კომუნიკაციების კომისია მოითხოვს "სამართლიანმა არჩევნებმა" არასწორი და არაკვალიფიციური ინფორმაცია ანგარიშიდან ამოიღოს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ანგარიშში შეტანილი არასწორი და არაკვალიფიციური ინფორმაციისა და შეფასებების ანგარიშიდან ამოღებას მოითხოვს.

საუბარია საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის I შუალედურ ანგარიშსზე.


 


ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა .


 


"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის" საერთაშორისო საზოგადოებამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუშაობასა და გადაწყვეტილებებზე აბსოლუტური ტყუილები წერია. ანგარიშში არასწორადაა მითითებული მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები და გაკეთებულია არასწორი სამართლებრივი შეფასებები. კომუნიკაციების კომისია მოითხოვს სამართლიანმა არჩევნებმა აღნიშნული ინფორმაცია ამოიღოს ანგარიშიდან.


 


პირველი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ორგანიზაციის ანგარიშშია შეტანილი, ეხება პოლიტიკური რეკლამის განთავსებას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია არაკვალიფიციურ და არასწორ შეფასებას აკეთებს.


 


სიმართლეს არ შეესაბამება ორგანიზაციის განცხადება, რომ კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2" დაჯარიმდა იმის გამო, რომ მარეგულირებლის შეტყობინების გარეშე არასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიის ეთერში გადაიცა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა.


 


კომისიის გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2" ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან არასაარჩევნო პერიოდში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის, ვინაიდან, კანონმდებლობით აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, მისი მომსახურების შესყიდვა, ასევე, პოლიტიკური რეკლამის განთავსება სოციალური რეკლამის სახით.


 


მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება რომელზეც ორგანიზაცია მიუთითებს კომისიამ 2017 წლის 15 ივნისს მიიღო და არა საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისას, ორგანიზაციის ანგარიში კი 1 აგვისტოდან 8 სექტემბრის პერიოდს ასახავს, როგორც ამას თავად მიუთითებენ, შესაბამისად კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება რატომ ჩასვა ორგანიზაციამ საკუთარ ანგარიშში 15 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება არასწორად და დამახინჯებულად? რა მიზანს ემსახურებოდა ორგანიზაციის მხრიდან აღნიშნული ქმედება? ეს კითხვა ღიაა და სამართლიანმა არჩევნებმა უნდა უპასუხოს.


 


ასევე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ორგანიზაციის მოსაზრება, რომ მაუწყებლის მიერ პოლიტიკური რეკლამის და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის ვალდებულება მაუწყებლებს მხოლოდ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან აქვთ და რომ იგივე ვალდებულება არ ვრცელდება მაუწყებლებზე იმ შემთხვევაში თუ ისინი პოლიტიკური ან/და წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება აღნიშნულ ვადაზე ადრე გადაწყვეტენ.


 


ყველამ იცის და განსაკუთრებით კარგად უნდა იყოს ეს ცნობილი იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც არჩევნების საკითხებზე მუშაობს, რომ მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში, მაუწყებელი ვალდებულია საჯაროდ გამოაცხადოს აღნიშნულის შესახებ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას, აღნიშნული სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ყველა სუბიექტი თანაბარ პირობებში იყოს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე ეს ვალდებულები მაუწყებლებს წარმოეშვებათ პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფისთანავე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი გამოიწვევს საარჩევნო სუბიექტებისთვის არათანაბარი და დისკრიმინაციული საარჩევნო პირობების შექმნას, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი არჩევნების პრინციპებს.


 


მეორე ტყუილი, რომელიც მათ მიერ გავრცელებულ ანგარიშშია შეტანილი საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხება, სადაც ორგანიზაცია ასევე არაკვალიფიციურ შეფასებებს აკეთებს და კომისიისგან პირდაპირ მოითხოვს კანონის ინტერპრეტაციას, რაც დაუშვებელია.


 


საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ და მიზნად არ უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას. ამავე კანონით მაუწყებელს აქვს ძალიან მაღალი უფლებამოსილება მინიჭებული და მას კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შეუძლია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. როდესაც მაუწყებელს კანონით ასეთი მაღალი უფლებები აქვს მინიჭებული, დაუშვებელია მის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება. მაუწყებელი ვალდებულია მის მიერ დაკვეთილი კვლევის მეთოდოლოგიის სანდოობის და შედეგების ობიექტურობის გადამოწმება მოახდინოს. სხვა შემთხვევაში, რჩება რისკი, რომ მაუწყებელმა შესაძლოა მოახდინოს კვლევის შედეგებით მანიპულირება რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.


 


ამას გარდა, გადაუმოწმებელი კვლევის გამოქვეყნების შემთხვევაში დღის წესრიგში დგება პოლიტიკური სპეკულაციის და პოლიტიკური კორუფციის რისკები, ასევე შესაძლოა მივიღოთ გარემოება, როდესაც მაუწყებელი რომელიმე არაკვალიფიციურ სუბიექტს მიანიჭებს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, მისცემს მას უფასო სარეკლამო დროს და დაუთმობს საეთერო დროს დებატებში, ეს დრო დააკლდება იმ პარტიებს, რომელსაც გასული არჩევნების დროს საქართველოს მთელმა მოსახლეობამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მიანიჭა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, შესაბამისად, მივიღებთ გარემოებას, სადაც კანონის მთავარი მოთხოვა, რომ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი და არადისკრიმინაციული საარჩევნო პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი - არ იქნება დაცული.


 


აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია არასამთავრობოების განცხადებები, რომ კვლევის გადამოწმება პერსონალური მონაცემების დარღვევას და თვითცენზურას ემსახურება. კომისია სამი წელია ყველა დაინტერესებულ მხარეს ხვდება და უხსნის, რომ თუ კვლევის გადამოწმების აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში ამას არა კომისია, არამედ კვალიფიციური და გამოცდილი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია გააკეთებს, როგორც ეს საერთაშორისო პრაქტიკითაა მიღებული და ეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა იცის.


 


ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კომუნიკაციების კომისია კატეგორიულად მოითხოვს, რომ ორგანიზაციამ შუალედური ანგარიშიდან არასწორი ინფორმაცია დაუყონებლივ ამოიღოს, სხვა შემთხვევაში თუ ის შეგნებულად ჩაწერს თავის ანგარიშში არასწორ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათზე დაყრდნობით არასწორ შეფასებებს გააკეთებს, ეს იქნება მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, კომისიის დისკრედიტაციის მცდელობა და სამომავლოდ მათ მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციების საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახვის მცდელობა, რაც სრულიად დაუშვებელია",-განაცხადა ბექაურმა.


ანაკლიაში მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

ანაკლიის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.

ქედაში ახალგაზრდა გოგო ხევში გადავარდა

უბედური შემთხვევა მოხდა ქედაში. 25 წლამდე გოგო შემთხვევით ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად,  ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაიწყო.

ნათია თურნავა - ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად მთავარ აქცენტს საოჯახო ტიპის სასტუმროებზე ვაკეთებთ

„მთავარი აქცენტი საოჯახო ტიპის სასტუმროებზე გაკეთდება. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023“ დაამტკიცა. დოკუმენტი მაღალმთიანი დასახლებების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და არსებული პოტენციალის ანალიზის საფუძველზე მომზადდა.

VIDEO - როგორ იქცეოდა აქციაზე სამართალდამცველი, რომელიც დღეს დააკავეს - პროკურატურა ვიდეოს ავრცელებს

პროკურატურა იმ ვიდეომასალას ავრცელებს, რომელშიც 20 ივნისის მოვლენებისას სამართალდამცველის მხრიდან ძალის გადამეტებაა ასახული. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი პროკურატურამ დღეს დააკავა.

20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ პირებს ბრალი წარედგინათ

20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ პირებს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა.

დიმიტრი ხუნდაძე: სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფები საჭირო მედიკამენტებს მიიღებენ ერთ ლარად

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მთავრობა ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს და ერთ-ერთია მედიკამენტებთან დაკავშირებით, პრემიერის დღევანდელი ინიციატივა.

დაკავებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი

პროკურატურამ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

ხვალ, საღამოს კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ნაძალადევის რაიონში, სააკაძის ქუჩაზე N37-თან, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.

აკაკი ზოიძე: 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად, მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრემიერ -მინისტრ მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივა მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო შეამსუბუქებს. 

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი 20:00 საათზე გაიმართება. 

რატი იონათამიშვილი: ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მამუკა ბახტაძის, დღევანდელ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას პოზიტიურად აფასებს.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს

სადელიმიტაციო კომისია უახლოეს კვირებში მუშაობას განაახლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე

"ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

 

შსს: ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ადგილი აქვს შს მინისტრის მოადგილის კომენტარის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტაციას

21-21 ივნისის მოვლენების დროს აქციაზე შეკრებილების მიმართ შსს-ს მხრიდან დაშლის მოწოდების შესახებ მოთხოვნის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისაა

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი კახი კახიაშვილი 50 წლისაა. 

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას.

ნინო თანდილაშვილი: „სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა“

"სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება",-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. 

გია ვოლსკი: წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.