სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში იწყება ახალი დიდგორი

საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში ჩვენმა ქვეყანამთავისი ადგილი დაიბრუნოს.

ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმათეთრიწყაროში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„საქართველოსთვის იწყება ახალი დიდგორი. ჩვენ ამ ბრძოლის წინაშე ვდგავართ. ბევრი რამ გაკეთდა წინა წლებში, დღესსაქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში ჩვენმა ქვეყანამთავისი ადგილი დაიბრუნოს. არ უნდა დავიჯეროთ, რომ რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი ჩვენი მოქალაქესაზღვარგარეთაა წასული, ის ვერ მოიპოვებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე. დიდგორი პირველ რიგში, რასაც ნიშნავს, ეს არისჩვენში გაერთიანება, რომ აღარ იყოს ამ ქვეყანაში ისეთი დაპირისპირება, რომელიც დაფუძნებულია სიძულვილზე, რევანშზე.გაუთავებელმა დაპირისპირებამ ქვეყანა შეიძლება, გახლიჩოს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო სხვადასხვა ეროვნების, კულტურის,რელიგიის მიუხედავად, ადამიანების თანაცხოვრება ისე, რომ შიგნით არასდროს მომხდარა დაპირისპირება.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელზეც მაგალითად ისრაელში ამბობენ, რომ თუ რომელიმე ქვეყანა არის მსოფლიოში, რომელსაც არ აქვსბოდიში მოსახდელი ისრაელისა და ებრაელების მიმართ, ეს არის საქართველო, რადგან დანაშაული ამ კუთხით მას არასდროსჩაუდენია. ეს არის ძალიან დიდი იშვიათობა მსოფლიოში, რადგან პრაქტიკულად ყველგან იყო ასეთი გამოვლინებები. ასევე, ესარის საქართველოს ძალიან დიდი ისტორიული განძი, რომლითაც მოვდივართ. ყველა გამოვლინება, ძალადობის, სიძულვილის,დაპირისპირების არის ამ განძის მიმართ დანაშაული, საქართველოს იდენტობის მიმართ დანაშაული. დღეს ვართ, ადგილზე, სადაცსხვადასხვა წარმოშობის ადამიანები ცხოვრობენ ერთად. ჩვენ ამით ტოლერანტობის და ერთმანეთის პატივისცემის გზაზემივდივართ. ჩვენ არ უნდა დავიხიოთ უკან, არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს. პირიქით, ამაზე უნდა ავაშენოთ მომავალისაქართველო. მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს ბრძოლაა არამხოლოდ კონკურენტებს შორის,არამედ ბრძოლაა დიდგორის, გადამწყვეტი ბრძოლაა, სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის. ეს არჩევანი ყველას გასაკეთებელია,თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი ქვეყანა გინდათ თქვენი შვილებისთვისა და შვილიშვილებისთვის. მე ამსტაბილურობის გარანტი ვიქნები, თუ თქვენს ნდობას დავიმსახურებ, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას. დარწმუნებულივარ, ჩვენ ვიქნებით ერთად საქართველოსთვის” , – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავს თემაზე:

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია


ხარაგაულში მოსახლეობა ამბულატორიის შენობის გასხვისებას აპროტესტებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოსახლეობამ ამბულატორიისათვის განკუთვნილი შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის გასხვისება გააპროტესტა.

ზუგდიდის სოფელში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

კობი-გუდაურის გზაზე სატვირთოების მოძრაობა აიკრძალა

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ლიდერ ქალებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში ორგანიზაციის ,,ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის” ლიდერ ქალებთან სამუშაო ლანჩი გამართა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

"მაშფოთებს მომენტი, როცა ანაკლიის პროექტზე სახელმწიფო ერთი მხრივ გვერდში გვიდგას, მისი ერთ-ერთი სტრუქტურა კი ასეთ განცხადებას აკეთებს"

უკავშირდება თუ არა „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული პროცესები და დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტის მომავალს?

ირაკლი კობახიძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო დასრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა. 

საქართველოს ელჩი ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს შეხვდა

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია შეხვდა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს, მარია ტერეზა ბელანდრიას.

მამუკა ხაზარაძე: თიბისის დაარსების დღიდან ჩვენს ღირებულებებს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება წარმოადგენს

თიბისი ჯგუფის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, მედიასთან პირველ პრესკონფერენციას მართავენ.

შსს-მ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში მომხდარი მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნეს.

როგორ გადაარჩინა დავით სერგეენკომ ირანელი ქალი თვითმფრინავში - „თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ...“

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ თვითმფრი­ნავ­ში უცხო­ელ მგზავრს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის სტრუქტურაც კომიტეტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

ქეთევან ციხელაშვილი: ათასობით ადამიანს არ აქვს წვდომა პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდებათ

„პატარა ბავშვები არიან ახალგორში, რომელთაც თვეზე მეტია მშობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ. რომ აღარაფერი ვთქვათ სასწავლო პროცესში ჩართვაზე,“.

გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკსა და თანმხლებ პირებს შეხვდა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო აწესებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გაო დააწესებს.

 

ლარის კურსი

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6404 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6413 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.09 თეთრი შეადგინა.

ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი ჯიხური, დაახლოებით, 40 წუთის წინ გაძარცვეს. 

ქართული სამხედრო პროდუქციით განას რესპუბლიკა დაინტერესდა

თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019 ის ფარგლებში „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა.

კახეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს.