ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ტასს-ს განუცხადა.
მისი თქმით, ეს მექანიზმი ჟენევის დისკუსიების ფარგლებში 2009 წელს იქნა შეჯერებული.
„თუმცა, ქართველების პროვოკაციული განზრახვით „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სასანქციო სიის შექმნით, რომლებშიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი ოფიციალური წარმომადგენელია შეყვანილი, ამ მექანიზმის მუშაობა, სამწუხაროდ, შეფერხდა. ყველა მონაწილეს, მათ შორის ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, შეექმნათ საკმაოდ საგანგაშო სურათი, რადგან ქართული მხარის ასეთმა სიჯიუტემ შესაძლოა, ჩაშალოს ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი მექანიზმი. გაჟღერდა მოწოდებები, მათ შორის, ჩვენი მხრიდანაც თანათავმჯდომარეებისადმი, ხელი შეუწყონ კომპრომისული გზების ძიებას მისი მუშაობის აღსადგენად. მათ პირობა დადეს, რომ ასეთ ნაბიჯებს გადადგამენ“, - განაცხადა კარასინმა.