ვალერიან გორგილაძე: არსებობს რაღაც, რისი პატიებაც უბრალოდ, დაუშვებელია

შეიძლება თუ არა იმის პატიება, რაც 11 წლის წინ  მოხდა? იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს დღესდღეობით და კერძოდ, მეორე ტურის წინ  საქართველოსთვის 2007 წლის 7 ნოემბერი.   

რადიოსადგურ „ეხოკავკაზას“ სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ესაუბრა  რომლის თქმითაც, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საზოგადოებაში    იმ ყველაფრის ხელახალი  გააზრება ხდება ,  რაც 2007 წელს ხდებოდა. 


ვალერიან გორგილაძის თქმით, მას შემდეგ, რაც გაჟღერდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები, რაღაც ძველმა არქეტიპებმა და რეფლექსებმა განაახლეს თავისი მოქმედება.


„ეს არის ხანმოკლე დინამიკა, როდესაც შენ უბრუნდები წარსულს და თავის თავს აიძულებ გაიაზრო და გაიხსენო ის ძალადობა. ის იყო სავსებით არაადამიანური და ამის დავიწყება შეუძლებელია. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, აღორძინდა ადამიანების ცნობიერებაში. იმ რისკის გათვალისწინებით, რომ ეს კოშმარი შეიძლება განმეორდეს, რომ ძალას, რომელიც წარმოადგენს ამ ძალადობის სახეს, აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური შანსი, ჩემი აზრით, ეს არის გააზრების და  შფოთვის მიზეზი“- განაცხადა სოციოლოგმა.


 მისისვე თქმით, საუბარია, არა ერთჯერად შემთხვევაზე, არამედ,  საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უწყვეტი, ტოტალური რეპრესიის შესახებ.


ვალერიან გორგილაძე შეეხო ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ყოფილი პეზიდენტისადმი პატიებაზე და მის მხარდაჭერაზე საუბრობს.  სოციოლოგის თქმით, ეს იყო თავის მართლება, რადგან  არსებობს რაღაც, რისი პატიება უბრალოდ დაუშვებელია.


„გერმანელებს შეეძლოთ საკუთარი თავისთვის ნაციზმის პატიება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს ჰიპერბოლაა - გენოციდი, ხოლოკოსტი და ა.შ., მაგრამ ეს თემა ყოველთვის აქტუალურია საქართველოში. გასაგებია, რომ ასეთი მასშტაბები არ იყო. ყოველთვის საუბრობენ მოდერნიზაციის, საქართველოს ფორსირებული განვითარების, გზების ინფრასტრუქტურის განვითარების და სხვათა შესახებ, მაგრამ ღმერთო ჩემო, ხომ არავინ ამბობს იმას, რომ ჰიტლერის მიერ აშენებული ავტობანები დღემდე საუკეთესოა ევროპაში... არავის მოსდის აზრად ამ რეჟიმის გამართლება, არავინ იხსენებს უნიკალურ სოციალურ პროგრამებს, რომლებიც რეიხის დროს არსებობდა. და როდესაც ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ  არ შეიძლება პატიება და ა.შ., ხოლო ამის შემდეგ ფრანკფურტის ბაზრობაზე ხვდება ექს-პრეზიდენტს, ის ბოდიშს უხდის და გამოდის, რომ საქართველოს ოპოზიციური მოძრაობის კვინტესენცია, ქუჩებში ასობით მოკლული ახალგაზრდის, ათიათასობით პატიმრის, დანგრეული ოჯახების და ა.შ. ტრაგედიები, ყველაფერი ეს, გამოდის, გადაწყვეტილია სააკაშვილის ბოდიშის მოხდის წყალობით, რომელიც მან ბატონ ბერძენიშვილს გადასცა, მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ დაუშვებელია”, -  განაცხადა „ეხოკავკაზასთან“ ინტერვიუში ვალერიან გორგილაძემ.


ამასთან, როგორც სოციოლოგმა აღნიშნა, ასევე დაუშვებელია მუდმივად მოსახლეობის ემოციებით თამაში.  საუბარი იმის შესახებ, რომ შენ უკეთესი ხარ, ვიდრე რომელიღაც სადისტი ან ფაშისტი.


„ის, რომ „ოცნების“ პროპაგანდაში ძალიან ხშირად თავს იჩენს ეს სპეკულაცია, უდავოა, მაგრამ ის, რომ ხალხი ნათლად ხედავს ამ აბსოლუტურად ბნელი ძალის მოახლოვების საფრთხეს, მგონი ძალიან დიდ როლს ითამაშებს და ვფიქრობ,  აქტიურობა უფრო დიდი იქნება, ვიდრე პირველი ტურის შემდეგ.   ბუნებრივია, მეტწილად ეს განსაზღვრავს არჩევნების შედეგებს“,- განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.


 


 


 


 


პარლამენტში თეა წულუკიანს დღესაც მოუსმენენ

იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დღესაც მოუსმენენ. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება.

გიორგი ცუცქირიძე: კონსორციუმის დეფოლტის რისკის დაზღვევა არის უპრეცედენტო ამ ტიპის ხელშეკრულებებშიც კი!

საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ანაკლიის პორტთან მიმართებაში სოციალური ქსელის მეშვეობით სტატუსს აქვეყნებს, სადაც კონსორციუმს პირობების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს და პროექტის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

21 მარტი ტყის საერთაშორისო და ასევე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ორგანიზაციის „მზის შვილები" ბენეფიციარები ეროვნულ საშენ მეურნეობას სტუმრობდნენ.

სამართალდამცველებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეტადონი“ ამოიღეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.

პარლამენტში დღეს მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოუსმენენ.

ეკატერინე გალდავა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 22 მარტს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს.

ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მფლობელი საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს

ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მფლობელი საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს,-  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გია აბაშიძე "მედიის განვითარების ფონდის" კვლევას ეხმაურება

ექსპერტი გია აბაშიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "მედიის განვითარების ფონდის" [MDF] იმ კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საზმაუს ანალიტიკური გადაცემა "42 პარალელი" "დასავლეთის ქვეყნების და ინსტიტუტების გაშუქების მკვეთრად ნეგატიური ტონით" გამოირჩევა.

დავით ზალკალიანი მოზამბიკელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუენოს-აირესში მიმდინარე გაერო-ს მაღალი დონის შეხვედრის "სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა" ფარგლებში მოზამბიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს ხოსე კონდუგუა ანტონიუ პაჩეკო შეხვდა.

ზაზა ხუციშვილი: "ბატონებო, საკუთარი წარსულის გრცხვენიათ"?!

ზაზა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და მათ საკუთარი წარსული შეახსენა.

არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ სქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა

საქართველოსა და არგენტინას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს მინისტრმა დავით ზალკალიანმა და არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციაში "სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა" მონაწილეობს

დავით ზალკალიანი სესიის მიმდინარეობისას სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს და ყურადღებას გაამახვილებს თანამშრომლობის აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობაზე.

"მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში"

მე ვფიქრობ, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ რვაჯერ, ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

პედრო სერანომ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექცია თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ გამართა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო იმყოფება.

"საამაყოა, როდესაც ევროპის ქვეყნებში მხვდება ჩვენი პროდუქცია წარწერით - Made in Georgia"

ჩვენთვის ევროკავშირი რჩება ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

ცხოველების უფლებების დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართა

ევროპის მოედანზე ძაღლების მეპატრონეები შეიკრიბნენ და დღეს ნაგავსაყრელზე ე.წ. ბეიკერის ორმოში ჩაყრილი დაღუპული ძაღლების საქმის გამოძიება მოითხოვეს.

ირაკლი გოგავა: კვლევაში კომპეტენციის დონე და პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას ეხმაურება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და მრჩეველთა საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე წელს ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამომავლო პროექტებზე შეთანხმება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის

21 მარტს, 11.00 საათზე, ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის.

გიორგი ქობულიამ ბელარუსული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბელარუსის საქმიან საბჭოსთან შეხვედრაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსთან ერთად დაესწრო.