28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, 15 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასა და 6 პოლიტიკურ პარტიას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანი მუხლების (45-ე,48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.


როგორც ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კონსენსუსი ამ საკითხზე არის სწორედ ის გარანტი, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში საარჩევნო პროცესს გააუმჯობესებს. „მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საკმაოდ ბევრი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია შემოუერთდა იმ სულისკვეთებას, რაც ამ მემორანდუმში არის გაწერილი. მთავარი გახლავთ ის, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხები არის ერთგვაროვნად აღქმული. ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ის მნიშვნელოვანი გამყოფი ხაზი, რაც არის სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, იყოს ცალსახად ასახული ამ მემორანდუმში. ეს მემორანდუმი დღეს უკვე პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, იმ სირთულეებს, რომლებიც თანამედროვე პერიოდში ტექნოლოგიების თვალსაზრისით შეიძლება ახლდეს კამპანიის პროცესს. ეს გახლავთ სოციალური ქსელებით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტების ასახვა, რაც უკვე ამ მემორანდუმით არის გათვალისწინებული და ვფიქრობ, ეს ერთიანი თანხმობა ამ საკითხზე არის სწორედ ის გარანტი, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებაში საარჩევნო პროცესს გააუმჯობესებს და ცხადია ყველა ერთად ვიმუშავებთ იმაზე, რომ პროცესი მთლიანობაში, მათ შორის კამპანიის წარმოების წესები, იყოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.


მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმაც. ქეთევან ჩაჩავას განცხადებით „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც 2010 წლიდან სამოქალაქო სექტორი და ძირითადი ჩართული მხარეები ხელს აწერენ, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს წარმოადგენს ერთობლივ კონსენსუსს იმ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, აგიტაციის განმარტება. მოგეხსენებათ კანონი ყველაფერს ვერ განმარტავს და აქედან გამომდინარე სწორედ ამ ტიპის პოლიტიკური ერთობა და პოლიტიკური მზაობა, რომ  პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას სახეზეა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ჩართული მხარე თავის მხრივ აღებულ ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს და  იმედი გვაქვს, ის წინ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით შემცირებული საჩივრების სახით გაგრძელდება.“მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი; როგორც ადამ სმიტმა განაცხადა, USAID-თვის დიდი პატივია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და სხვა ხელმომწერ მხარეებთან ერთად ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო პერიოდში თანაბარი გარემოს შექმნას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხის დარეგულირებას, ამ პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და წინსვლას, -  „ჩვენ მხოლოდ მოხარული ვართ, მხარდაჭერა გავუწიოთ ცესკოს, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დახმარებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ახალი რეალობის შექმნას უწყობს ხელს, მინდა მივულოცო საქართველოს და ცესკოს და ჩვენ მზად ვართ თვალი მივადევნოთ და დავაკვირდეთ სანდო და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის“. 


მემორანდუმზე ხელმოწერა და ამით მის პრინციპებთან მიერთება შეუძლია იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და პარტიებს, ვინც იზიარებს მემორანდუმის მუხლებში მითითებულ განმარტებებს.


ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა. IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.


დოკუმენტს ხელს აწერენ:


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;


თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია;


არასამთავრობო ორგანიზაციები:


საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება


საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო


განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი


სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი


საზოგადოებრივი დამცველი


სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი


ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი


დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი


საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი


ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია


ადამიანის უფლებათა ცენტრი


ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის


საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება


პოლიტიკური პარტიები:


 სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე


ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის


მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა


სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო


ევროპელი დემოკრატები


მცხეთა-სტეფანწმინდა ლარის 26-ე კილომეტრზე გაჩერებული მსუბუქი ავტომანქანების მგზავრები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა მოინახულა

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარის 26-ე კილომეტრზე გაჩერებული მსუბუქი ავტომანქანების მგზავრები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ მოინახულა.

გოგა ხაინდრავა: თქვენ მომსწრენი ხართ, საფრანგეთში დაბადებული და აშშ-ში გაზრდილები როგორ ლაპარაკობენ ქართულად

სალომე ზურაბიშვილის მამამ გულით ატარა თავის ქართველობა, თავის შვილებს ასწავლა ქართული, თავისი შვილები გაზარდა ქართულად-ამის შესახებ რეჟისორმა გოგი ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე - ჩვენ ვიცავთ თავისუფლებას განაცხადა.

გოგა ხაინდრავა: ღირსების გულისთვის სხედხართ თქვენ აქ და ღირსების გულისთვის ჩამოვედით ჩვენ აქ

“ამ ოცდახუთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, როდესაც ყალიბდებოდა დამოუკიდებელი საქართველო, ყოველთვის ღირსების გულისთვის ვიკრიბებოდით”, – ასე მიმართა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე საზოგადოებას.

გოგა ხაინდრავა: გაუსაძლისი გაჭირვების მიუხედავად, სალომეს მამამ არ დათმო ქართული პასპორტი

“სალომე ზურაბიშვილის მამამ გულით ატარა თავისი ქართველობა, თავის შვილებს ასწავლა ქართული, თავისი შვილები გაზარდა ქართულად” , – განაცხადა რეჟისორმა გოგი ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე – “ჩვენ ვიცავთ თავისუფლებას”.

მარიკა სამანიშვილი: ჩვენ ვუთხარით უარი ძალადობას და ყველაფერ იმ ცუდს, რაც იყო

ქართველ ხალხს გვმართებს, რომ გამოვიჩინოთ გონიერება და ერთხელ კიდევ ვანდოთ სალომე ზურაბიშვილს ჩვენი ბედ-იღბალი, – ასე მიმართა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას ამავე თეატრის წარმომადგენელმა.

“მინდა, ქალბატონებს ბოდიში მოვუხადო – არაკაცები შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალბატონ სალომეს, რაც ყველა ქალის შეურაცხყოფას ნიშნავდა”

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ ქალბატონებს ბოდიში მოუხადა.

დავით მაღრაძე: ქართველი ხალხი ელოდება იმ საბედისწერო არჩევანს, როდესაც უკუაგდებს მოძალადე მხარეს

პოეტმა დავით მაღრაძემ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში მოსახლეობასთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ ქართველი ხალხი მოწოდების სიმაღლეზეა. მან იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა მოძალადე ხელისუფლებას უკუაგდებს.

გოგა ხაინდრავა: რაც თქვენ “ჰეროკრატიაში” იხილეთ, იმის ნახევარიც არ არის, რასაც ჩადიოდნენ ის მანქურთები

“ყველა ამბავზე, რომელიც “ჰეროკრატიაში” არის მოყოლილი, პასუხს ვაგებ, ნებისმიერი სასამართლოს წინაშე”, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ქუთაისში გამართულ აქციაზე განაცხადა.

დავით მაღრაძე გრიგოლ ვაშაძეზე: ასეთია საბჭოთა რუსეთის ჩეკისტის ზრახვები და მის უკან მდგომი უღირსი, უთავმოყვარეო “ნაცმოძრაობა”

სახალხო მოძრაობა – “არა ნაციზმს” ქუთაისში მოსახლეობას ხვდება. როგორც პოეტმა, დავით მაღრაძემ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატზე, გრიგოლ ვაშაძეზე საუბრისას აღნიშნა, ის საბჭოთა რუსეთის გადმონაშთია.

დავით მაღრაძე: ეს არის სიმბოლური, რომ ემიგრაციის წარმომადგენელი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად იყრის კენჭს

ემიგრაციაში წასულმა ქართველებმა ქართული ენა თაობიდან თაობას გადასცეს და დღეს, შენარჩუნებული ქართულით, კვლავ მზად არიან ქვეყნის დასაცავად, – ამის შესახებ დავით მაღრაძემ მოძრაობა “არა ნაციზმის მიერ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

“ყველას წინაშე ვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს და ვამბობ, რომ ის სსრკ-ის სახელოვნებო კომიტეტებს დამსმენად დაჰყვებოდა”

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებელი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარსული გაახსენა.

"მათი ერთადერთი ამოცანაა, როგორმე საქართველოს მოსახლეობამ დაკარგოს მეხსიერება და იცხოვროს ამნეზიაში"

​"მინდა, რომ გისურვოთ გამარჯვება მოძალადეებზე, რომლებმაც თავისი სისასტიკით და სადიზმით, თავი სამუდამოდ დაგვამახსოვრეს", – ასე მიმართა დავით მაღრაძემ ქუთაისში, სახალხო მოძრაობა "არა ნაციზმის" მორიგ შეხვედრაზე საზოგადოებას.

ხაინდრავა “ევროპულ საქართველოს”: უშიშროების დამსმენი მოგყავთ საქართველოში პრეზიდენტად?!”

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრიდან “ევროპულ საქართველოს” მიმართა.

“ამ სცენაზე იდგა კაცი, საბჭოთა გადმონაშთი, ბრეჟნევის თანაშემწე და ხალხს ეუბნებოდა, რომ ეიფელის კოშკი რუსეთია და კრემლი საფრანგეთი”

სახალხო მოძრაობა – არა ნაციზმს ქუთაისში მოსახლეობას ხვდება. როგორც პოეტმა, დავით მაღრაძემ განაცხადა, იმის ნაცვლად, რომ ნაციონალურ მოძრაობას სინანულის გრძნობა გააჩნდეს, ხელისუფლებაში დაბრუნების გამძაფრებული სურვილი აქვს.

ყოფილი პატიმარი: ხალხო, მე ვარ ადამიანი, რომელსაც მორგში სამი დღე და ღამე მიცვალებულზე ეძინა

ხალხო, მე ვარ ადამიანი, რომელსაც მორგში სამი დღე და ღამე მიცვალებულზე ეძინა, ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის, რის შესახებაც არის „ჰეროკრატია“, – ამის შესახებ ყოფილმა პატიმარმა, გიორგი გოგლიჩიძემ  განაცხადა.

თამარ ხულორდავამ ირლანდიაში გამართულ სემინარში "საქართველოს ევროპული გზა" მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა დუბლინში გამართულ „საქართველოს ევროპული გზა“ ყოველწლიურ სემინარზე სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამოა დაამარცხა

"ბორჯღალოსნებმა" სამოას მორაგბეთა ნაკრები სტუმრად, 27-19 დაამარცხეს.

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სავაჭრო პალატას 20 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სავაჭრო პალატის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს - აღნიშნულის შესახებ "პირველს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ეკონომიკის მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ახალციხეში ფერმერებს შეხვდნენ

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ.

ლიეტუვა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მეასე წლისთავის აღსანიშნავად საჩუქრად სპექტაკლს წარმოადგენს

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად, ნაისაის თეატრი ლიეტუვიდან, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საჩუქრად პექტაკლს „გზა სამოთხისკენ“ წარმოადგენს.