მთავრობის წარმომადგენლებმა სამეგრელოს რეგიონის დასახლებებში გაზიფიცირების მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა და 500-მდე აბონენტს მიეცა ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.

 


სამეგრელოს რეგიონის დასახლებებში გაზიფიცირების მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მთავრობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.


„სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები ძალიან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში უკვე 70 000-მდე აბონენტს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის საშუალება. მალე დასრულდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა სენაკის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში დარჩენილ გარკვეულ დასახლებებში და, საბოლოო ჯამში,  2019-2020 წლებში მთლიანად დასრულდება სამეგრელოს რეგიონის გაზიფიცირება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ.


ნათია თურნავამ  სახელმწიფო რწმუნებულთან სამეგრელოსა და ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელიასთან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორთან,  ჯაბა ხმალაძესთან ერთად სოფელ შამგონაში ერთ-ერთ ოჯახში გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. შამგონა კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფელია.


„ეს არის კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფელი, აქ ცხოვრობს მოსახლეობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ძალიან მიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ეკონომიკის სამინისტროს სახელით ამ ადამიანებს მივულოცოთ გაზის ჩართვა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ განახორციელა. ვულოცავ მათ ამ დღეს“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


როგორც შამგონაში მცხოვრები ალეკო შერვაშიძე აცხადებს,  სოფელში მთავრობის ყველა დანაპირები შესრულდა, მათ შორის წყლის სანაპირო ჯებირების გამაგრება, გზისა და სანიაღვრეების დაგება-მოწყობა და გაზის შეყვანა. „გაზიფიცირება, რა თქმა უნდა, კარგია - შეშა გვიჯდებოდა დაახლოებით 600 ლარამდე, ახლა კი, ვფიქრობთ, გაზის მოხმარების ხარჯი გვექნება ალბათ 100 ლარი, რაც დიდი შეღავათია ჩვენთვის“ - აღნიშნა ალეკო შერვაშიძემ.


საქართველოს გაზის ტრასპორტირების კომპანიის ხელმძღვანელის, ჯაბა ხმალაძის ინფორმაციით,  პროექტის ფარგლებში სოფელ შამგონაში 36740  გრძივი მეტრი გაზსადენი აიგო. გარდა ამისა, მისივე თქმით,  7 ნოემბერს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერშიც, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ 552 აბონენტს მიეცემა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.


კომპანიის ინფორმაციით, 2019 წლისთვის დასრულდება ქალაქ მარტვილში დარჩენილი უბნების გაზიფიცირება და 1258 აბონენტი ჩაერთვება ქსელში. ასევე 2019-2020 წლებში დაგეგმილია დაბა ჩხოროწყუსა და ქ. წალენჯიხას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება, რომლის შედეგად 4506 კომლი შეძლებს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას.


დღევანდელი მონაცემებით, უკვე გაზიფიცირებულია საქართველოს მოსახლეობის 86%. პროცესი გრძელდება და გეგმის მიხედვით, მალე გაზიფიცირებული იქნება  აბონენტების დანარჩენი ნაწილიც. გაზიფიცირების პროცესს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია და „სოკარი“ ერთობლივად ახორციელებენ. გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ქსელის მშენებლობისთვის  დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან   160 000 000-მდე ლარია  გამოყოფილი.


 


 


 


 


პარლამენტში თეა წულუკიანს დღესაც მოუსმენენ

იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დღესაც მოუსმენენ. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება.

გიორგი ცუცქირიძე: კონსორციუმის დეფოლტის რისკის დაზღვევა არის უპრეცედენტო ამ ტიპის ხელშეკრულებებშიც კი!

საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ანაკლიის პორტთან მიმართებაში სოციალური ქსელის მეშვეობით სტატუსს აქვეყნებს, სადაც კონსორციუმს პირობების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს და პროექტის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

21 მარტი ტყის საერთაშორისო და ასევე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ორგანიზაციის „მზის შვილები" ბენეფიციარები ეროვნულ საშენ მეურნეობას სტუმრობდნენ.

სამართალდამცველებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეტადონი“ ამოიღეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.

პარლამენტში დღეს მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოუსმენენ.

ეკატერინე გალდავა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 22 მარტს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს.

ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მფლობელი საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს

ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მფლობელი საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს,-  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გია აბაშიძე "მედიის განვითარების ფონდის" კვლევას ეხმაურება

ექსპერტი გია აბაშიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "მედიის განვითარების ფონდის" [MDF] იმ კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საზმაუს ანალიტიკური გადაცემა "42 პარალელი" "დასავლეთის ქვეყნების და ინსტიტუტების გაშუქების მკვეთრად ნეგატიური ტონით" გამოირჩევა.

დავით ზალკალიანი მოზამბიკელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუენოს-აირესში მიმდინარე გაერო-ს მაღალი დონის შეხვედრის "სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა" ფარგლებში მოზამბიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს ხოსე კონდუგუა ანტონიუ პაჩეკო შეხვდა.

ზაზა ხუციშვილი: "ბატონებო, საკუთარი წარსულის გრცხვენიათ"?!

ზაზა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და მათ საკუთარი წარსული შეახსენა.

არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ სქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა

საქართველოსა და არგენტინას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს მინისტრმა დავით ზალკალიანმა და არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციაში "სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა" მონაწილეობს

დავით ზალკალიანი სესიის მიმდინარეობისას სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს და ყურადღებას გაამახვილებს თანამშრომლობის აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობაზე.

"მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში"

მე ვფიქრობ, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ რვაჯერ, ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

პედრო სერანომ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექცია თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ გამართა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო იმყოფება.

"საამაყოა, როდესაც ევროპის ქვეყნებში მხვდება ჩვენი პროდუქცია წარწერით - Made in Georgia"

ჩვენთვის ევროკავშირი რჩება ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

ცხოველების უფლებების დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართა

ევროპის მოედანზე ძაღლების მეპატრონეები შეიკრიბნენ და დღეს ნაგავსაყრელზე ე.წ. ბეიკერის ორმოში ჩაყრილი დაღუპული ძაღლების საქმის გამოძიება მოითხოვეს.

ირაკლი გოგავა: კვლევაში კომპეტენციის დონე და პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას ეხმაურება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და მრჩეველთა საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე წელს ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამომავლო პროექტებზე შეთანხმება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის

21 მარტს, 11.00 საათზე, ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის.

გიორგი ქობულიამ ბელარუსული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბელარუსის საქმიან საბჭოსთან შეხვედრაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსთან ერთად დაესწრო.