ნათია თურნავა: უახლოეს 3 წელიწადში საქართველოში გაზიფიცირების პროცესის დასრულებისთვის კიდევ 200 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში - შუა ნოსირში, ნოსირში, ახალსოფელში, საგვარამიოსა და თეკლათში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა.


აშენდა 79 044 გრძივი მეტრი ინფრასტრუქტურა და 1345 აბონენტს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.

ამასთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულთან და სენაკის რაიონის მაჟორიტარ  დეპუტატთან ერთად დაათვალიერა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოები.

ნათია თურნავა სოფელ თეკლათში მოსახლეობასაც შეხვდა და მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში.

დღეიდან თეკლათის ყველა მოსახლეს მიეწოდება ბუნებრივი აირი, როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა მაია ჯინჯოლიამ აღნიშნა, ეს სოფლისთვის ძალიან დიდი სიხარულია: „წლებია, თეკლათის მოსახლეობას გაზი არ ჰქონია. ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია, ამისთვის დიდი მადლობა ხელისუფლებას და მაჟორიტარ დეპუტატს. იმედია, ყველა პრობლემა ასე დროულად მოგვარდება“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს გაზიფიცირება. ამაში კერძო კომპანიებთან და „სოკართან“ ერთად ჩართულია სახელმწიფო - მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო 3 წელიწადში 160 მლნ ლარამდე გამოიყო იმისთვის, რომ საქართველოში მასობრივი გაზიფიცირება მომხდარიყო. „დღეის მაჩვენებლებით ქვეყანაში მომხმარებლების 86%-ს გაზი მიეწოდება, ეს არის 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, 400 000-მდე აბონენტი. სამომავლოდ ჩვენს გეგმებს რაც შეეხება - უახლოეს 3 წელიწადში 200 მლნ ლარი კიდევ დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველოში გაზიფიცირების პროცესი დასრულდეს და ჩვენი მოსახლეობის პრაქტიკულად, უდიდეს ნაწილს მიეწოდებოდეს ბუნებრივი აირი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, რეგიონის გაზიფიცირების საკითხი ეტაპობრივად გვარდება: „ზოგადად, ჩვენი მოსახლეობისთვის მწვავედ დგას გაზიფიცირების პრობლემა - გამოტოვებულია სოფლები და დასახლებული პუნქტები. ჩვენ ამ საკითხებს ეტაპობრივად ვწყვეტთ - 2 წელიწადში სამეგრელოს რეგიონის ყველა დასახლებული პუნქტი გაზიფიცირებული იქნება“, - აღნიშნა მან.  

სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ბერაიას განცხადებით,  სენაკის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები - როგორც გაზიფიცირების ქსელის სამშენებლო, ისე უკვე დასრულებული და გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების სამუშაოები. 

„ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად სენაკის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა - 3500-ზე მეტი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება. კონკრეტულად სოფელ თეკლათში 256 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. მნიშვნელოვანია, რომნ ეს სამუშაოები 2019 წელსაც გაგრძელდეს, ჩვენ შეთანხმებული ვართ კონკრეტულ გეგმაზე როგორც სოფლებში, ასევე ქალაქის იმ უბნებში, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ. 

თეკლათში გამართული შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ გაზსადენის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა სოფელ მეორე ნოსირში, რომლის დასრულების შემდეგაც 256 კომლი მიიღებს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობას.

გეგმის მიხედვით, ბუნებრივი აირი ასევე უნდა მიიღოს სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთმა სოფელმა, ესენია: გეჯეთი, ნოქალაქევი, ძველი სენაკი, ზედა სორტა და ქვედა სორტა. ეს ჯამში 1580 პოტენციური აბონენტია. აქედან ძველი სენაკის, ზედა სორტასა და ქვედა სორტას მოსახლეობა უკვე წლის ბოლოსთვის შეძლებს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვას.

 

 


დავით ზალკალიანი: საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები, ეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობებია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია დღეს ბათუმსა და ოზურგეთში განიხილეს

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა რეგიონებში აჭარიდან დაიწყო.

ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

ბატიაშვილი: ჩვენი შვილები არ უნდა იღებდნენ განათლებას იმ პირობებში, რომელიც სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე არსებობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საზოგადებისა რეფორმების  გაცნობას იწყებს.

ზვიად ძიძიგური უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე: ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას

უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, არსებობს საშიშროება და დიდი ალბათობა რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში რუსეთი აღიარებს სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა Euromoney - ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 15-16 იანვარს, ვენაში გამართულ "Euromoney" - ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

დაინტერესებულ მხარეებს სპეციფიკური ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის პროექტები გააცნეს

სპეციფიკური ნარჩენების მართვაში ჩართული კერძო კომპანიების, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, დონორების და სამოქალაქო სექტორის 150-ზე მეტ წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დავით ზალკალიანი:  გვახარებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას ამყარებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კომენტარი გააკეთა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველო სამოქალაქო ავიაციაში ლიბერალურ პოლიტიკურ კურსს ატარებს

საქართველოს საავიაციო სექტორში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა პლენარულ სხდომაზე წარდგენილ მოხსენებაში.

ამერიკული კომპანია Trammo ანაკლიის პორტთან თანამშრომლობით დაინტერესდა

უმსხვილესი ამერიკული კორპორაციის Trammo ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ბალტიის ქვეყნებს ესტუმრა

პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში, სადაც შეხვედრები გამართა ბალტიის ქვეყნების პარლამენტების გენერალურ მდივნებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

გიორგი ქობულია: საერთო ძალისხმევით ტურიზმის სექტორთან უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ

ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს გიორგი ქობულიასა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე.

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მიმართვიანობამ იკლო

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული პაციენტების რაოდენობამაც და მიმართვიანობამაც იკლო.

ტოჩინოშინს „საპარტნიორო ფონდმა“ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი გადასცა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაიამ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე ტოჩინოშინ ლევან გორგაძეს სპეციალური პრიზი გადასცა.

ლარის ახალი კურსი

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.6634 ლარი შეადგინა.

გაგრაში მანქანა აფეთქდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის სოფელ ლიძავაში, ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 53 წლის მამაკაცი დაშავდა.

ბატიაშვილი: „წარმოუდგენელია მოსწავლეების განვითარება ინოვაციების და ტექნოლოგიების გარეშე“

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ახალი მოდელის შესახებ ისაუბრა, რომლის თაობაზეც სამინისტრო ყოველკვირეულად, მუდმივ რეჟიმში საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან

სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ექსპერტ გურამ ნიკოლაშვილის აზრით, საეკლესიო ურთიერთობებს თავისი სპეციფიკა აქვთ

ექსპერტი გურამ ნიკოლაშვილი უკრაინის მიერ ავტოკეფალიის მიღების საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს.

ბატიაშვილი: თუ სკოლებში არ იქნება ბავშვების უსაფრთხოება, განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი წარმოუდგენელია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე  რეფორმებს  გააცნობს.