გიორგი ქობულია: ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას ჩეხური კომპანიების მიერ წარმოების საქართველოში გადმოტანის საკითხი განვიხილეთ

ბათუმში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. 

 

 

 შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და საქართველოში ცალკეული ჩეხური წარმოებების შესაძლო გადმოტანის საკითხები განიხილეს.


მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი კავშირები საგარეო ვაჭრობაში, რომელიც ბოლო წლებია ზრდის დინამიკით ხასიათდება. აღინიშნა, რომ 2018 წლის პირველ 7 თვეში საქართველოსა და ჩეხეთში სავაჭრო ბრუნვა 35 პროცენტით, ხოლო ექსპორტი საქართველოდან 9 პროცენტით გაიზარდა. ამავე დროს, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. 2017 წელს ჩეხეთიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 142,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 64 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჩეხ კოლეგასთან შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა. „ჩეხეთი ჩვენი ერთ-ერთი დიდი პარტნიორია როგორც სავაჭრო, ისე ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენ  განვსაზღვრეთ მთელი რიგი პროექტების, რომლებიც დაგვეხმარება ჩეხეთთან ურთიერთობების გაორმაგებაში. აქ ლაპარაკია არა მხოლოდ ვაჭრობაზე, არამედ ჩეხური ინვესტიცებისა და ტექნოლოგიების საქართველოში გადმოტანაზე. ჩეხეთი არის ერთ-ერთ ქვეყანა, რომელიც ძალიან ამაყობს თავისი ტექნოლოგიებით. შეხვედრაზე იყო ლაპარაკი, რომ არა მხოლოდ მოგვყიდონ პროდუქცია, არამედ გადმოიტანონ წარმოებები და გახსნან აქ“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


მცხეთა-სტეფანწმინდა ლარის 26-ე კილომეტრზე გაჩერებული მსუბუქი ავტომანქანების მგზავრები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა მოინახულა

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარის 26-ე კილომეტრზე გაჩერებული მსუბუქი ავტომანქანების მგზავრები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ მოინახულა.

გოგა ხაინდრავა: თქვენ მომსწრენი ხართ, საფრანგეთში დაბადებული და აშშ-ში გაზრდილები როგორ ლაპარაკობენ ქართულად

სალომე ზურაბიშვილის მამამ გულით ატარა თავის ქართველობა, თავის შვილებს ასწავლა ქართული, თავისი შვილები გაზარდა ქართულად-ამის შესახებ რეჟისორმა გოგი ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე - ჩვენ ვიცავთ თავისუფლებას განაცხადა.

გოგა ხაინდრავა: ღირსების გულისთვის სხედხართ თქვენ აქ და ღირსების გულისთვის ჩამოვედით ჩვენ აქ

“ამ ოცდახუთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, როდესაც ყალიბდებოდა დამოუკიდებელი საქართველო, ყოველთვის ღირსების გულისთვის ვიკრიბებოდით”, – ასე მიმართა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე საზოგადოებას.

გოგა ხაინდრავა: გაუსაძლისი გაჭირვების მიუხედავად, სალომეს მამამ არ დათმო ქართული პასპორტი

“სალომე ზურაბიშვილის მამამ გულით ატარა თავისი ქართველობა, თავის შვილებს ასწავლა ქართული, თავისი შვილები გაზარდა ქართულად” , – განაცხადა რეჟისორმა გოგი ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე – “ჩვენ ვიცავთ თავისუფლებას”.

მარიკა სამანიშვილი: ჩვენ ვუთხარით უარი ძალადობას და ყველაფერ იმ ცუდს, რაც იყო

ქართველ ხალხს გვმართებს, რომ გამოვიჩინოთ გონიერება და ერთხელ კიდევ ვანდოთ სალომე ზურაბიშვილს ჩვენი ბედ-იღბალი, – ასე მიმართა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას ამავე თეატრის წარმომადგენელმა.

“მინდა, ქალბატონებს ბოდიში მოვუხადო – არაკაცები შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალბატონ სალომეს, რაც ყველა ქალის შეურაცხყოფას ნიშნავდა”

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ ქალბატონებს ბოდიში მოუხადა.

დავით მაღრაძე: ქართველი ხალხი ელოდება იმ საბედისწერო არჩევანს, როდესაც უკუაგდებს მოძალადე მხარეს

პოეტმა დავით მაღრაძემ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში მოსახლეობასთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ ქართველი ხალხი მოწოდების სიმაღლეზეა. მან იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა მოძალადე ხელისუფლებას უკუაგდებს.

გოგა ხაინდრავა: რაც თქვენ “ჰეროკრატიაში” იხილეთ, იმის ნახევარიც არ არის, რასაც ჩადიოდნენ ის მანქურთები

“ყველა ამბავზე, რომელიც “ჰეროკრატიაში” არის მოყოლილი, პასუხს ვაგებ, ნებისმიერი სასამართლოს წინაშე”, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე განაცხადა.

დავით მაღრაძე გრიგოლ ვაშაძეზე: ასეთია საბჭოთა რუსეთის ჩეკისტის ზრახვები და მის უკან მდგომი უღირსი, უთავმოყვარეო “ნაცმოძრაობა”

სახალხო მოძრაობა – “არა ნაციზმს” ქუთაისში მოსახლეობას ხვდება. როგორც პოეტმა, დავით მაღრაძემ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატზე, გრიგოლ ვაშაძეზე საუბრისას აღნიშნა, ის საბჭოთა რუსეთის გადმონაშთია.

დავით მაღრაძე: ეს არის სიმბოლური, რომ ემიგრაციის წარმომადგენელი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად იყრის კენჭს

ემიგრაციაში წასულმა ქართველებმა ქართული ენა თაობიდან თაობას გადასცეს და დღეს, შენარჩუნებული ქართულით, კვლავ მზად არიან ქვეყნის დასაცავად, – ამის შესახებ დავით მაღრაძემ მოძრაობა “არა ნაციზმის მიერ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

“ყველას წინაშე ვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს და ვამბობ, რომ ის სსრკ-ის სახელოვნებო კომიტეტებს დამსმენად დაჰყვებოდა”

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებელი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარსული გაახსენა.

"მათი ერთადერთი ამოცანაა, როგორმე საქართველოს მოსახლეობამ დაკარგოს მეხსიერება და იცხოვროს ამნეზიაში"

​"მინდა, რომ გისურვოთ გამარჯვება მოძალადეებზე, რომლებმაც თავისი სისასტიკით და სადიზმით, თავი სამუდამოდ დაგვამახსოვრეს", – ასე მიმართა დავით მაღრაძემ ქუთაისში, სახალხო მოძრაობა "არა ნაციზმის" მორიგ შეხვედრაზე საზოგადოებას.

ხაინდრავა “ევროპულ საქართველოს”: უშიშროების დამსმენი მოგყავთ საქართველოში პრეზიდენტად?!”

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრიდან “ევროპულ საქართველოს” მიმართა.

“ამ სცენაზე იდგა კაცი, საბჭოთა გადმონაშთი, ბრეჟნევის თანაშემწე და ხალხს ეუბნებოდა, რომ ეიფელის კოშკი რუსეთია და კრემლი საფრანგეთი”

სახალხო მოძრაობა – არა ნაციზმს ქუთაისში მოსახლეობას ხვდება. როგორც პოეტმა, დავით მაღრაძემ განაცხადა, იმის ნაცვლად, რომ ნაციონალურ მოძრაობას სინანულის გრძნობა გააჩნდეს, ხელისუფლებაში დაბრუნების გამძაფრებული სურვილი აქვს.

ყოფილი პატიმარი: ხალხო, მე ვარ ადამიანი, რომელსაც მორგში სამი დღე და ღამე მიცვალებულზე ეძინა

ხალხო, მე ვარ ადამიანი, რომელსაც მორგში სამი დღე და ღამე მიცვალებულზე ეძინა, ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის, რის შესახებაც არის „ჰეროკრატია“, – ამის შესახებ ყოფილმა პატიმარმა, გიორგი გოგლიჩიძემ  განაცხადა.

თამარ ხულორდავამ ირლანდიაში გამართულ სემინარში "საქართველოს ევროპული გზა" მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა დუბლინში გამართულ „საქართველოს ევროპული გზა“ ყოველწლიურ სემინარზე სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამოა დაამარცხა

"ბორჯღალოსნებმა" სამოას მორაგბეთა ნაკრები სტუმრად, 27-19 დაამარცხეს.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სავაჭრო პალატას 20 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სავაჭრო პალატის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს - აღნიშნულის შესახებ "პირველს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ეკონომიკის მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ახალციხეში ფერმერებს შეხვდნენ

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ.

ლიეტუვა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მეასე წლისთავის აღსანიშნავად საჩუქრად სპექტაკლს წარმოადგენს

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად, ნაისაის თეატრი ლიეტუვიდან, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საჩუქრად პექტაკლს „გზა სამოთხისკენ“ წარმოადგენს.