აკაკი ზოიძე: მთავარია ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესება და ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც მათ ღირსებას არ შელახავს

ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დარგის სპეციალისტებთან ერთად, ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხისგაუმჯობესების ხელშეწყობაზე იმსჯელეს.


შეხვერდაზე ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ეტაპები, აგრეთვე ფსიქიკური ჯანდაცვის რეფორმის ჭრილში, 2019წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს, რომელიც 2015 წლის სტრატეგიული გეგმის მიხედვით ხორციელდება.


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, ფსიქიკური ჯანდაცვა არის სფერო, რომელიც სახელმწიფოსტრუქტურებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან თუ სამედიცინო პერსონალისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამ კუთხით, მან ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველოს“ როლი აღნიშნა, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც ხორციელდება პროექტი - „ფსიქიკური ჯანდაცვის სტაციონარული, ამბულატორიული დასათემო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმის შექმნა“. კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.


„მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობის თანამედროვე სტანდარტებს დაფუძნებული სერვისების მიწოდების დანერგვა, რაც არის სათემო მომსახურება.საჭიროა მაქსიმალურად ახლოს მივიტანოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პრობლემების პაციენტებთან ის სერვისები, რომლებიც მათ სჭირდებათ და ეს არ უნდა იყოს XX თუ შუა საუკუნეების დროს დანერგილი დოგმები, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები გამოკეტილი იყვნენ სტაციონარებში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.


მისივე თქმით, მთავარია ადამიანების უფლებების და მდგომარეობის გაუმჯობესება და ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც მათ ღირსებას არ შელახავს.


„ეს არის ძირითადი აქცენტი, ძირითადი არსი, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ. ის, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო თავის ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონეპაციენტს, ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს ქვეყნის იმიჯს, პრესტიჟს და ეს არის იმის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი რამდენად განვითარებულია ქვეყანა დარამდენად ხდება იქ ადამიანის უფლებების დაცვა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.


შეხვედრაზე სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომლის მიხედვითაც ჰოსპიტალსგარე ისეთი სათემო სერვისების განვითარება უნდა მოხდეს, როგორიც არის რეზიდენტული და დაცული საცხოვრისები. შეხვედრის მონაწილეებმა ფსიქიატრებთან, ფსიქოლოგებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად, ასევე იმსჯელესსამომავლოდ ფსიქიკური ჯანდაცვის დეინსტიტუციონალიზციის რეფორმის პროცესის დაჩქარებისათვის საჭირო ინტერვენციებზე, სათემო სერვისებისგანვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებზე, აგრეთვე 2019 წელს განსახორციელებელ კონკრეტულ აქტივობებზე.


აკაკი ზოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმა მჭიდროდ დაუკავშირდეს დღევანდელ რეალობას, ამასთანავე როგორც მან აღნიშნა, სამუშაო ჯგუფს კომიტეტის მხრიდან მხარდაჭერა მომავალშიც ექნება.


დავით მათიკაშვილი - მარიხუანის პირად მოხმარებაზე მომზადებული ცვლილებებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, მარიხუანის პირად მოხმარებაზე მომზადებული ცვლილებებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება.

იემენში 5,2 მილიონი ბავშვი შიმშილობს

იემენში 5,2 მილიონი ბავშვი შიმშილობს. შესაბამის მონაცემებს საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ი ავრცელებს.

თბილისის მერის მოადგილე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ სემინარს დაესწრო

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ევროკავშირის ორგანიზებით სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ სემინარს დაესწრო, რომელიც საქართველოში შრომის სტანდარტების უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხს მიეძღვნა.

ირმა ქავთარაძემ კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თბილისში კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კონფერენცია სახელწოდებით „ღია დიალოგი კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის შემუშავების შესახებ“ გაიმართა.

გენადი არველაძე: ექსპორტის ზრდას ხელს უწყობს მთავრობის გადაწყვეტილებები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ექსპორტის დივერსიფიკაციის კუთხით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 100.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22.6 პროცენტით აღემატება.  

ზაზა გაბუნია - მამუკა ბახტაძეს პრაქტიკულად მთელი ამერიკული პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტა მასპინძლობს

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს პრაქტიკულად მთელი ამერიკული პოლიტიკური და სამოქალაქო ელიტა მასპინძლობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი: არსებულ მდგომარეობას არაფერი აქვს საერთო დამოუკიდებლობასთან

ოკუპაციის 10 წელზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, სამშვიდობო პოლიტიკასა და პარტნიორების მხარდაჭერაზე ისაუბრა ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე.

წყნეთში ჭავჭავაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. მათ შორის, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წყნეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე.

სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრებმა შეხვედრა გამართეს

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრებმა  ლევან გოგიჩაიშვილმა, ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი კოპაძემ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მდგომარეობის საკითხზე, შეხვედრა გამართეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.მ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გურამიშვილის გამზირზე ახალი სკვერი მოეწყო

გურამიშვილის გამზირზე, 141-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. 

ზვიად აბაშიძე: არჩევნებში კონკურენცია საარჩევნო პროგრამებსა და საპრეზიდენტო კანდიდატების უნარებს შორის უნდა მიმდინარეობდეს და არა გაუგებარ ინტრიგებს შორის

ექსპერტი ზვიად აბაშიძე გაერთიანებული ოპოზიციის ამომარჩეველთა სიაში პრემიერ ბახტაძის პირადი მონაცემების არსებობას  კურიოზულს უწოდებს.  

განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლ.გ. და ძალადობაში  ბრალდებული ო.მ.  დამნაშავედ ცნო.

გია აბაშიძე: ოპოზიციამ შესაძლოა ცესკოს აზიური ფაროსანას გავრცელებაც დააბრალოს

ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მაჭუტაძე საკუთარი ტექნიკური თუ ადამიანური, ზერელე დაუდევრობით თემის პოლიტიზებას და საარჩევნო ადმინისტრაციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე გადაბრალებას ცდილობს. 

 

ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიცია არჩევნების წინ ცესკოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ცესკოს მიმართ ბრალდბებზე და პრემიერ მამუკა ბახტაძის პირადი მონაცემების ოპოზიიციის კანდიდატის საარჩევნო სიებში არსებობის შესახებ  საუბრობს.  

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობს

სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

საქართველოში საქმიანობა დაიწყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დამკვირვებელმა მისიამ

საქართველოს მთავრობის მოწვევით ქვეყანაში საქმიანობა დაიწყო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელმა მისიამ.

 

ლევან დავითაშვილი საქართველოს კლიმატის ცვლილებების კონფერენციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ლონდონში მეჩეთთან ავტომობილი ხალხში შევარდა

ლონდონის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, კრიკლვუდის რაიონში ავტომობილი მეჩეთთან ხალხში შევარდა.

წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

დონალდ ტრამპი პოლონეთში სამხედრო ბაზის განთავსების საკითხს განიხილავს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოლონეთის ხელისუფლების თხოვნას განიხილავს ქვეყანაში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ.