„არავის უნდა, რომ რუსეთი გავიდეს ევროსაბჭოდან, რადგან თუ ეს ასე მოხდება, მასზე აღარ გავრცელდება სტრასბურგისსასამართლოს მოთხოვნები. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი დარჩეს ევროსაბჭოში იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს, როგორცმექანიზმის გამოყენება შეგვეძლოს რუსეთის წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ საკმაოდ დიდია ინტერესია, რომ რუსეთი იყოს საბჭოსწევრი და მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები რუსეთზე ვრცელდებოდეს, მაგრამ რუსეთმა უნდაშეასრულოს თავისი ვალდებულებები და მათ შორის, უნდა გადაიხადოს საწევროც. ჯერჯერობით ის არღვევს ამ პირობებს და თუასე გააგრძელა, შესაძლოა, რაღაც მომენტში, დადგეს მისი გარიცხვის საკითხი, თუმცა ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ რუსეთმადაიწყოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“,-აღნიშნა სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის განცხადებით, რთული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს დასწორედ ამ რთული ვითარებიდან გამოსვლას ცდილობდა საპარლამენტო ასამბლეა, როდესაც დაიწყო მუშაობა საპროცედურო ცვლილებებზე.
„მე ვფიქრობ, რომ პროცესი წავიდა არასწორი მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ევროსაბჭომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება,როდესაც არ გაიტანა ის რეზოლუცია, რომელიც იყო შემოთავაზებული“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.