დღეიდან ძალაში შევიდა უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის ახალი წესი

მომსახურების სააგენტომ, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების  საფუძველზე, უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის წესში  ცვლილება განახორციელა.

ცვლილება დღეიდან შევიდა ძალაში.


ახალი რეგულაციის თანახმად, იმისათვის, რომ მოქალაქემ შეძლოს საზღვარგარეთ  აღებული მართვის მოწმობის საქართველოში შეცვლა, აუცილებელია, რომ იგი  მართვის მოწმობის აღებამდე უწყვეტად იყოს ნამყოფი (ნაცხოვრები) მართვის  მოწმობის გამცემ ქვეყანაში სულ მცირე 185 დღე, 1 წლის განმავლობაში.


აღნიშნული რეგულაცია შეესაბამება ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს  (2006/126/EC) დირექტივას და იგი ხელს შეუწყობს ნებისმიერი უცხო  სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლის პროცესში თანაბარი მიდგომის ჩამოყალიბებას. საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ვადიანი  მართვის მოწმობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოში მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარადგინოს:


განცხადება



საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა



უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა


კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული  მართვის მოწმობის დასტური (უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან  თანამდებობის პირის წერილობითი მიმართვა ან ცნობა, რომელიც ადასტურებს  მომსახურების სააგენტოში შესაცვლელად წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის გაცემის ან/და მართვის უფლების შეჩერების ან  შეწყვეტის არარსებობის ფაქტს)



 ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ



მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური უწყების მიერ
საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ცნობა


ელიტ ელექტრონიქსი გაფრთხილებთ!

ელიტ ელექტრონიქსი როგორც სამსუნგის ოფიციალური რითეილ პარტნიორი, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ავრცელებს ინფორმაციას სამსუნგის ბრენდის მიერ შემუშავებული ახალი ჰოლოგრამის თაობაზე.  

პოლიციამ სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა

სამტრედიაში ცხელ კვალზე ქურდობის ფაქტი გახსნეს.

იტალიაში, წყლის ტექნოლოგიების გამოფენას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საერთაშორისო პარტნიორების მიწვევით დაესწრო

იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში გამართულ წყალმომარაგების ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენას - "ACCADUEO H2O" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაესწრო. 

ლაბორატორიის სპეციალისტებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის  სპეციალისტები საერთაშორისო ექსპერტების სწავლებას გადიან.  

წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი (საგარეო საქმეთა მინისტრი), მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.

ფალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოში 2018 წელს მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის/გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით 17 ფაქტი გამოვლინდა.

არჩილ თალაკვაძე: ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის განახლება ეროვნული საქმეა, ერთად გავაგრძელოთ ისტორია

ოზურგეთში პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ასევე, მემორიალური შენობის რეკონსტრუქცია და მშენებლობა იწყება, რომელშიც ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი და სხვა სახელოვანი მამულიშვილები სწავლობდნენ. 

 

PSP-მ საახალწლო ნახატების კონკურსი „ბედნიერი ახალი წელი“ გამოაცხადა

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პსპ-მ საახალწლო ნახატების კონკურსი გამოაცხადა. მომხმარებლების ჩართულობისა და წახალისებისთვის პსპ არა ერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს.  

დავით ზალკალიანი ტოივო კლაარს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

მექსიკაში ძლიერი აფეთქების გამო 2 ათასი ადამიანია ევაკუირებული

მექსიკის ჩრდილოეთ-დასავლეთ მხარეში მდებარე ალკოჰოლის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა.

 

შსს-ში ორმოცმა ახალდანიშნულმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ორმოცმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო.

ტაივანის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა

ტაივანის სანაპიროსთან მაგნიტუდით 6,0 მიწისძვრა მოხდა.

ტრამპის თქმით, რუსეთსა და ჩინეთზე ზეწოლის მიზნით აშშ ბირთვული იარაღის არსენალს გაზრდის

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და ჩინეთზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, ამერიკა ბირთვული იარაღის არსენალს გაზრდის, წერს Reuters.

ამინდის პროგნოზი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

ლია გიგაური ქეთევან ციხელაშვილის მოადგილე გახდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს ლია გიგაური დაიკავებს. იგი სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებებზე იმუშავებს.

სუს-ის უფროსი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშიროსო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაური  სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშიროსო დისკუსიების თანათავმჯდომარეს - ტოივო კლაარს შეხვდა. 

სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხზე მუშაობა ერთი დღითაც არ შეჩერებულა

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა არ შეჩერებულა.

ხარაგაულში რკინიგზის მშენებლობის პროცესში მუშა დაიღუპა

ხარაგაულის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე უბედური შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად, მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გარდაიცვალა.

ივანიშვილთან ინტერვიუს ჩიხლაძე, კვესიტაძე და ტრაპაიძე დაესწრებიან

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს  “იმედიდან” ირაკლი ჩიხლაძე, ტვ “პირველიდან” დიანა ტრაპაიძე და რუსთავი 2-დან ეკა კვესიტაძე დაეწსრებიან.

სალომე ზურაბიშვილი - ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი

ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ეეროვნულ უმცირესობებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სტრატეგიული კომუნიკაციები

საჯარო დიპლომატიის საკითხებში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვივიენ ვოკერმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა თემაზე: დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სტრატეგიული კომუნიკაციები.