-მ და კონსტანტინე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა. აქვე მისასალმებელია ისიც, რომ გურამ კაშიას სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა- ლევან კობიაშვილმა, ვიცე პრეზიდენტმა- ნიკა ჯღარკავამ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა ნაწილმა. თავად გურამ კაშიამ მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას შემდეგნაირად უპასუხა: “სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში”


გურამ კაშიას მიმართ გამოხატული აგრესია და ძალადობის მუქარა პირველ რიგში, ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული ჩაგვრისა და ძალადობის სისტემურობასა და სიმძიმეს აჩვენებს. ლგბტ ადამიანები კანონმდებლობის დონეზე თანასწორობის ფორმალური აღიარების მიუხედავად, პრაქტიკაში იგნორირებას, სისტემურ ჩაგვრასა და ძალადობას განიცდიან. კვლავ პრობლემად რჩება სახელმწიფო უწყებებსა და ადმინისტრაციულ პრაქტიკებში ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის საკითხი, ხოლო განათლების სისტემისთვის კი კვლავ გამოწვევას წარმოადგენს თანასწორი, თავისუფალი და სხვა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში საკუთარი ფუნქციის სათანადოდ შესრულება. ამ პირობებში სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალური ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი და პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზებული ჰომოფობია არსებითად აზიანებს დემოკრატიული განვითარების პროცესს. სამწუხაროდ, ხელისუფლება და პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებები ვერ ახერხებენ თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკური დისკურსის შექმნას და   საზოგადოებაში გაჩენილი სოციალური კონფლიქტების სისტემურ გადაჭრას. კვლავ გამოწვევად რჩება ძალადობის, დისკრიმინაციის, მუქარის ფაქტებზე სათანადო და დროული სამართლებრივი რეაგირების საკითხი.


მომეტებული ჰომოფობიური განწყობების ფონზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტის, არსებითად კი სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერი მკაფიო საჯარო განცხადებების გავრცელება და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მუქარის შემცველ განცხადებებსა და კონფლიქტის პროვოცირებისკენ მიმართულ ყველა ქმედებაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება. ასევე, მნიშვნელოვანია 9 სექტემბერს დაგეგმილი მატჩის მშვიდობიან ფონზე გამართვის უზრუნველყოფა.


საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)


დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)


საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)


საფარი


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)


მედიის განვითარების ფონდი (MDF)", - აღნიშნულია განცხადებაში.


პრემიერი: სიმშვიდე და მშვიდობა არის მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის მეტი საშუალება მივცეთ მოქალაქეებს  

სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის უფრო მეტი საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საინვესტიციო ხელშეკრულებებას აღარ წარადგენს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში აცხადებენ, რომ პროექტის მხარდაჭერის ნაცვლად, მთავრობამ მისი საბოტაჟირება მოახდინა და ამიტომ საინვესტიციო ხელშეკრულებებს აღარ წარადგენენ.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა,
რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა.

ლაშა იორდანიშვილი: პირობა არის ასეთი, თუ არ იქნება მოსახლეობის 90 პროცენტიანი მხარდაჭერა, ჰესი არ აშენდება

"ხადორი 3"-ზე არის თემა გადაწყვეტილი, რომ უნდა მოვიპოვოთ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა და ისე შევიდეთ, - ამის შესახებ ჰესის მშენებელი კომპანიის, "ფერის" დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები ცნობილია

2019 წლის 15 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კვირიკაშვილის უდანაშაულობის შესახებ ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. მომდევნო სხდომა 6 ნოემბერს არის ჩანიშნული.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "წითელი ხიდი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 123.8 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა, 86.21 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

გიგა ბუკია: მიხეილ სააკაშვილმა 30 000-ზე მეტი მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობის განმახორციელებლები და მკვლელები

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიგა ბუკიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებზე გაამახვილა ყურადღება.

ფულადი გზავნილების მოცულობა 13.9%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობამ 2019 წლის სექტემბერში $149.8 მლნ (44 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9%-ით მეტია.

ნუკრი ქანთარია გიგა ბოკერიას: ეჭვი მეპარება რომ ვერ ამოეცანი ცხონებულ სულხან მოლაშვილს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, ნუკრი ქანთარია გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში რქაწითელი უნდა ღირდეს არა 70 თეთრი, არამედ, 1.50 ლარი

დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ განცხადება გააკეთა კახეთში რთველის დასრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაახლოებით 60-80 მლნ ლიტრი ჩამოსასხმელი ღვინო იყიდება რესტორნებში და რქაწითელის ღვინო რესტორნების უმეტესობაში ფალსიფიცირებულია.

ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

დღეს, დედაქალაქის სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბმება ეროვნული სტანდარტის ნორმებს

ჯორჯიან უოთერედნდ ფაუერი თბილისის სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მონაცემებს აქვეყნებს.

ჯანდაცვის მინისტრი ჩეხ კოლეგას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ადამ ვიოტეხს შეხვდა.  

დიმიტრი ხუნდაძე: ნაკლებად მეგულება ადამიანი, რომელსაც ბოკერიასა და სააკაშვილის გაყრის ან მათი ღირებულებითი ფერისცვალების სჯერა

ნაკლებად მეგულება ადამიანი, რომელსაც ბოკერიასა და სააკაშვილის გაყრა-შეყრის ან მათი ღირებულებითი ფერისცვალების სჯერა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2019“ იწყება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 19 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 

სასწავლო კურსი “გარემოსდაცვითი მმართველი” დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი  “გარემოსდაცვითი მმართველი”  დასრულდა.

 

ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ კავსაძის ქუჩის გავლით იმოძრავებს

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. 

საქართველოს ბანკის პარტნიორობით „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ იმართება

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით 15-16 ოქტომბერს „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ იმართება.

გურიაში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება.

ზურაბ ერისთავმა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დომინიკის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. მეხიკო), ზურაბ ერისთავმა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს დანილო მედინას რწმუნებათა სიგელები გადასცა.