დავით უსუფაშვილი ზუგდიდში: თუ შევინარჩუნეთ ეს ტემპი, მეორე ტურში შევძლებ ბრძოლას

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ზუგდიდში პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შეხვდა.

მან მომხრეებს პროგრამა გააცნო და პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებებიც წარუდგინა. უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევანი არა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ , არამედ, მისი თქმით, სხვა ღირსეულ პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა გაკეთდეს. 



„ჩემი მთავარი გზავნილია, რომ უნდა დასრულდეს სახელმწიფობანას თამაში. „ოცნება“ გასაშვებია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ მოსაშვები... ამ მუდმივი ქიშპობით ქვეყანა იშლება და ზარალდება.


საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია სიტყვითაც და საქმითაც. ამ უკუღმართმა სისტემამ გააჩინა განცდა, რომ მეტი არ შეგვიძლია, არადა, ერთად ყოფლით უკეთესი ქვეყნის აშენებაც შეგვიძლია და მეტიც... ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს შეჭმარიტად გამაერთიანებელი და ქვეყნის დამწყნარებელი, მან უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. 



უსუფაშვილი ასევე ამბობს, რომ არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდება. რაც შეეხება საკუთარ შანსებს, პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მას მხარდამჭერთა ზრდის ყველაზე მაღალი მაცვნებელი აქვს და ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში მეორე ტურში გადავა. 



ჟურნალიტების კითხვის პასუხად დავით უსუფაშვილმა ასევე განმარტა, რომ მისი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არა ქვეყნის მოღალატე, არამედ პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფერებელია. უსუფაშვილი თვლის, რომ ვაშაძის ან ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ქვეყანას დააზარალებს. 



„მას არ ესმის სწორად ქვეყნის ინტერესების დაცვა ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებაში, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ოკუპანტაა აგენტია, მე ამის არ მჯერა... მაგრამ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის არასწორი პოლიტიკის მეშვეობით ქვეყანა დაზარალდება... ისევე, როგორც ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში... ვაშაძე სააკაშვილის ჩამოყვანას აპირებს, ზურაბიშილი კი ივანიშვილის ხელისფლების გახანგრძლივებას. არცერთი არაა ქართველი ხალხის ინტერესებში...“, - თქვა დავით უსუფაშვილმა.


მხარდამჭრებს „შენების მოძროაბის“ სხვა წევრებმაც მიმართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა სხვა კანდიდატს შორის დავით უსუფაშვილია ერთადერთი, რომელსაც სახელმწიფოს სწორი გზით განვითარება შეუძლია. 
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.


„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის თქმით, ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელია, თუმცა, უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფერებელია. 
ამის შესახებ კანდიდატმა ზუგდიდში ამომრჩევლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. უსუფაშვილი თვლის, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ ზურაბიშვილს არასწროად ესმის ქართული საქმის კეთება რუსეთთან მიმართებაში.


„მე არ ვიზიარებ, რომ ზურაბიშვილი არის მოღალატე, მაგრამ ის არის შეუფერებელი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე არა იმიტომ, რომ ის შეგნებულად აკეთებს რუსეთის საქმეს საქართელოში, არამედ ის ვერ ასხვავებს საგარეო ურთიერთობაში სახელმწიფო ინტერესებს და შიდა პოლიტიკურ წინაარმდეგობას... ის ზუგდიდში ზუგდიდელ და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ მხარდამჭრებსა და ამომრჩევლებს შეხვდა.


რიყეზე დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა

რიყეზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა. 

ძიძიგური: ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას ქმედებები იყო სრულიად ლეგიტიმური, იძულებული გახდა პოლიცია, რომ ძალა გამოეყენებინა"

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა სატელევიზიო ეთერში 20-21 ივნისს, თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ბახტაძე: გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და გარკვეულ შემთხვევებში ძალის შესაძლო გადამეტებას

"გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და მეორეს მხრივ იმას, ხომ არ მოხდა გარკვეულ შემთხვევაში ძალის გადამეტება". ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კახა კალაძე შს მინისტრის გადაწყვეტილებას, პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლის შესახებ, ღირსეულს უწოდებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ღირსეულ ნაბიჯად შეაფასა.

ნათია თურნავა: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო

ეკონომიკის  მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სექტორთან აქტიური შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის აჭარაში, სადაც სეზონი უკვე დაწყებულია და ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესს განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროება.

"ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, სხვა ტურისტულ ბაზრებთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე გასაგებია ბიზნესსექტორის წუხილი. 

მამუკა ბახტაძე: ვინც მიდის კონსტიტუციის დარღვევის გზით, მისი ადგილი პოლიტიკური დიალოგის მაგიდასთან არ არის

"უპასუხისმგებლო და მოძალადე ჯგუფისთვის არანაირი ალტერნატივა არ არსებობს, მათთვის მიუღებელია არჩევნები, დემოკრატიული პროცესები",-ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას "იმედს" განუცხადა. 

ბახტაძე: ვწუხვარ იმის გამო, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ განსაკუთრებულ პატივისცემას ქართული მედიის მიმართ

20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან.

მამუკა ბახტაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო

" პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო. - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეურთდა. 

ზუგდიდის მერია სტიქიით დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას გაუწევს.

არჩილ თალაკვაძე: არავის არ მივცემთ შესაძლებლობას სხვა არაკონსტიტუციური გზებით რაიმე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ცივი იარაღით დაჭრეს

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ცივი იარაღით დაჭრეს.

ზუგდიდში გიორგი გახარიას გადადგომისა და სხვა მოთხოვნებით მესამე აქცია გაიმართა

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

“ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელები განცხადებას ავრცელებენ

შპს “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაღაროელები გაფიცვის განახლებას გეგმავენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისში მიმდინარე აქციებს თელაველი ახალგაზრდები უერთდებიან

მათ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყეს, რის შემდეგაც პროტესტი უკვე თელავის თეატრთან გაგრძელდა.

რომან გოცირიძისა და აკაკი ზოიძის დაპირისპირება: შენ აქ იჯექი და ელოდებოდი როგორ შემოვარდებოდნენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

მეხუთე დღეა რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი პროტესტი გრძელდება. 

ავლაბარში, ლომოურის ქუჩაზე დაზიანებულია სახლები და მანქანები (ფოტოები)

ავლაბარში, ლომოურის ქუჩაზე დაზიანებულია სახლები და მანქანები.

კარლ ჰარცელი: მივესალმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს

კარლ ჰარცელის კომენტარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.
 

ისანში კორპუსის მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა

ისანში კორპუსის მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა.