ამის შესახებ ტასს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.
„ადექვატური რეაგირება გვექნება ამ მასშტაბურ სწავლებაზე, რადგან ისინი ჩვენს საზღვრებთან ჩატარდება. ჩვენ, ბუნებრივია, უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომას მივიღებთ საქართველო-ნატოს ერთობლივი სამხედრო სწავლებების დროს“,-განაცხადა კარასინმა.
მისი თქმით, 2008 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გააქტიურება გახდა მიხეილ სააკაშვილის აგრესიის წინაპირობა.
„ნატოელი ქვედანაყოფების ყოფნა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების წახალისებას ახდენს, ჩვენ კი არ გვსურს, რომ იგივე განმეორდეს“,-აღნიშნა კარასინმა.
2019 წლის მარტში საქართველო და ნატო ერთობლივ სამხედრო სწავლებას გამართავენ.