ვერტმფრენები სოფლების მერეთისა და ზარდიაანთკარის თავზე გამოჩნდნენ.
როგორც "პირველს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, "აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია".
უწყებაში აღნიშნავენ, რომ "მსგავსი ფაქტები ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს".