ვლადიმერ ბოჟაძე: დარწმუნებული ვარ, სპორტის ფედერაციები, სპორტსმენები, დიდი სპორტული ოჯახი და სპორტული ოლიმპიური ოჯახი საკადრის პასუხს გასცემს ვაშაძის ამ განცხადებას

"სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" დირექტორმა, ვლადიმერ ბოჟაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

 

მან სპორტულ ფედერაციებსა და სპორტსმენებს ოჯახებთან ერთად, დანაპირების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.


,,გუშინ "Deutsche Welle"-სთან მიცემული, პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მან ახსენა, რომ ის სახელმწიფო პროგრამებს, სპორტის მიმართულებით, არ დააფინანსებს და დაფინანსებას შეუწყვეტს. მან ახსენა ფეხბურთის პროგრამა, ახსენა ბეისბოლის გუნდი, ახსენა ჰოკეის ნაკრები.


პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ძალიან ცუდია როცა პრეზიდენტობის კანდიდატმა, რომელიც მეორე ტურში გადავიდა, არ იცის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუციას არავინ ეკითხება არაფრის დაფინანსებას ან არ დაფინანსებას. სამწუხაროდ, მის ამ გამოსვლაში მისი სპორტისადმი, ცხოვრების ჯანსაღი წესისადმი, სპორტის ხელმისაწვდომობისადმი დამოკიდებულება ჩანს",- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.


იგი ასევე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" მმამრთველობის პერიოდში შექმნილ ვითარებაზე, როცა სპორტმა დიდი წნეხი და ზეწოლა გადაიტანა.


,,ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისადმი, რომელსაც სპორტის მიმართულებით "ნაციონალური მოძრაობა" ატარებდა. 2007 წელს მათი ბრძანებით გაუქმდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია,გვახსოვს ბრძოლის მთელი პროცესი, რომელიც გადაიტანა უნივერსიტეტმა, სტუდენტებმა, კოლექტივმა. მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სპორტის უნივერსიტეტი 2013 წელს აღდგა.


რაც შეეხება სპორტის პროგრამების დაფინანსებას, ვაშაძემ ასევე ახსენა საარჩევნო კონტექსტი, ალბათ მისი მინისტრობის პერიოდი გაახსენდა, როცა სპორტსმენები, სხვადასხვა ფედერაციის ხელმძღვანელები პოლიტიკური თანამდებობების პირები იყვნენ, რომელთაც მხოლოდ ერთი ფუნქცია ჰქონდათ- სპორტსმენები პოლიტიკაში ჩაერთოთ, ასევე გამოეყენებინათ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ხშირ შემთხვევაში, სპორტსმენები იყვნენ იმ პოლიტიკის გამგრძელებლები, რომელსაც ატარებდა "ნაციონალური მოძრაობა",- განაცხადა ბოჟაძემ.


ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, დღეს სპორტი პოლიტიკური პროცესებისგან შორსაა, განსხვავებით წინა ხელისუფლების დროისა.


,,დღეს სპორტი 2012 წლის სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ, დეპოლიტიზირებული, ფედერაციის პრეზიდენტები არიან არა პარლამენტის წევრები და "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები და მათი აქტივისტები, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო, არამედ სპორტის სახეობიდან, სპორტის წიაღიდან გამოსული ადამიანები.


სპორტი არ არის არცერთ საარჩევნო პროცესში ჩართული, არ არიან მობილიზებულები, არ არიან ზონდერ ჯგუფის წევრები, არ არიან პარტიის აქტივისტები და ა.შ.", აღნიშნა ბოჟაძემ.


მისი თქმით, დღესდღეობით, სოციალურად დაუცველი ბავშვებიც სარგებლობენ და აქტიურად არიან ჩართული მათთვის სასურველ სპორტულ ღონისძიებაში.


,,სამწუხაროდ, ამ პოლიტიკაზე უარის თქმას აპირებს "ნაციონალური მოძრაობა" და აპირებს იმ პოლიტიკის გატარებას, რომ დაფინანსება შეწყვიტოს ფეხბურთის პროგრამის, არსებობს კიდევ რაგბის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება,კალათბურთის მხარდაჭერის პროგრამა, ძიუდოს მხარდაჭერის პროგრამა და ბევრი სხვა პროგრამაა, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი პოპულარული იყოს ახალგაზრდებში, სპორტი ხელმისაწვდომი გახდეს,უამრავი სოციალური პროექტი ხორციელდება რომ ბავშვებს შეეძლოს სოციალურად გაჭირვებული ოჯახებიდან სპორტის სახეობა აირჩიონ და დაკავდნენ ნებისმიერი სპორტით. თუ რამ დადებითი ხდება ჩვენს ქვეყანაში და ახარებს ჩვენს ამომრჩეველს ახარებს საქართველოს მოსახლეობას და სიამაყით აღავსებს, ეს სწორედ სახელოვანი სპორტსმენები არიან. მათი გამარჯვების გამო იწევა საქართველოს დროშა სხვადასხვა ქვეყანაში და ისმის საქართველოს ჰიმნი,"-აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.


,,სამწუხაროა, რომ 2007 წლის შემდეგ სპორტის უნივერსიტეტისა და სპორტის აკადემიის დახურვიდან დაწყებული ბევრი მავნე პრაქტიკით დასრულებული, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ახორციელებდა, კონკრეტულად, გრიგოლ ვაშაძე, რადგან ის იყო სპორტისა და კულტურის მინისტრი, ამის გაკეთებას გეგმავს სამომავლოდ. ეს არის ძალიან ცუდი.


დარწმუნებული ვარ, რომ სპორტის ფედერაციები, სპორტსმენები, დიდი სპორტული ოჯახი და სპორტული ოლიმპიური ოჯახი საკადრის პასუხს გასცემს მის ამ განცხადებას",- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ


ლევან კობერიძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები მეორე ტურში პრინციპულ არჩევანს გააკეთებენ

მმართველი გუნდის წევრი ლევან კობერიძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

ზუგდიდის შემდეგ პლაკატები “ნუ დააბრუნებ მწამებლებს” ხობშიც გამოჩნდა

ზუგდიდის შემდეგ პლაკატები "ნუ დააბრუნებ მწამებლებს", "ვა ღოლა/ არ ქნა" ხობშიც განოჩნდა. პლაკატზე ყოფილი ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკების ფოტოებია, რომლებსაც გამოძიება არაერთ სისხლის სამართლის საქმეს ედავება.

ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა 2019 წლიდან ხელმისაწვდომი გახდება

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველომ“ პრესკონფერენცია გამართა.

საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“ გამართა.

ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ფოტოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

 

მამუკა ბახტაძე: მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რომ თავდაცვის სისტემაში სწორედ ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნას დაესწრო.

ჩემი გულწრფელი ბოდიში თუ რამენაირად შეანელებს ამ სამართლიან რისხვას - იური მეჩითოვი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ფოტოგრაფი იური მეჩითოვი სოციალური ქსელით ვიდეო მიმართვას ავრცელებს და 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. 

აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით თბილისის მერია უზრუნველყოფს

ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, საცხოვრებელ კორპუსში გაწმენდითი სამუშაოები  გრძელდება.

გიორგი ხანიშვილი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების - თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

გიორგი ხანიშვილი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების - თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.   

საფეხმავლო ბილიკების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგიჩოგოვაძემ მარკირებული საფეხმავლო ბილიკების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართა. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ფონდი "კონსტანტა" განცხადებას ავრცელებს

დღეს ჩვენი მოსახლეობა კიდევ ერთხელ დგას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინაშე.

საფრანგეთი აშშ-ს ვასალი არ არის - მაკრონი ტრამპს პასუხობს

საფრანგეთი და ამერიკა ისტორიულად მოკავშირეები არიან, მაგრამ მოკავშირედ ყოფნა არ ნიშნავს იყო ვასალი.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ცაგერში 21-ე სალოტბარო სკოლას ოფიციალურად ხსნის

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სალოტბარო სკოლების გახსნის პროცესს განაგრძობს. დღეს, 15:00 საათზე ცაგერის კულტურის ცენტრში, სალოტბარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნება.  

თეიმურაზ კუპატაძე: ზემო ფონიჭალაში დაშავებულთა ძებნის ღონისძიებები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემო ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებულ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში ზემო ფონიჭალაშმომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 ადამიანი გადის მკურნალობას.

გიორგი გირკელიძე: საყოველთაო დაზღვევა რომ არა, ჩემს ოჯახს გაუჭირდებოდა ორი წლის განმავლობაში ჩემი მკურნალობის თანხების დაფარვა

ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე სოციალურ ქსელში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საკითხს გამოეხმაურა.

ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

გივი მიქანაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატებისა და აუდიტის ოფისების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა

პარლამენტის აპარატის უფროსმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მიიღო მონაწილეობა.

მცხეთაში ჰაერის ხარისხის კვლევა განხორციელდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჰაერის ხარისხის კვლევა მცხეთაში მობილური ავტომატური  სადგურის საშუალებით განახორციელეს.

მაშველები ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას  ბინაში მყოფ დედა-შვილს  ეძებენ

თბილისში, ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე  სართულზე ნგრევა გამოიწვია.