მოდერნიზებული საავიაციო საშუალებები  მოქმედებას შეძლებენ როგორც თავდაცვითი ამოცანებისთვის, ისე ცალკეული კრიზისების დროს

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ანტისაჰაერო მიმართულებაზეც ისაუბრა.

როგორც პრესკონფერენციაზე ლევან იზორიამ აღნიშნა, ანტისაჰაერო მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება.


„მომავალ წელს ფრანგებთან ვაგრძელებთ იმ შეთანხმების იპლემენტაციას, რომელიც ანტისაჰაერო სივრცის დაცვისთვისაა გამიზნული და შესაბამისი ანტისაჰაერო სისტემების შეძენას ითვალისწინებს. პირველი ეტაპი წელს წარმატებით დავასრულეთ და მომავალ წელს უკვე მეორე ეტაპზე გადავალთ, რომელიც სამ ან ოთხწლიან პერიოდს მოიცავს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტისაჰაერო მიმართულებაზე საუბრისას.


მინისტრმა ჟურნალისტებს ავიაციის სფეროში მიღწეული მნიშვნელოვანი სიახლეებიც  გააცნო.


„მთავრობის წინა სხდომაზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამერიკის შეერთებული შტატების გრანტი - 9 მილიონი ამერიკული დოლარი, რათა მოვახდინოთ ავიაციაში არსებული რესურსების  როგორც რემონტი-შეკეთება, ისე მოდერნიზება. ჩვენ წელს ბიუჯეტში გამოვყავით 23 მილიონი ლარი. როგორც ამერიკული დახმარების, ისე ბიუჯეტით გათვალისწინებული მილიონობით ლარის თანხების ეს კუმულაცია  მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ საავიაციო საშუალებების რემონტი და მოდერნიზება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.  


თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოდერნიზებული 9 საავაციო საშუალება უკვე აღჭურვილი იქნება არა მხოლოდ თავდაცვითი ამოცანების შესასრულებლად სპეციალური საშუალებებით, არამედ კრიზისულ სიტუაციაში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით. „ჩვენი შვეულმფრენები და ვერტმფრენები შეძლებენ მოქმედებას როგორც თავდაცვითი ამოცანებისთვის, ისე ცალკეული კრიზისების დროს. თანხები გამოყოფილია, ამას დასჭირდება გარკვეული დრო. სარემონტო საშუალებები უნდა ჩატარდეს სპეციალურ ქარხნებში. ადგილზე ეს ვერ ჩატარდება. ამიტომ უნდა მოხდეს მათი ტრანსპორტირება. შემდეგ უკვე საქართველოს ისინი ახალი აღჭურვილობით  15-წლიანი რესურსით დაუბრუნდება“, - განაცხადა ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე.


 


 


 


"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ქიბარ ხალვაშს განცხადებით მიმართავენ

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების გუნდმა პირდაპირი ეთერიდან ტელეკომპანიის ახალ მფლობელსა და დირექტორს მიმართეს და საზოგადოებას  ე.წ. სამოქმედო გეგმა გააცნეს.

საქართველოსა და ინდოეთს შორის სავიზო პროცედურები გამარტივდება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტექნოლოგიური სერვისების კომპანია VFS Global-თან მემორანდუმი გააფორმა.

 

პაატა სალია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან შესახვედრად მივიდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ჟურნალისტებთან შეხვედრას განაგრძობს.

კანდელაკის ქუჩიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მერია ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე : საარჩევნო რეფორმას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში

არჩილ თალაკვაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმა თვისებრივად ახალ გახსნილ პოლიტიკურ სისტემაზე გადასვლაა.

 

არჩილ თალაკვაძე : საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახსა და ნატოშია

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მისი პირველი სამუშაო ვიზიტი შეაფასა. 

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე სავაჭრო საკითხები განიხილეს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით სავაჭრო საკითხებზე მომუშავე და DCFTA - ის საკონსულტაციო საბჭოების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

არჩილ თალაკვაძე : ჩვენი ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში ცალსახად არის მხარდაჭერილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში ცალსახად არის მხარდაჭერილი.

არჩილ თალაკვაძე : „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტში სახელმწიფო ვერ ჩაერევა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "რუსთავი 2"-ის მენეჯმენის შესახებ აცხადებს, რომ ამაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა.

აშშ-ის საელჩო: ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად

აშშ-ის საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ლევან იზორია „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების, „შამქორი 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს კობა კოშაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

თოიძის N30-ში ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თოიძის N30-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

ანაკლიის სანაპირო ზოლზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლიის სანაპიროს 5 კმ-იანი ზოლი (ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიიდან კოლხეთის პარკის დაცული ტერიტორიების ჩათვლით) სპეციალური ტექნიკის გამოყენებით იწმინდება.

ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების აღიარებაა“, - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

საგარეჯოს რაიონში ახალი სასტუმრო „შატო ხაშმი“ იხნსება

20 ივლისს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კახეთში, სოფელ ხაშმში სასტუმროს - „შატო ხაშმი“ გახსნიან.

ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან მიღწეული ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსთთან მიღწეული ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს და მოსალოდნენლია, რომ დღის წესრიგში ფრენების აღდგენის საკითხიც დადგეს.

საქართველოს პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ბრალდების მხარის  შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად, დღეს იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მამუკა გამყრელიძე: გუშინდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე

„სტრასბურგის სასამართლომ ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე“, - ასე შეაფასა პოლიტიკოსმა მამუკა გამყრელიძემ სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე.

სტრასბურგის სასამართლო ვაზაგაშვილის საქმეზე: ტრაგიკული განვითარება გახდა კიდევ ერთი მაგალითი ხელისუფლების მხრიდან გულმოდგინების ნაკლებობის

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით („ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“) პრესრელიზს აქვეყნებს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

19 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.8845 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8714 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -1.31 თეთრი შეადგინა.