ნათია თურნავა: უახლოეს 3 წელიწადში საქართველოში გაზიფიცირების პროცესის დასრულებისთვის კიდევ 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში - შუა ნოსირში, ნოსირში, ახალსოფელში, საგვარამიოსა და თეკლათში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა.

 

აშენდა 79 044 გრძივი მეტრი ინფრასტრუქტურა და 1345 აბონენტს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.  


ამასთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულთან და სენაკის რაიონის მაჟორიტარ  დეპუტატთან ერთად დაათვალიერა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოები. ნათია თურნავა სოფელ თეკლათში მოსახლეობასაც შეხვდა და მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში.


დღეიდან თეკლათის ყველა მოსახლეს მიეწოდება ბუნებრივი აირი, როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა მაია ჯინჯოლიამ აღნიშნა, ეს სოფლისთვის ძალიან დიდი სიხარულია: „წლებია, თეკლათის მოსახლეობას გაზი არ ჰქონია. ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია, ამისთვის დიდი მადლობა ხელისუფლებას და მაჟორიტარ დეპუტატს. იმედია, ყველა პრობლემა ასე დროულად მოგვარდება“.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს გაზიფიცირება. ამაში კერძო კომპანიებთან და „სოკართან“ ერთად ჩართულია სახელმწიფო - მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო 3 წელიწადში 160 მლნ ლარამდე გამოიყო იმისთვის, რომ საქართველოში მასობრივი გაზიფიცირება მომხდარიყო. „დღეის მაჩვენებლებით ქვეყანაში მომხმარებლების 86%-ს გაზი მიეწოდება, ეს არის 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, 400 000-მდე აბონენტი. სამომავლოდ ჩვენს გეგმებს რაც შეეხება - უახლოეს 3 წელიწადში 200 მლნ ლარი კიდევ დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში გაზიფიცირების პროცესი დასრულდეს და ჩვენი მოსახლეობის პრაქტიკულად, უდიდეს ნაწილს მიეწოდებოდეს ბუნებრივი აირი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, რეგიონის გაზიფიცირების საკითხი ეტაპობრივად გვარდება: „ზოგადად, ჩვენი მოსახლეობისთვის მწვავედ დგას გაზიფიცირების პრობლემა - გამოტოვებულია სოფლები და დასახლებული პუნქტები. ჩვენ ამ საკითხებს ეტაპობრივად ვწყვეტთ - 2 წელიწადში სამეგრელოს რეგიონის ყველა დასახლებული პუნქტი გაზიფიცირებული იქნება“, - აღნიშნა მან.  


სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ბერაიას განცხადებით,  სენაკის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები - როგორც გაზიფიცირების ქსელის სამშენებლო, ისე უკვე დასრულებული და გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების სამუშაოები. ირაკლი ბერაიას თქმით: „ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად სენაკის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა - 3500-ზე მეტი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება. კონკრეტულად სოფელ თეკლათში 256 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. მნიშვნელოვანია, რომნ ეს სამუშაოები 2019 წელსაც გაგრძელდეს, ჩვენ შეთანხმებული ვართ კონკრეტულ გეგმაზე როგორც სოფლებში, ასევე ქალაქის იმ უბნებში, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება“.


თეკლათში გამართული შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ გაზსადენის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა სოფელ მეორე ნოსირში, რომლის დასრულების შემდეგაც 256 კომლი მიიღებს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობას. გეგმის მიხედვით, ბუნებრივი აირი ასევე უნდა მიიღოს სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთმა სოფელმა, ესენია: გეჯეთი, ნოქალაქევი, ძველი სენაკი, ზედა სორტა და ქვედა სორტა. ეს ჯამში 1580 პოტენციური აბონენტია. აქედან ძველი სენაკის, ზედა სორტასა და ქვედა სორტას მოსახლეობა უკვე წლის ბოლოსთვის შეძლებს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვას.


 


 


ლევან კობერიძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები მეორე ტურში პრინციპულ არჩევანს გააკეთებენ

მმართველი გუნდის წევრი ლევან კობერიძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

ზუგდიდის შემდეგ პლაკატები “ნუ დააბრუნებ მწამებლებს” ხობშიც გამოჩნდა

ზუგდიდის შემდეგ პლაკატები "ნუ დააბრუნებ მწამებლებს", "ვა ღოლა/ არ ქნა" ხობშიც განოჩნდა. პლაკატზე ყოფილი ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკების ფოტოებია, რომლებსაც გამოძიება არაერთ სისხლის სამართლის საქმეს ედავება.

ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა 2019 წლიდან ხელმისაწვდომი გახდება

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველომ“ პრესკონფერენცია გამართა.

საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“ გამართა.

ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ფოტოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

 

მამუკა ბახტაძე: მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რომ თავდაცვის სისტემაში სწორედ ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნას დაესწრო.

ჩემი გულწრფელი ბოდიში თუ რამენაირად შეანელებს ამ სამართლიან რისხვას - იური მეჩითოვი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ფოტოგრაფი იური მეჩითოვი სოციალური ქსელით ვიდეო მიმართვას ავრცელებს და 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. 

აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით თბილისის მერია უზრუნველყოფს

ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, საცხოვრებელ კორპუსში გაწმენდითი სამუშაოები  გრძელდება.

გიორგი ხანიშვილი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების - თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

გიორგი ხანიშვილი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების - თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.   

საფეხმავლო ბილიკების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგიჩოგოვაძემ მარკირებული საფეხმავლო ბილიკების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართა. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ფონდი "კონსტანტა" განცხადებას ავრცელებს

დღეს ჩვენი მოსახლეობა კიდევ ერთხელ დგას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინაშე.

საფრანგეთი აშშ-ს ვასალი არ არის - მაკრონი ტრამპს პასუხობს

საფრანგეთი და ამერიკა ისტორიულად მოკავშირეები არიან, მაგრამ მოკავშირედ ყოფნა არ ნიშნავს იყო ვასალი.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ცაგერში 21-ე სალოტბარო სკოლას ოფიციალურად ხსნის

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სალოტბარო სკოლების გახსნის პროცესს განაგრძობს. დღეს, 15:00 საათზე ცაგერის კულტურის ცენტრში, სალოტბარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნება.  

თეიმურაზ კუპატაძე: ზემო ფონიჭალაში დაშავებულთა ძებნის ღონისძიებები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემო ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებულ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში ზემო ფონიჭალაშმომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 ადამიანი გადის მკურნალობას.

გიორგი გირკელიძე: საყოველთაო დაზღვევა რომ არა, ჩემს ოჯახს გაუჭირდებოდა ორი წლის განმავლობაში ჩემი მკურნალობის თანხების დაფარვა

ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე სოციალურ ქსელში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საკითხს გამოეხმაურა.

ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

გივი მიქანაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატებისა და აუდიტის ოფისების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა

პარლამენტის აპარატის უფროსმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მიიღო მონაწილეობა.

მცხეთაში ჰაერის ხარისხის კვლევა განხორციელდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჰაერის ხარისხის კვლევა მცხეთაში მობილური ავტომატური  სადგურის საშუალებით განახორციელეს.

მაშველები ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას  ბინაში მყოფ დედა-შვილს  ეძებენ

თბილისში, ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე  სართულზე ნგრევა გამოიწვია.