მზია გიორგობიანი - 2019 წლისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 1,965 მლრდ ლარი იქნება

2019 წლისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდ ცხრაას სამოცდახუთი მილიონი ლარი იქნება, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

წლევანდელ წელთან შედარებთ 150 მილიონი ლარით არის გაზრდილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენილი პირველადი პროექტის მიხედვით და ის მილიარდ ცხრაას სამოცდახუთ მილიონ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ ისაუბრა დღეს პარლამენტში მზია გიორგობიანმა.


მისი განცხადებით, ამ თანხის 70% განსაზღვრულია გზების მშენებლობისათვის - ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისათვის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 44%-ია გათვალსიწინებული, ხოლო  26% მოხმარდება სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც მეორადი გზებისა და შიდა გზების მოწყობას ითვალისწინებს.


„დარჩენილი 30%-იდან დაახლოებით 11% ეს არის წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის, რომელიც წლევანდელ დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში დაახლოებით 2%-ით იზრდება, გარდა ამისა რეგიონული განვითარების თვალსაზრისით სხვადასხვა პროექტების  განხორციელება იგეგმება სხვადასხვა რეგიონში, რომელიც გულისხმობს როგორც წყლმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, ასევე ადგილზე კულტურულ-ტურისტული ადგილების მოწყობას თუ სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, - აღნიშნა მზია გიორგობიანმა.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო სხვადასხვა რეგიონის პროგრამული განვითარების მიმართულებით მუშაობს, რაც ადგილზე დამატებითი შემოსავლის მოტანის მიზნით, ეკონომიკურ სარგებელზე გათვლილი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.


ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის გზაზე მოძრაობა აკრძალულია

იდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე ჩამოიშალა კლდის მასა.

პარლამენტმა ქართველი პოლიტიკოსის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

პარლამენტის თბილისის სასახლეში მე-4 და მე-5 მოწვევის (1995-2001 წწ.) პარლამენტის თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე პარლამენტში

10 დეკებერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა.

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა ინტეგრაცია დასავლურ სივრცესთან და ეს არის სწორედ ის კურსი, რომელიც ზურაბ ჟვანიას მოღვაწეობის დროს ჩამოყალიბდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარისა და ქვეყნის ექსპრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, ხვალ "მეგზევის დღე" აღინიშნება

10 დეკემბერს, 17:30 საათზე, მთაწმინდის პარკში „პარკ ვენიუ“-ში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღე" აღინიშნება.

  ირაკლი კობახიძე: არც მთავრობის, არც პარტიის და  არც პარლამენტის მიმართულებით საკადრო ცვლილებები არ განიხილება

„ამ ეტაპზე, ზოგადად, საკადრო ცვლილებებზე საუბარს არ აქვს საფუძველი. არც მთავრობის, არც პარტიის,  არც პარლამენტის მიმართულებით ეს საკითხები არ განიხილება”

კახა კახიშვილი: ინაუგურაციისთვის  ძალაშია სამი ლოკაცია - თბილისი, თელავი და წინანდალი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის კახა კახიშვილის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტიის  ინაუგურაცია სამ ლოკაციაზე გაიმართება.

ქუთაისში 19 წლის კაცი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გარდაიცვალა

ქუთაისში 19 წლის კაცი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ზედოზირების შედეგად დაიღუპა.

თამარ ჩუგოშვილმა უფლებადამცველთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში,  თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა და მისი წევრი ორგანიზაციების ორგანიზებით, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვილი ღონისძიება გაიმართა.

აბაშაში დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია ჩაუტარდა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში დაჭრილ პოლიციელს ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ექიმების ინფორმაციით, გართულებების საფრთხე კვლავ რჩება.

მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, რის გამოც დღეს 9 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება.

სამადაშვილი: აქციის მოთხოვნები არ უნდა აფრთხობდეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს

"აქციის მოთხოვნები უნდა იყოს  გამაერთიანებელი, შედეგზე ორიენტირებული,  არ უნდა აფრთხობდეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს"

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მთავრობის და სამინისტროების საპარლამენტო მდივნებთან ერთად, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა.

გიორგი მარგველაშვილი: ჩემ მიმართ შანტაჟის არანაირი მცდელობა არ ყოფილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკითხის კომენტირებისას აცხადებს, რომ მის მიმართ არანაირი შანტაჟის მცდელობა არ ყოფილა.

აბაშაში სამართალდამცველი დაჭრეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს დაჭრეს.

გიორგი მარგველაშვილ: სამწუხაროა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ ისევ პასუხგაუცემელია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჟვანიას დაბადების 55 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

ილია მეორე: ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ინაუგურაციას - პირველადაა, როცა ქალი არის არჩეული პრეზიდენტად

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 16 დეკემბერს დაგეგმილ ინაუგურაციის ცერემონიას გამოეხმაურა.

პატრიარქი: მინდა, ვთხოვო მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი გაიხსენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ მანდატურების ახალი ნაკადის მომზადება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მომავალი მანდატურები სპეციალურ საგანმანათლებლო მოსამზადებელ პროგრამას გაივლიან. 

საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა.