ანაკლიის პორტში მსოფლიოში უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა ,,ათენამ" ზღვის ფსკერიდან რეკორდული რაოდენობის ქვიშა ამოტუმბა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა და ხმელეთზე გადაიტანა.

როგორც ,,პირველს" ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" განუცხადეს, ეს პორტის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე დაგეგმილი საზღვაო სამუშაოების 100 პროცენტია, რომელიც მასშტაბური სამუშაოების დაწყებიდან თვე ნახევარში განხორციელდა.


,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმის"ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებში, მსოფლიოს წამყვან ჰოლანდიურ კომპანია „ვან ოორდის“ სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.


,,მსოფლიოს წამყვანი საზღვაო საინჟინრო კომპანია „ვან ოორდი", რომელსაც განხორციელებული აქვს ისეთი დიდი პროექტები, როგორიცაა დუბაის პალმების მშენებლობა, სუეცის არხის გაფართოება და სხვა, ანაკლიის პორტში ძალიან დიდ კონტრიბუციას ახორცილებს. ის არის როგორც პირველი მშენებელი და კონტრაქტორი, ასევე ინვესტორი. 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა - რეკორდული ციფრია. ეს ის რაოდენობაა, რომლის სხვა მეთოდით სანაპიროზე მოტანას 450 000 სატვირთო მანქანა დასჭირდებოდა. „ათენა” საქართველოს სანაპიროს ხვალ, 6 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში დატოვებს. საზღვაო სამუშაოების მეორე ეტაპი რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყება და ის ანაკლიის პორტში უკვე ზღვის ფსკერის საოპერაციო სიღრმემდე დაღრმავებას ითვალისწინებს", - აცხადებენ კონსორციუმში.


როგორც კომპანიაში განმარტავენ, რეკლამაციასა და დაღრმავებასთან ერთად თითქმის დასრულდა „ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი. 



,,დამონტაჟებულია 241,429 ერთეული, დრენაჟის ჯამური სიგრძე 2,5 მილიონ მეტრს შეადგენს. აღნიშნული მოწყობილობა პორტის ტერიტორიაზე გადმოტანილი დიდი რაოდენობით ქვიშის ავტომატურ რეჟიმში წყლისგან გასაფილტრად გამოიყენება", - აცხადებენ ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმში".


ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო.


მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.


პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.


 


  


   


მსგავს თემაზე: 


ანაკლიის პორტი „შუა დერეფნის“ წევრი გახდა


ანაკლიის პორტის 900, 000-მდე TEU კონტეინერის და 1.5 მილიონი ტონა ტვირთის    გატარებას შეძლებს


ანაკლიის პორტის დიზაინს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია შეიმუშავებს


პარლამენტში თეა წულუკიანს დღესაც მოუსმენენ

იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დღესაც მოუსმენენ. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება.

გიორგი ცუცქირიძე: კონსორციუმის დეფოლტის რისკის დაზღვევა არის უპრეცედენტო ამ ტიპის ხელშეკრულებებშიც კი!

საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ანაკლიის პორტთან მიმართებაში სოციალური ქსელის მეშვეობით სტატუსს აქვეყნებს, სადაც კონსორციუმს პირობების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს და პროექტის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

21 მარტი ტყის საერთაშორისო და ასევე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ორგანიზაციის „მზის შვილები" ბენეფიციარები ეროვნულ საშენ მეურნეობას სტუმრობდნენ.

სამართალდამცველებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეტადონი“ ამოიღეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.

პარლამენტში დღეს მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოუსმენენ.

ეკატერინე გალდავა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 22 მარტს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს.

ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მფლობელი საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს

ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მფლობელი საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს,-  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გია აბაშიძე "მედიის განვითარების ფონდის" კვლევას ეხმაურება

ექსპერტი გია აბაშიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "მედიის განვითარების ფონდის" [MDF] იმ კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საზმაუს ანალიტიკური გადაცემა "42 პარალელი" "დასავლეთის ქვეყნების და ინსტიტუტების გაშუქების მკვეთრად ნეგატიური ტონით" გამოირჩევა.

დავით ზალკალიანი მოზამბიკელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუენოს-აირესში მიმდინარე გაერო-ს მაღალი დონის შეხვედრის "სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა" ფარგლებში მოზამბიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს ხოსე კონდუგუა ანტონიუ პაჩეკო შეხვდა.

ზაზა ხუციშვილი: "ბატონებო, საკუთარი წარსულის გრცხვენიათ"?!

ზაზა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და მათ საკუთარი წარსული შეახსენა.

არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ სქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა

საქართველოსა და არგენტინას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს მინისტრმა დავით ზალკალიანმა და არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციაში "სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა" მონაწილეობს

დავით ზალკალიანი სესიის მიმდინარეობისას სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს და ყურადღებას გაამახვილებს თანამშრომლობის აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობაზე.

"მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში"

მე ვფიქრობ, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ რვაჯერ, ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

პედრო სერანომ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექცია თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ გამართა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო იმყოფება.

"საამაყოა, როდესაც ევროპის ქვეყნებში მხვდება ჩვენი პროდუქცია წარწერით - Made in Georgia"

ჩვენთვის ევროკავშირი რჩება ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

ცხოველების უფლებების დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართა

ევროპის მოედანზე ძაღლების მეპატრონეები შეიკრიბნენ და დღეს ნაგავსაყრელზე ე.წ. ბეიკერის ორმოში ჩაყრილი დაღუპული ძაღლების საქმის გამოძიება მოითხოვეს.

ირაკლი გოგავა: კვლევაში კომპეტენციის დონე და პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას ეხმაურება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და მრჩეველთა საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე წელს ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამომავლო პროექტებზე შეთანხმება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის

21 მარტს, 11.00 საათზე, ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის.

გიორგი ქობულიამ ბელარუსული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბელარუსის საქმიან საბჭოსთან შეხვედრაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსთან ერთად დაესწრო.