გიორგი ცუცქირიძე:  წამყვანი ქართული ბანკები ვერ აცნობიერებენ პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს რეალურად, ახალი რეგულაციები დრომ მოიტანა

„წამყვანი ქართული ბანკები პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს რეალურად ვერ აცნობიერებენ.ის ლიბერალური რეჟიმი, რაც მათ გასულ წლებში ჰქონდათ, უბრალოდ დამთავრდა“

 


ასე გამოეხმაურა  ბანკების მხრიდან  ახალი  რეგულაციების გადავადების მოთხოვნას ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე.


ცუცქირიძეს მსოფლიო ბანკის სტატისტიკა მოჰყავს,რომლის მიხედვითაც საქართველოში ჯერ კიდევ 2015 წელს 1000 ზრდასრულ მოსახლეზე უკვე 680 მსესხებელი მოდიოდა, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე მაჩვენებელია თურქეთის შემდეგ, თუმცა იგივე თურქეთში შინამეურნეობების ვალის შეფარდება მშპ-სთან არის მხოლოდ 18%, მაშინ როდესაც საქართველოში ანალოგიური მაჩვენებელი 34%-ია.


ექსპერტის აზრით ჭარბვალიანობის გაზრდილ რისკზე მიუთითებს საქართველოში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვის ზრდაც. „წლის დასაწყისიდან მხოლოდ ბოლო 4 თვის განმავლობაში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობამ 15,6 ათასით მოიმატა. თუ 2018 წლის 21 თებერვლისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში 239 831 ჩანაწერი იყო, 2018 წლის პირველ 7 თვეში ეს რიცხვი 255 494-ს შეადგენდა. შედეგად გამოდის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის თითქმის 7% გადახდისუუნაროა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.“- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.


 ექსპერტს კიდევ ერთი მაჩვენებელი მოჰყავს,რომლის მიხედვით დგინდება,რომ ჩვენი მოსახლეობა საკრედიტო რესურსების მოხმარებით ევროპის წამყვანი ქვეყნების დონეზეა, მაშინ როდესაც რეალური შემოსავლები, საშუალოდ, 5-ჯერ ნაკლებია. 


„თუ 2015-2017 წლის პერიოდს მივიღებთ მხედველობაში, ეკონომიკის ზრდამ საშუალოდ 3.56% შეადგინა, ხოლო ბანკების საკრედიტო პორტფელი ამავე პერიოდში, საშუალოდ, 19.8%-ით არის გაზრდილი, ხოლო რეალური ზრდა ინფლაციის გამოკლებით 15.3%-ს შეადგენს. ანუ დაკრედიტების ტემპები ეკონომიკის რეალურ ზრდას - 5.6-ჯერ, ხოლო ინფლაციის გამოკლებითაც კი 4.3–ჯერ აღემატებოდა. „ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ 


ცუცქირიძე მიიჩნევს,რომ რეგულაციების გადავადების მოთხოვნა ულტიმატუმის ელფერსაც ატარებს : „რეგულაციების გადავადების მოთხოვნა და ეკონომიკაზე მისი შესაძლო ნეგატიური ეფექტით აპელირება, მით უმეტეს ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდში, თავისებური ულტიმატუმის ელფერსაც ატარებს და შესაბამისად, ბანკების მხრიდან წამგებიანი სვლა უფროა სამწუხაროდ, წამყვანი ქართული ბანკები ვერ აცნობიერებენ პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს რეალურად. ახალი რეგულაციები დრომ მოიტანა. ბანკებიც უნდა მიხვდნენ და გადაერთონ ახალ რეალობაზე. ის ლიბერალური რეჟიმი, რაც მათ გასულ წლებში ჰქონდათ, უბრალოდ, დამთავრდა, მსოფლიო პოლიტიკაში 2008-2010 წლების გლობალური კრიზისის შემდეგ, ჩვენთან დღეს, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც გარე სამყაროსთან ჩვენი ინტეგრაციის დონიდან და ფინანსური სექტორის წონიდან გამომდინარე",- განაცხადა ექსპერტმა.


 


ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის გზაზე მოძრაობა აკრძალულია

იდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე ჩამოიშალა კლდის მასა.

პარლამენტმა ქართველი პოლიტიკოსის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

პარლამენტის თბილისის სასახლეში მე-4 და მე-5 მოწვევის (1995-2001 წწ.) პარლამენტის თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე პარლამენტში

10 დეკებერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა.

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა ინტეგრაცია დასავლურ სივრცესთან და ეს არის სწორედ ის კურსი, რომელიც ზურაბ ჟვანიას მოღვაწეობის დროს ჩამოყალიბდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარისა და ქვეყნის ექსპრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, ხვალ "მეგზევის დღე" აღინიშნება

10 დეკემბერს, 17:30 საათზე, მთაწმინდის პარკში „პარკ ვენიუ“-ში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღე" აღინიშნება.

  ირაკლი კობახიძე: არც მთავრობის, არც პარტიის და  არც პარლამენტის მიმართულებით საკადრო ცვლილებები არ განიხილება

„ამ ეტაპზე, ზოგადად, საკადრო ცვლილებებზე საუბარს არ აქვს საფუძველი. არც მთავრობის, არც პარტიის,  არც პარლამენტის მიმართულებით ეს საკითხები არ განიხილება”

კახა კახიშვილი: ინაუგურაციისთვის  ძალაშია სამი ლოკაცია - თბილისი, თელავი და წინანდალი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის კახა კახიშვილის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტიის  ინაუგურაცია სამ ლოკაციაზე გაიმართება.

ქუთაისში 19 წლის კაცი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გარდაიცვალა

ქუთაისში 19 წლის კაცი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ზედოზირების შედეგად დაიღუპა.

თამარ ჩუგოშვილმა უფლებადამცველთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში,  თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა და მისი წევრი ორგანიზაციების ორგანიზებით, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვილი ღონისძიება გაიმართა.

აბაშაში დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია ჩაუტარდა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში დაჭრილ პოლიციელს ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ექიმების ინფორმაციით, გართულებების საფრთხე კვლავ რჩება.

მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, რის გამოც დღეს 9 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება.

სამადაშვილი: აქციის მოთხოვნები არ უნდა აფრთხობდეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს

"აქციის მოთხოვნები უნდა იყოს  გამაერთიანებელი, შედეგზე ორიენტირებული,  არ უნდა აფრთხობდეს ჩვენს დასავლელ მეგობრებს"

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მთავრობის და სამინისტროების საპარლამენტო მდივნებთან ერთად, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა.

გიორგი მარგველაშვილი: ჩემ მიმართ შანტაჟის არანაირი მცდელობა არ ყოფილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკითხის კომენტირებისას აცხადებს, რომ მის მიმართ არანაირი შანტაჟის მცდელობა არ ყოფილა.

აბაშაში სამართალდამცველი დაჭრეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს დაჭრეს.

გიორგი მარგველაშვილ: სამწუხაროა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ ისევ პასუხგაუცემელია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჟვანიას დაბადების 55 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

ილია მეორე: ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ინაუგურაციას - პირველადაა, როცა ქალი არის არჩეული პრეზიდენტად

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 16 დეკემბერს დაგეგმილ ინაუგურაციის ცერემონიას გამოეხმაურა.

პატრიარქი: მინდა, ვთხოვო მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი გაიხსენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ მანდატურების ახალი ნაკადის მომზადება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მომავალი მანდატურები სპეციალურ საგანმანათლებლო მოსამზადებელ პროგრამას გაივლიან. 

საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა.