მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, 2022 წლისთვის, საჯარო სკოლაში დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზარდოს სამჯერ

ჩვენი ამოცანაა, 2022 წლისთვის, საჯარო სკოლაში დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზარდოს სამჯერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

რეფორმის შედეგად მივიღებთ სკოლის ახალ მოდელს, რომელიც იქნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შერწყმა ქართულ რეალობასთან და ქართულ სამეცნიერო თუ პედაგოგიურ გამოცდილებასთან - განაცხადა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. პირველ ეტაპზე, 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში გაზრდილ ხელფასს მიიღებს დაახლოებით 10 000-მდე მასწავლებელი.


„ჩვენი ამოცანაა, 2022 წლისთვის, საჯარო სკოლაში დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზარდოს სამჯერ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მისივე თქმით, ძლიერ თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო.


„ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც მართავს სკოლას მართვის ახალი მოდელით. სკოლაში დაინერგება სწავლების ახალი მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც ასწავლიან გადამზადებული მასწავლებლები. ამასთან ერთად, სკოლებს მიეცემა თავისუფლება გარკვეული საგნების სწავლების  მეთოდოლოგიის ნაწილში. სკოლის ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს და პასუხობდეს ახალ მიზნებს და ამოცანებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, ძლიერი თანამედროვე სკოლა ამავე დროს უნდა ეფუძნებოდეს ახალ ტექნოლოგიებს, შეძლებისდაგვარად უნდა ვითარდებოდეს ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ.


„დღეს გარემო ჩვენს ირგვლივ სწრაფად იცვლება. ასეთი დინამიკის პირობებში, იმისთვის, რომ ბავშვმა, მოზარდმა წარმატებას მიაღწიოს, მისი განვითარება უნდა იყოს ამ ცვლილებების ადეკვატური. შესაბამისად, აუცილებელია, სკოლა მოსწავლეს აძლევდეს სისტემურ განათლებას, ასწავლიდეს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, ინოვაციურ მიდგომებს. რა თქმა უნდა, თანამედროვე ძლიერი სკოლა უნდა უყალიბებდეს მოსწავლეს ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებს, დემოკრატიულ და ტოლერანტულ ღირებულებებს, უვითარებდეს საკვანძო და პერსონალურ უნარ-ჩვევებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მასწავლებლებს ხელფასები გაეზრდებათ


საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ლიდერ ქალებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში ორგანიზაციის ,,ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის” ლიდერ ქალებთან სამუშაო ლანჩი გამართა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

"მაშფოთებს მომენტი, როცა ანაკლიის პროექტზე სახელმწიფო ერთი მხრივ გვერდში გვიდგას, მისი ერთ-ერთი სტრუქტურა კი ასეთ განცხადებას აკეთებს"

უკავშირდება თუ არა „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული პროცესები და დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტის მომავალს?

ირაკლი კობახიძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო დასრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა. 

საქართველოს ელჩი ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს შეხვდა

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია შეხვდა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს, მარია ტერეზა ბელანდრიას.

მამუკა ხაზარაძე: თიბისის დაარსების დღიდან ჩვენს ღირებულებებს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება წარმოადგენს

თიბისი ჯგუფის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, მედიასთან პირველ პრესკონფერენციას მართავენ.

შსს-მ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში მომხდარი მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნეს.

როგორ გადაარჩინა დავით სერგეენკომ ირანელი ქალი თვითმფრინავში - „თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ...“

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ თვითმფრი­ნავ­ში უცხო­ელ მგზავრს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის სტრუქტურაც კომიტეტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

ქეთევან ციხელაშვილი: ათასობით ადამიანს არ აქვს წვდომა პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდებათ

„პატარა ბავშვები არიან ახალგორში, რომელთაც თვეზე მეტია მშობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ. რომ აღარაფერი ვთქვათ სასწავლო პროცესში ჩართვაზე,“.

გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკსა და თანმხლებ პირებს შეხვდა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო აწესებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გაო დააწესებს.

 

ლარის კურსი

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6404 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6413 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.09 თეთრი შეადგინა.

ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი ჯიხური, დაახლოებით, 40 წუთის წინ გაძარცვეს. 

ქართული სამხედრო პროდუქციით განას რესპუბლიკა დაინტერესდა

თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019 ის ფარგლებში „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა.

კახეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს.

ბატიაშვილი: ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს

განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, დეპუტატებს რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებების დეტალები გააცნო.

სამეგრელოს რეგიონში ფერემერებისთვის კონსულტაციების გაწევა მიმდინარეობს

სამეგრელოს რეგიონში ფერემერებისთვის კონსულტაციების გაწევა მიმდინარეობს.

საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 70% შემცირდა

საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 70 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ 1tv.ge  გამოცემა „ჰაარეცის“ (Haaretz) სტატიაზე დაყრდნობით წერს.