მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და წინასაარჩევნო გარემოს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი და ასეთივე გარემო იქნება უზრუნველყოფილი მეორე ტურისთვის.


ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა, მათ შორის განათლების სექტორში დაგეგმილი ძირეული ცვლილებები.


განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. შეშფოთება გამოითქვა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების პროცესთან დაკავშირებით და აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამისი რეაგირების მნიშვნელობა.


პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.


ლევან კობერიძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები მეორე ტურში პრინციპულ არჩევანს გააკეთებენ

მმართველი გუნდის წევრი ლევან კობერიძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

ზუგდიდის შემდეგ პლაკატები “ნუ დააბრუნებ მწამებლებს” ხობშიც გამოჩნდა

ზუგდიდის შემდეგ პლაკატები "ნუ დააბრუნებ მწამებლებს", "ვა ღოლა/ არ ქნა" ხობშიც განოჩნდა. პლაკატზე ყოფილი ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკების ფოტოებია, რომლებსაც გამოძიება არაერთ სისხლის სამართლის საქმეს ედავება.

ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა 2019 წლიდან ხელმისაწვდომი გახდება

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველომ“ პრესკონფერენცია გამართა.

საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“ გამართა.

ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ფოტოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

 

მამუკა ბახტაძე: მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რომ თავდაცვის სისტემაში სწორედ ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნას დაესწრო.

ჩემი გულწრფელი ბოდიში თუ რამენაირად შეანელებს ამ სამართლიან რისხვას - იური მეჩითოვი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ფოტოგრაფი იური მეჩითოვი სოციალური ქსელით ვიდეო მიმართვას ავრცელებს და 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. 

აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით თბილისის მერია უზრუნველყოფს

ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, საცხოვრებელ კორპუსში გაწმენდითი სამუშაოები  გრძელდება.

გიორგი ხანიშვილი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების - თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

გიორგი ხანიშვილი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების - თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.   

საფეხმავლო ბილიკების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგიჩოგოვაძემ მარკირებული საფეხმავლო ბილიკების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართა. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ფონდი "კონსტანტა" განცხადებას ავრცელებს

დღეს ჩვენი მოსახლეობა კიდევ ერთხელ დგას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინაშე.

საფრანგეთი აშშ-ს ვასალი არ არის - მაკრონი ტრამპს პასუხობს

საფრანგეთი და ამერიკა ისტორიულად მოკავშირეები არიან, მაგრამ მოკავშირედ ყოფნა არ ნიშნავს იყო ვასალი.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ცაგერში 21-ე სალოტბარო სკოლას ოფიციალურად ხსნის

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სალოტბარო სკოლების გახსნის პროცესს განაგრძობს. დღეს, 15:00 საათზე ცაგერის კულტურის ცენტრში, სალოტბარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნება.  

თეიმურაზ კუპატაძე: ზემო ფონიჭალაში დაშავებულთა ძებნის ღონისძიებები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემო ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებულ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში ზემო ფონიჭალაშმომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 ადამიანი გადის მკურნალობას.

გიორგი გირკელიძე: საყოველთაო დაზღვევა რომ არა, ჩემს ოჯახს გაუჭირდებოდა ორი წლის განმავლობაში ჩემი მკურნალობის თანხების დაფარვა

ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე სოციალურ ქსელში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საკითხს გამოეხმაურა.

ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

გივი მიქანაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატებისა და აუდიტის ოფისების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა

პარლამენტის აპარატის უფროსმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მიიღო მონაწილეობა.

მცხეთაში ჰაერის ხარისხის კვლევა განხორციელდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჰაერის ხარისხის კვლევა მცხეთაში მობილური ავტომატური  სადგურის საშუალებით განახორციელეს.

მაშველები ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას  ბინაში მყოფ დედა-შვილს  ეძებენ

თბილისში, ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე  სართულზე ნგრევა გამოიწვია.