პირველი რეისის მგზავრებს აეროპორტის თანამშრომლებმა საჩუქრად ღვინოები გადასცეს. დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას სრულდება.
ავსტრია რიგით მე-15 ქვეყანა და 21-ე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" აცხადებენ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობენ.