ვარშავაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

ვარშავაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება -„Human Rights of Conflict Affected Population in Georgia“- გაიმართა. 

ღონისძების ორგანიზატორი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო.


ღონისძიებაზე, რომელიც ვარშავაში მიმდინარე ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათაშესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა, მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინეს საქართველოს მთავრობისადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა ნატალია ჯალიაშვილმა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისწარმომადგენელმა ლევან მესხორაძემ. გამომსვლელებმა მონაწილეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კონფლიქტისგან დაზარალებულიმოსახლეობის მდგომარეობისა და საერთაშორისო მონიტორინგის მისიების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომისპრობლემატიკის შესახებ.
 
პრეზენტაციების დროს აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების მიმართ, საოკუპაციორეჟიმების მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომაზე, ეთნიკური ნიშნით ქართველების უფლებების სისტემატიურ დარღვევებზე. ასევე იქნამოყვანილ სიცოცხლის უფლების ხელყოფის კონკრეტული მაგალითები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების გიგა ოთხოზორიას, არჩილტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტები. ხაზგასმით აღინიშნა, მკვლელობებში ბრალდებული კონკრეტული პირებისპასუხისგებაში მიცემის აუცილებლობა. ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მწვავე ვითარებასთან დაკავშირებით, აქცენტი გაკეთდა რუსეთისფედერაციის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს, ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობის საკითხზე დაოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობაზე. 
მომხსენებლებმა ასევე ვრცლად ისაუბრეს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ" და იმ კონკრეტულმექანიზმებზე, რომელსაც ხსენებული ინიციატივა შეიცავს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისათვის. 


ქართული მხარის ორგანიზებულ პარალელურ ღონისძიებას თანასპონსორობა გაუწიეს ეუთო-ში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის, შვედეთის,ლიტვის, ლატვიის, უკრაინის, ჩეხეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ესტონეთის და პოლონეთის მუდმივმა წარმომადგენლებმა.


ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელიყოველწლიური შეხვედრა (HDIM)  ვარშავაში 10-21 სექტემბერს მიმდინარეობს და მასში მონაწილეობენ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებისდელეგაციების, სამოქალაქო სექტორის, ეუთო-ს ინსტიტუტებისა და აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები.


 
 
 

 
 
 
 
 


საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარს დელიმიტაციის კომისიების ექსპერტები ერთობლივად აზომავენ

როგორც "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებაში.

მასწავლებლებისთვის ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღება 20 აგვისტოს დასრულდება

მიმდინარეობს საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

ზუგდიდში ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ჰოლივუდთან ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აწარმოე საქართველოშის" დირექტორი, მიხეილ ხადურელი თბილისში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ფაქტს "ჰოლივუდის მიერ საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებად" აფასებს.

მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მაშველებმა შავ ზღვაზე 6 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სანაპიროზე რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქალი დაიხრჩო. 

თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში უფასოდ დაატრენინგებს

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი "ღამის ლაბორატორიის" ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ბიზნეს აქსელერატორ "სპარკთან" ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო ტრენინგების სერიას ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.