აკაკი საღირაშვილი: ქართველ მეზღვაურებს ევროპულ გემებზე დასაქმების შეზღუდვები სრულად აქვთ მოხსნილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი მოხსენებით გამოვიდა ბათუმში გამართულ კონფერენციაზე -„ჩვენ პროფესიონალები ვართ“.

კონფერენცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.


„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ წარმოადგენს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ 16 მილიონი აშშდოლარის ოდენობის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მეორე კომპაქტის ფარგლებში.


მოხსენებაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე მეზღვაურთა განათლების დონის ამაღლებისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით, რომლის შედეგადაც გამკაცრდა ზედამხედველობა საგანმანათლებო პროგრამებსა და მეზღვაურთა დასაქმების პოლიტიკაზე, გაუმჯობესდა სასწავლო ინფრასტრუქტურა, საზღვაო აკადემიას გადაეცა საწვრთნელი გემი სტუდენტების საზღვაო პრაქტიკის უზრუნველყოფისთვის და ა.შ. აკაკი საღირაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლითაც ქართველ მეზღვაურებს მოეხსნა ყველა შეზღუდვა ევროპულ გემებზე მათი დასაქმების მიმართულებით.


აკაკი საღირაშვილმა მაღალი შეფასება მისცა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“, განსაკუთრებით კი მის იმ კომპონენტს, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში განხორციელდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მისი მეშვეობით აღნიშნული საზღვაო სასწავლებლის კურსდამთავრებულები ქართულ დიპლომთან ერთად ბრიტანეთში აღიარებულ სერტიფიკატსაც მიიღებენ, რომელიც მათ გაერთიანებულ სამეფოში დასაქმებას გაუადვილებს.


კონფერენციას ასევე დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი Pearson Education Limited, ასევე კერძო სექტორის, პორტების, საკრუინგო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კონფერენციის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, კონფერენციის მონაწილეები საზღვაო აკადემიას ეწვივნენ, სადაც პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში გაიმართა ღია კარის დღე. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა  ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს გაცნობოდა, განახლებული ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები დაეთვალიერებინათ, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, საქართველოს მთავრობისა, და კერძო სექტორის ფინანსური ხელშეწყობით შეიქმნა.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ განხორციელებული პროექტის სახელწოდებაა: GWAVES (Georgian Workforce assistance and Vocational Education Strategy) - საქართველოს მუშახელის მხარდაჭერა და პროფესიული განათლების სტრატეგია. პროექტის უცხოელი პარტნიორია ბრიტანული კომპანია „Pearson Education Limited“.


პროექტი განხორციელდა პროფესიული მომზადემის ცენტრის ავტორიზაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და ცენტრის აკრედიტაცია  ბრიტანეთის აკრედიტაციის  საერთაშორისო  საბჭოს მიერ - BTEC (ბიზნების და ტექნოლოგიების საერთაშორისო საბჭო). პროექტის ფარგლებში შემუშავებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა მიიღო საერთაშორისო აღიარება და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის კურსდამთავრებულებზე ეროვნული დიპლომის გარდა გაიცემა  BTEC-ს საერთაშორისო დიპლომები.


პარლამენტში თეა წულუკიანს დღესაც მოუსმენენ

იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დღესაც მოუსმენენ. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება.

გიორგი ცუცქირიძე: კონსორციუმის დეფოლტის რისკის დაზღვევა არის უპრეცედენტო ამ ტიპის ხელშეკრულებებშიც კი!

საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ანაკლიის პორტთან მიმართებაში სოციალური ქსელის მეშვეობით სტატუსს აქვეყნებს, სადაც კონსორციუმს პირობების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს და პროექტის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

21 მარტი ტყის საერთაშორისო და ასევე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ორგანიზაციის „მზის შვილები" ბენეფიციარები ეროვნულ საშენ მეურნეობას სტუმრობდნენ.

სამართალდამცველებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეტადონი“ ამოიღეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.

პარლამენტში დღეს მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოუსმენენ.

ეკატერინე გალდავა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 22 მარტს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს.

ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მფლობელი საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს

ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მფლობელი საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს,-  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გია აბაშიძე "მედიის განვითარების ფონდის" კვლევას ეხმაურება

ექსპერტი გია აბაშიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "მედიის განვითარების ფონდის" [MDF] იმ კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საზმაუს ანალიტიკური გადაცემა "42 პარალელი" "დასავლეთის ქვეყნების და ინსტიტუტების გაშუქების მკვეთრად ნეგატიური ტონით" გამოირჩევა.

დავით ზალკალიანი მოზამბიკელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუენოს-აირესში მიმდინარე გაერო-ს მაღალი დონის შეხვედრის "სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა" ფარგლებში მოზამბიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს ხოსე კონდუგუა ანტონიუ პაჩეკო შეხვდა.

ზაზა ხუციშვილი: "ბატონებო, საკუთარი წარსულის გრცხვენიათ"?!

ზაზა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და მათ საკუთარი წარსული შეახსენა.

არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ სქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა

საქართველოსა და არგენტინას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს მინისტრმა დავით ზალკალიანმა და არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციაში "სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა" მონაწილეობს

დავით ზალკალიანი სესიის მიმდინარეობისას სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს და ყურადღებას გაამახვილებს თანამშრომლობის აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობაზე.

"მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში"

მე ვფიქრობ, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ რვაჯერ, ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

პედრო სერანომ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექცია თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ გამართა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო იმყოფება.

"საამაყოა, როდესაც ევროპის ქვეყნებში მხვდება ჩვენი პროდუქცია წარწერით - Made in Georgia"

ჩვენთვის ევროკავშირი რჩება ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

ცხოველების უფლებების დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართა

ევროპის მოედანზე ძაღლების მეპატრონეები შეიკრიბნენ და დღეს ნაგავსაყრელზე ე.წ. ბეიკერის ორმოში ჩაყრილი დაღუპული ძაღლების საქმის გამოძიება მოითხოვეს.

ირაკლი გოგავა: კვლევაში კომპეტენციის დონე და პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას ეხმაურება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და მრჩეველთა საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე წელს ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამომავლო პროექტებზე შეთანხმება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის

21 მარტს, 11.00 საათზე, ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის.

გიორგი ქობულიამ ბელარუსული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბელარუსის საქმიან საბჭოსთან შეხვედრაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსთან ერთად დაესწრო.