„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ 5 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის ჯილდო მიიღო

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო  „ვენდისგან“ 5 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის ჯილდო მიიღო.

საერთაშორისო აღიარება  „ვენდის“ ქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების  ტემპების, მზარდი გაყიდვების,  სტუმრების ნაკადის დინამიური ზრდის და მომხმარებლის  ცნობიერებაში გემოვნური თვისებებით გამორჩეული საკვების  ხარისხსა და უსაფრთხოებაზე  ორიენტირებული ბრენდის იმიჯის  დამკვიდრებისთვის ერგო.


დაჯილდოების ცერემონიალი თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის“ რესტორანში გაიმართა.


დაჯილდოებას  „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი რაჯეევ საბარვალ რაჯივი, „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი ჯონ პეინი, „ვენდის“ საერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორ  ჰავარი და „ვენდის“ საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერი სოფო ჩოგოვაძე დაესწრო.


„ვფიქრობ, ძალიან წარმატებული 5 წელი იყო. დაუჯერებელია, რომ ჯერ კიდევ 5 წლის წინ საქართველოში, „ვენდის“ პირველი კვების ობიექტი გავხსენით რუსთაველის  გამზირზე მდებარე ფოსტის ყოფილ შენობაში. ხალხის დადებითი გამოხმაურება  წარმატებული გაგრძელების წინაპირობა აღმოჩნდა.  ფილიალები სავსეა ადამიანებით, რომელთაც სურთ, დააგემოვნონ „ვენდის“ საკვები. ალბათ, 5 წლის წინ ბევრმა ქართველმა არც კი იცოდა ჩვენი პროდუქციის შესახებ.


დღესდღეობით „ვენდის“ რესტორანი   თბილისის რამდენიმე სხვადასხვა უბანშია განთავსებული, ასევე გორში, ბათუმსა და ქუთაისში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართველი მომხმარებლები კვების ხარისხს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. საქართველოში შესანიშნავი საჭმელებია. ამის გათვალისწინებით, ჩვენ პროდუქციას  ადგილობრივი ხორცისგან ვამზადებთ, პურიც ადგილობრივია, ქათამი,  ნაყინიც...ამ ყველაფრის ხარისხს კი ქართველი მომხმარებელი შესანიშნავად აფასებს. 5 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან გავიზარდეთ. წლების მატებასთან ერთად ჩვენს ქსელს უფრო და უფრო მეტი ქართველი სტუმრობს.“ვენდის“ რესტორანი  უგემრიელეს საკვებთან და კომფორტულ გარემოსთან ერთად, მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასებსაც სთავაზობს, ამიტომ ჩვენი ქსელი ხალხში განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს“,-განაცხადა „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა  ჯონ პეინმა.


„ვენდის“ გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის თქმით, ძალიან სიმბოლურია, რომ საერთაშორისო „ვენდიმ“ ჯილდო თბილისში მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის“ რესტორანში გადასცათ.


„ საქართველოში  ქსელის განვითარების  პირველივე დღიდან  დასახული  ამბიციური გეგმებით ჩვენ  შევძელით, რომ გაგვეზიარებინა  საერთაშოირსო „ვენდისთან“ ყველაზე  მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - საკვების  უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური  პასუხისმგებლობის ღირებულებები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, შევასრულოთ დანაპირები - „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. საქართველოში „ვენდის“ არსებობის ისტორიაში დღეს არის ყველაზე გამორჩეული დღე, რადგან 5 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის  ჯილდო პროდუქტისა და მომსახურების გამორჩეულად მაღალი ხარისხის შექმნისთვის  ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღაირებაა. მადლობა ყველას, ვინც ეს დიდი აღიარება და წოდება მოგვანიჭა“,-განაცხადა გიორგი მშვილდაძემ.


დღესვე, „ვენდის“ ხელმძღვანელობამ წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა.



„ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტ  რაჯეევ საბარვალის განცხადებით, „ვენდის“ რესტორნების მთავარი ღირებულება  უმაღლესი ხარისხია. იგი საქართველოსთან თანამშრომლობით მოხარულია:


„შესანიშნავი დღეა, რადგან "ვენდისში" მომუშავე გუნდის საუკეთესო თანამშრომლები დავაჯილდოვეთ. ჩვენი მთავარი ღირებულება არის ხარისხი, რადგან ყველაფერი, რაც ჩვენთთან მზადდება, არის ადგილობრივი, ნატურალური პროდუქტისგან გაკეთებული. მოხარულები ვართ ამ დიდი თანამშრომლობით საქართველოსთან, შესაბამისად ჩვენ ვაგრძელებთ „ვენდის“ ქსელის ზრდას ქვეყნის მასშტაბით“,-აღნიშნა „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა.



დავით ზალკალიანი: საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები, ეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობებია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია დღეს ბათუმსა და ოზურგეთში განიხილეს

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა რეგიონებში აჭარიდან დაიწყო.

ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

ბატიაშვილი: ჩვენი შვილები არ უნდა იღებდნენ განათლებას იმ პირობებში, რომელიც სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე არსებობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საზოგადებისა რეფორმების  გაცნობას იწყებს.

ზვიად ძიძიგური უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე: ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას

უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, არსებობს საშიშროება და დიდი ალბათობა რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში რუსეთი აღიარებს სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა Euromoney - ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 15-16 იანვარს, ვენაში გამართულ "Euromoney" - ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

დაინტერესებულ მხარეებს სპეციფიკური ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის პროექტები გააცნეს

სპეციფიკური ნარჩენების მართვაში ჩართული კერძო კომპანიების, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, დონორების და სამოქალაქო სექტორის 150-ზე მეტ წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დავით ზალკალიანი:  გვახარებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას ამყარებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კომენტარი გააკეთა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველო სამოქალაქო ავიაციაში ლიბერალურ პოლიტიკურ კურსს ატარებს

საქართველოს საავიაციო სექტორში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა პლენარულ სხდომაზე წარდგენილ მოხსენებაში.

ამერიკული კომპანია Trammo ანაკლიის პორტთან თანამშრომლობით დაინტერესდა

უმსხვილესი ამერიკული კორპორაციის Trammo ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ბალტიის ქვეყნებს ესტუმრა

პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში, სადაც შეხვედრები გამართა ბალტიის ქვეყნების პარლამენტების გენერალურ მდივნებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

გიორგი ქობულია: საერთო ძალისხმევით ტურიზმის სექტორთან უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ

ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს გიორგი ქობულიასა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე.

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მიმართვიანობამ იკლო

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული პაციენტების რაოდენობამაც და მიმართვიანობამაც იკლო.

ტოჩინოშინს „საპარტნიორო ფონდმა“ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი გადასცა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაიამ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე ტოჩინოშინ ლევან გორგაძეს სპეციალური პრიზი გადასცა.

ლარის ახალი კურსი

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.6634 ლარი შეადგინა.

გაგრაში მანქანა აფეთქდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის სოფელ ლიძავაში, ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 53 წლის მამაკაცი დაშავდა.

ბატიაშვილი: „წარმოუდგენელია მოსწავლეების განვითარება ინოვაციების და ტექნოლოგიების გარეშე“

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ახალი მოდელის შესახებ ისაუბრა, რომლის თაობაზეც სამინისტრო ყოველკვირეულად, მუდმივ რეჟიმში საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან

სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ექსპერტ გურამ ნიკოლაშვილის აზრით, საეკლესიო ურთიერთობებს თავისი სპეციფიკა აქვთ

ექსპერტი გურამ ნიკოლაშვილი უკრაინის მიერ ავტოკეფალიის მიღების საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს.

ბატიაშვილი: თუ სკოლებში არ იქნება ბავშვების უსაფრთხოება, განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი წარმოუდგენელია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე  რეფორმებს  გააცნობს.