ლევან დავითაშვილი USAID-ის დირექტორს, პეტერ ვიბლერსა და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორს, პეტერ ვიბლერსა და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორს მადლობა გადაუხადა აგრარული დარგის განვითარებაში მხარდაჭერისთვის.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში, აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულების პროექტებზე. ლევან დავითაშვილმა ყურადღება ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ პროექტების სწრაფი და ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობაზე გაამახვილა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო კოოპერაციული მეურნეობების განვითარებისა და სატყეო სექტორში გატარებული რეფორმის საკითხებს, ასევე, ნარჩენებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.


შეხვედრაზე პეტერ ვიბლერმა სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებს წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ USAID მომავალში კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით.


შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.


ელიტ ელექტრონიქსი გაფრთხილებთ!

ელიტ ელექტრონიქსი როგორც სამსუნგის ოფიციალური რითეილ პარტნიორი, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ავრცელებს ინფორმაციას სამსუნგის ბრენდის მიერ შემუშავებული ახალი ჰოლოგრამის თაობაზე.  

პოლიციამ სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა

სამტრედიაში ცხელ კვალზე ქურდობის ფაქტი გახსნეს.

იტალიაში, წყლის ტექნოლოგიების გამოფენას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საერთაშორისო პარტნიორების მიწვევით დაესწრო

იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში გამართულ წყალმომარაგების ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენას - "ACCADUEO H2O" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაესწრო. 

ლაბორატორიის სპეციალისტებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის  სპეციალისტები საერთაშორისო ექსპერტების სწავლებას გადიან.  

წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი (საგარეო საქმეთა მინისტრი), მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.

ფალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოში 2018 წელს მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის/გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით 17 ფაქტი გამოვლინდა.

არჩილ თალაკვაძე: ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის განახლება ეროვნული საქმეა, ერთად გავაგრძელოთ ისტორია

ოზურგეთში პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ასევე, მემორიალური შენობის რეკონსტრუქცია და მშენებლობა იწყება, რომელშიც ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი და სხვა სახელოვანი მამულიშვილები სწავლობდნენ. 

 

PSP-მ საახალწლო ნახატების კონკურსი „ბედნიერი ახალი წელი“ გამოაცხადა

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პსპ-მ საახალწლო ნახატების კონკურსი გამოაცხადა. მომხმარებლების ჩართულობისა და წახალისებისთვის პსპ არა ერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს.  

დავით ზალკალიანი ტოივო კლაარს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

მექსიკაში ძლიერი აფეთქების გამო 2 ათასი ადამიანია ევაკუირებული

მექსიკის ჩრდილოეთ-დასავლეთ მხარეში მდებარე ალკოჰოლის ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა.

 

შსს-ში ორმოცმა ახალდანიშნულმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ორმოცმა მართლწესრიგის ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო.

ტაივანის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა

ტაივანის სანაპიროსთან მაგნიტუდით 6,0 მიწისძვრა მოხდა.

ტრამპის თქმით, რუსეთსა და ჩინეთზე ზეწოლის მიზნით აშშ ბირთვული იარაღის არსენალს გაზრდის

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და ჩინეთზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, ამერიკა ბირთვული იარაღის არსენალს გაზრდის, წერს Reuters.

ამინდის პროგნოზი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

ლია გიგაური ქეთევან ციხელაშვილის მოადგილე გახდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს ლია გიგაური დაიკავებს. იგი სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებებზე იმუშავებს.

სუს-ის უფროსი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშიროსო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაური  სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშიროსო დისკუსიების თანათავმჯდომარეს - ტოივო კლაარს შეხვდა. 

სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხზე მუშაობა ერთი დღითაც არ შეჩერებულა

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა არ შეჩერებულა.

ხარაგაულში რკინიგზის მშენებლობის პროცესში მუშა დაიღუპა

ხარაგაულის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე უბედური შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად, მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გარდაიცვალა.

ივანიშვილთან ინტერვიუს ჩიხლაძე, კვესიტაძე და ტრაპაიძე დაესწრებიან

ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს  “იმედიდან” ირაკლი ჩიხლაძე, ტვ “პირველიდან” დიანა ტრაპაიძე და რუსთავი 2-დან ეკა კვესიტაძე დაეწსრებიან.

სალომე ზურაბიშვილი - ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი

ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ეეროვნულ უმცირესობებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სტრატეგიული კომუნიკაციები

საჯარო დიპლომატიის საკითხებში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვივიენ ვოკერმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა თემაზე: დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სტრატეგიული კომუნიკაციები.