დღეს გასაუბრებას 18 მსურველი გაივლის, კონკურსში მონაწილე 18 კანდიდატთან გასაუბრების პროცესი ხვალაც გაგრძელდება. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში სულ 121 კანდიდატი მონაწილეობს.
„დღეს 18 კანდიდატს გავესაუბრებით, დაახლოებით 7- 8 დღის განმავლობაში წარიმართება ეს პროცესი, რის შემდეგაც ღია კენჭისყრით გადაწყდება რამდენი კანდიდატი ჩაირიცხება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. სკოლას ამ ეტაპზე არაუმეტეს 20 მსმენლის მიღების შესაძლებლობა აქვს“, - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია 20 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მსურველებმა განაცხადი ელექტორნული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის საშუალებით შეავსეს.