"ნენსკარა ჰესი" ვერ შექმნის XXI საუკუნის ენერგეტიკას - დაზიანდება მთლიანად კავკასიის ეკოსისტემა

"ნენსკარ ჰესის" არარენტაბელური პროექტი, რომელიც აუნაზღაურებელ ზარალს მიაყენებს არა მხოლოდ სვანეთს, არამედ სრულიად კავკასიის ეკოსისტემას", - ასე აფასებს ეკოლოგი ნინო ჩხობაძე სვანეთში გიგანტური ჰესის მშენებლობას.

"მწვანეთა მოძრაობის" თანადამფუძნებელი ეკოლოგი ნინო ჩხობაძე „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობიდან მომდინარე საფრთხეებს აფასებს:



"2010-11-12 წლებში, "ნენსკრა ჰესისი" პროექტის საფუძველშივე ჩვენ "მწვანეთა მოძრაობა" ვიყავით ამ ჰესის მშენებლობის წნააღმდეგი. იქედან დაწყებული ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. ეს ჰესი ვერ აანაზრაურებს იმ ღირებულებას, რასაც ტყის გაჩეხვა ჰქვია, მარტო საქართველოსთვის კი არა, ტყის განადგურებით მთლიანად კავკასიის ეკოსიტემა დაზარალდება.


"ნენსკრა" ვერ შექმნის 21-ე საუკუნის ენერგეტიკას. ეს არის მე-19 საუკუნის მეთოდი, ულტრათანამედროვე ელექტროენერგიის წყაროებს ქმნის გერმანია, საფრანგეთი, ნორვეგია ჩვენ კი ქვის ხანაში ჩავრჩით.


გარდა იმისა, რომ ეკოლოგიას დააზარალებს, შექმნის მეწყრულ ზონებს და ახალ საფრთხეებს გააჩენს. ეკონომიკურადაც გაუმართლებელია მისი აშენება, აბსოლუტურად არარენტაბელურია. მაშინ, როცა უნდა მივიღოთ სარგებელი და საქართველოს უნდა გადაეცეს 35 წელში, შესაძლოა წყალი საერთოდ აღარ გვქონდეს.


თვითონ ჭუბერისთვის რაც არ იყო დამახასიათებელი, ხომ განვითარდა, არა? ეს იმიტომ მოხდა, რომ იმ ზონის ქვედა ნაწილში გაჩეხილი იყო ტყე, ზედა ნაწილმა ვეღარ მოახერხა წყლის ნაკადის შეჩერება და მოხდა ის, რაც მოხდა, ღმერთმა დაგვიფარა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ ზარალი ნამდვილად გვქონდა, მით უფრო, რომ განვითარდა პროცესი ეერთ-ერთ შენაკადზე და არა სრულად. რა გარანტია გვაქვს რომ მსგავსი რამ აღარ მოხდება? აი იტალიაში რაც მოხდა წყალი ზემოდან გადავიდა და 1200 კაცი დაიუპა, ვინ არის პასუხისმგებელი ამ შემთხვევაში? ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს ნენსკრასთან, რომელიც დარჩება ბოლომდე პასუხგაუცმელი. საერთოდ გაუგებარია, რატომ უნდა აშენდე "ნენსკრა ჰესი".


ყველა დიდ ჰესზერომელზეც არის საუბარი, იგივე ნენსკრა, იგივე ნამახვანი, იგივე ონის კაშხალები, ყველა არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი, – აცხადებს ნინო ჩხობაძე. 


ეკოხედვის დამფუძნებელი ნინო სულხანიშვილი გიგანტური ჰესების მშენებლობის საფრთხეების განეიტრალების შესაძლებლობას სწორ გათვლებში ხედავს.



"ნემსკრა ჰესის" გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს არ ვიცნობ. ზოგადად დიდ ჰესებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა არის რისკები. იმიტომ რომ როდესაც შენდება წყალსაცავი მსოფლიო გამოცდილებას ვერ დავეყრდნობით. ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ჰიდროპოტენციალი და არიან განვითარებული მათ პრაქტიკულად გამოყენებული აქვთ მთლიანად ჰიდროპოტენციალი, ანუ სადაც შესაძლებელი იყო აშენებული აქვთ ეს დიდი ჰესები. იქ რომ ძალიან ბევრი რამე გაფუჭდა მერე დაიწყეს უკვე ფიქრი ბრძოლის შესახებ. საკმაოდ რისკავენ ამ ჰესებით. არსებოს, როგორც ძალიან ცუდი ისე ძალიან კარგი გამოცდილება და ბუნებრივია ამათზე ბოლომდე უარს ვერ ვიტყვით", – მიიჩნევს ნინო სულხანიშვილი.


ექსპერტი გარემოს სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებში ქეთევან ცხაკაია „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობაში სტიქიური მოვლენების რისკებს ხედავს, თუმცა ჭუბერში განვითარებულ მოვლენებს უფრო გლობალურ დათბობას უკავშირებს.


"ზოგადად ნებისმიერი ჰესის მშენებლობა იმოქმედებს გარემოზე. არსებობს რისკები სტიქიის გამომწვევი. თუმცა აქვე არსებობს რისკების მართვის საშუალებებიც. რაც შეეხება ჭუბერის სტიქიას, შესაძლოა, იქ დაუდევრობასაც ჰქონოდა ადგილი. ასევე კლიმატის ცვლილებებზეა დამოკიდებული წყლის ადიდება ამასთან სვანეთში მიმდინარეობს მყინვარების დნობა. ამ საკითხს სჭირდება შესწავლა, მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს კვლევა და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ამისთვის".


თავის მხრივ "ნენსკრა ჰესმა" "პირველის" კითხვებს საპროექტო კომპანიის მიერ დაქირავებული საერთაშორისო კვლევითი კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საფუძველზე უპასუხა.


"იქიდან გამომდინარე, პროექტის ინვესტორია 50 წლის გამოცდილების მქონე კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water და ასევე 5 საერთაშორისო ბანკი, მაგალითად ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი EBRD, პროექტის პირველ ეტაპზე შეფასებული იყო ყველა შესაძლო რისკი, კვლევები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებტან შესაბამისობაში ჩატარდა.


ჰიდროენერგეტიკის და კაშხლების დარგში საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფს დაევალა ნენსკრას ჰიდროსადგურის პროექტის შეფასება საერთაშორისო პრაქტიკის თვალსაზრისით, რაც კაშხლის უსაფრთხოების ყველა საკითხს, პროექტის კომპონენტების უსაფრთხო პროექტირებასა და აშენებას, მათ ეფექტიან ექსპლუატაციასა და მოვლა-შენახვას უკავშირდება.


ექსპერტთა ჯგუფმა მშენებელი კომპანიის საპროექტო შეთავაზებების რამდენიმე ვარიანტი განიხილა, ხოლო ფოკუსირება მოხდა კაშხლის და პროექტის უსაფრთხოების ასპექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კაშხალს; ასფალტობეტონის მასალას; საძირკველში წყლის გაჟონვის აღკვეთას; წყალსაგდებს; გვირაბებს და ბუნებრივი მოვლენების რისკების შეფასებას.


საპროექტო კომპანიის მიერ დაქირავებულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ  მოამზადა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, მათ შორის ჰიდრორესურსები იყო საგულდაგულოდ შესწავლილი - ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები არ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ 30 წლის მერე საკმარისი წყალი აღარ იქნება", - აცხადებენ კომპანიაში.



მათივე ცნობით, 2018 წლის 5 ივლისს განვითარებული სტიქიური პროცესები "ნენსკრა ჰესის" დამოუკიდებლად თავისთავად განვითარდა.


"ნენსკრა ჰესის" განცხადებით, ხეობაში კაშხლის არსებობა მომავალში სტიქიური უბედურების გაკონტროლების შესაძლებლობა იქნება. 


"მრავალი სპეციალისტის დასკვნის მიხედვით მდინარე ნენსკრას ხეობაში მომხდარი წყალდიდობა არანაირ კავშირში არ არის ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან.


აღსანიშნავია, რომ კაშხლის ერთ-ერთი დანიშნულება ზუსტად წყალდიდობების პრევენციაა.


სამომავლოდ ხეობაში კაშხლის არსებობა შესაძლებლობას მოგვცემს, მსგავსი სტიქიური მოვლენების შემთხვევაში მდინარის კალაპოტში წყლის რაოდენობა ეფექტურად გაკონტროლდეს, რაც მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენების რისკს მაქსიმალურად შეამცირებს", - აცხადებენ "ნენსკრა ჰესში".


კომპანია ეკოლოგების საპასუხოდ აცხადებს, რომ ტერმინ "გიგანტური ჰესები" ჰიდროინჟინერიაში არ არსებობს და მად სპეციალურად საზოგადოების დასაშინებლად იყენებენ.


კომპანია მსოფლიოში ჰესების არსებობისა და მათი სარგებლობის მაგალითებს ასახელებს და საქართველოში კაშხალის აშენების აუცილებლობაზე საუბრობს.


"დავიწყოთ იმით, რომ ტერმინი "გიგანტური ჰესები" ჰიდროინჟინერიაში არ არსებობს - ის ხელოვნურადაა შექმნილი მოსახლეობის დაშინებისთვის.


რაც შეეხება ჰესების მშენებლობას 21-ე საუკუნეში. ყველა იმ ევროპულმა ქვეყანამ, რომელიც ჰიდრორესურსით მდიდარია, ეს რესურსი დიდი ხანია აითვისა, აქტიურად იყენებს და არ აპირებს მასზე უარის თქმას, რადგან ჰიდროელექტროსადგური არის განახლებადი და ამასთანავე იაფი ელექტროენერგიის წყარო. 

შევეხდოთ სტატისტიკას:


"შვეიცარია - ათვისებული აქვს ჰიდრორესურსის 90%, ელექტოენერგიის 56% ჰესების მიერ არის გამომუშავებული; ნორვეგია - ათვისებული აქვს ჰიდრორესურსის 57%, ჰესების წილი გამომუშავებაში - 95%; ავსტრია - ათვისებული აქვს ჰიდრორესურსის 80%, გამომუშავების 62% ხდება ჰესების მიერ.


არსებულ ჰესებს პერიოდულად უტარდება რეაბილიტაცია, ასევე, სადაც ამის საშუალება არის, უკვე არსებული ჰესების სიმძლავრეს ზრდიან.


მაგალითად, შვეიცარიაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურების სისტემის Linth–Limmern-ის დადგმული სიმძლავრე 2017 წელს 1480 მეგავატამდე გაზარდეს.


ახლა დავუბრუნდეთ საქართველოს. 2018 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8,4%-ით გაიზარდა.


მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსებით, მათი მხოლოდ 20% არის ათვისებული. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ჩვენი ქვეყანა დამოკიდებულია ელექტროენერგიის იმპორტზე რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ელექტროენერგიის მოხმარება და შესაბამისად დეფიციტიც წლიდან წლამდე იზრდება. 


ნენსკრა ჰესის დანიშნულება ზუსტად დიფიციტის შევსება, იმპორტის შემცირება და შესაბამისად ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაა.


ნენსკრა ჰესის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ის წყალდიდობა-წყალმოვარდნებისკონტროლს შეძლებს, რაც მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს.


რაც შეეხება ელექტროენერგიის სხვა განახლებად წყაროებს. ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის მზისა და ქარის რესურსების ათვისება თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ ტიპის ელექტროსადგურების განვითარებას კი ხშირ შემთხვევაში კაშხლიანი ჰესების არსებობა უწყობს ხელს.


მზისა და ქარის ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაციისთვის აუცილებელია სარეზერვო სიმძლავრეების არსებობა.

გერმანიაში მზისა და ქარის ენერგიების გამოყენება ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ადგილმდებარეობაა. გერმანია ახლოს მდებარეობს ისეთ დიდ ჰიდროელექტროგენერაციის მქონე ქვეყნებთან, როგორებიცაა: ნორვეგია და შვედეთი (ჩრდილოეთით), შვეიცარია და ავსტრია (სამხრეთით). ეს გერმანიის ენერგეტიკულ სისტემას ბალანსისა და მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს, რითაც ხელს უწყობს მზისა და ქარის ენერგიების გამოყენებას", - განუცხადეს "პირველს" "ნენსკრა ჰესში".


წლების განმავლობაში პროექტს აპროტესტებდნენ როგორ ადგილობრივები, ისე ეკოლოგები და ბუნების დამცველები.


"2016 წლის 30 ივნისს თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ სვანეთის მკვიდრნი, რომლებიც მესტიის რაიონში დიდი ჰესების, მათ შორის ნენსკრაჰესის, მშენებლობა გააპროტესტეს. 


ჭუბერის თემმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებსა და სახალხო დამცველს. ნენსკრაჰესის პერსპექტივასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული შეხედულება ჰქონდა ენერგეტიკის სამინისტროს.


ადგილობრივების განცხადებით ხელისუფლება ერთპიროვნულად, დახურულ კარს მიღმა წყვეტს სვანეთში ჰესის აშენების საკითხებს.", - "რადიო თავისუფლების" არქივიდან.


სტიქია ჭუბერში მიმდინარე წლის 5 ივლისს მოხდა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ ჭუბერის თემის რამდენიმე სოფელი დატბორა. ღვარცოფის შედეგად განადგურდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ხიდები და გზები. სახლების დიდი ნაწილი დაიტბორა, მდინარის კალაპოტთან ახლოს მდებარე რამდენიმე სახლი კი მთლიანად დაინგრა.



"ნენსკრა-ჰესის" მშენებელმა კომპანიამ სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან ჰესის მშენებლობის კავშირი უარყო. "ნენსკრა ჰიდროში" აცხადებდნენ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები სრულიად გაჩერებული იყო. "ნენსკრა ჰიდროს" განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას.


პროცესების შეფასებისას, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ხეობაში მომხდარი სტიქიის შემდეგ დღის წესრიგში კვლავ დადგა სწრაფი შეტყობინების სისტემების მეტი რაოდენობით განთავსება. პრემიერმა სტიქიის შესაძლო მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესს ხელი შეუწყო "ხეების უსისტემო ჭრამ".


ჭუბერში 2018 წლის ივნისში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მწვანე საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა.


ხელმომწერები, როგორც მთავრობას, ისე კომპანიას, პროცესების არასწორად შეფასებას ედავებოდნენ და სახელმწიფოს ვითარების უკეთ შესწავლას სთხოვენ.


"ნენსკრა ჰესის" მშენებლობის შესახებ პირველი ინფორმაცია ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაჩნდა, 2012 წლის დასაწყისში. მაშინ მესტიაში ჩატარებულმა საჯარო განხილვამ ჰესის მშენებლობის მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება გამოავლინა.


"ნენსკრაჰესის" მშენებლობა 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს, ჰესის პოტენციური წლიური გამომუშავება კი 1.2 მილიარდი კილოვატსაათი იქნება. პროექტის მიხედვით, ელექტროსადგური გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, პროექტის ჯამური ღირებულება კი 1 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება.


 


 


ლაშა დარსალია გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელთან, ჯიჰან სულთანოღლუსთან.

ხარაგაულში მოსახლეობა ამბულატორიის შენობის გასხვისებას აპროტესტებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოსახლეობამ ამბულატორიისათვის განკუთვნილი შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის გასხვისება გააპროტესტა.

ზუგდიდის სოფელში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

კობი-გუდაურის გზაზე სატვირთოების მოძრაობა აიკრძალა

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ლიდერ ქალებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში ორგანიზაციის ,,ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის” ლიდერ ქალებთან სამუშაო ლანჩი გამართა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

"მაშფოთებს მომენტი, როცა ანაკლიის პროექტზე სახელმწიფო ერთი მხრივ გვერდში გვიდგას, მისი ერთ-ერთი სტრუქტურა კი ასეთ განცხადებას აკეთებს"

უკავშირდება თუ არა „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული პროცესები და დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტის მომავალს?

ირაკლი კობახიძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო დასრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა. 

საქართველოს ელჩი ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს შეხვდა

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია შეხვდა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს, მარია ტერეზა ბელანდრიას.

მამუკა ხაზარაძე: თიბისის დაარსების დღიდან ჩვენს ღირებულებებს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება წარმოადგენს

თიბისი ჯგუფის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, მედიასთან პირველ პრესკონფერენციას მართავენ.

შსს-მ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში მომხდარი მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნეს.

როგორ გადაარჩინა დავით სერგეენკომ ირანელი ქალი თვითმფრინავში - „თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ...“

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ თვითმფრი­ნავ­ში უცხო­ელ მგზავრს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის სტრუქტურაც კომიტეტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

ქეთევან ციხელაშვილი: ათასობით ადამიანს არ აქვს წვდომა პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდებათ

„პატარა ბავშვები არიან ახალგორში, რომელთაც თვეზე მეტია მშობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ. რომ აღარაფერი ვთქვათ სასწავლო პროცესში ჩართვაზე,“.

გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკსა და თანმხლებ პირებს შეხვდა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო აწესებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გაო დააწესებს.

 

ლარის კურსი

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6404 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6413 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.09 თეთრი შეადგინა.

ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი ჯიხური, დაახლოებით, 40 წუთის წინ გაძარცვეს. 

ქართული სამხედრო პროდუქციით განას რესპუბლიკა დაინტერესდა

თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019 ის ფარგლებში „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა.