უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ეკონომიკის და ვაჭრობის საკითხებზე თემატური შეხვედრა გაიმართა

2018 წლის 9 ნოემბერს ქართულ ბრიტანული სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ტექნო-პარკში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და ბრიტანეთის დელეგაციას შორის.

დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ბრიტანული მხრიდან კი - დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელი, რუპერტ ეინლი.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებიც ძირითად გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ვაჭრობისა და ექსპორტის ზრდაზე.

შეხვედრაზე ქართულმა და ბრიტანულმა მხარეებმა ასევე განიხილეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, შეაფასეს წარმატებული თანამშრომლობით მიღწეული შედეგები და იმსჯელეს სამომავლო პერსპექტივებზე ეკონომიკურ ჭრილში. დადებითად შეფასდა ბრიტანული ინვესტიციების ზრდის ტენდენცია საქართველოში და დასახული იქნა სამომავლო მიზნები:


„მოხარული ვარ, რომ ვესწრები საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრას. დღეს, ეკონომიკური პანელის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირებზე გავამახვილეთ ყურადღება. აღსანიშნავია, რომ ეს კავშირები სწრაფად იზრდება. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით, ასევე ვაძლიერებთ თანამშრომლობას ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ურბანული დაგეგმარების და ფინანსური მომსახურების სფეროებში, სადაც გაერთიანებულ სამეფოს დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში უფრო და უფრო წინ მიიწევს, რაც ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში,“- განაცხადა პანელის შეფასებისას რუპერტ ენლიმ.


აღსანიშნავია, რომ “უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მაღალი დონის ფორმატია, რომელიც თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და თითქმის სრულად მოიცავს ორმხრივ სექტორულ თანამშრომლობას. დიალოგის მეხუთე შეხვედრის ფარგლებში გაიმართა თემატური ჯგუფების შეხვედრები თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის და ვაჭრობის, ასევე კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების საკითხებზე.


ლევან კობერიძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები მეორე ტურში პრინციპულ არჩევანს გააკეთებენ

მმართველი გუნდის წევრი ლევან კობერიძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

ზუგდიდის შემდეგ პლაკატები “ნუ დააბრუნებ მწამებლებს” ხობშიც გამოჩნდა

ზუგდიდის შემდეგ პლაკატები "ნუ დააბრუნებ მწამებლებს", "ვა ღოლა/ არ ქნა" ხობშიც განოჩნდა. პლაკატზე ყოფილი ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკების ფოტოებია, რომლებსაც გამოძიება არაერთ სისხლის სამართლის საქმეს ედავება.

ძუძუს მეტასტაზური კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა 2019 წლიდან ხელმისაწვდომი გახდება

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველომ“ პრესკონფერენცია გამართა.

საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“ გამართა.

ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ფოტოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

 

მამუკა ბახტაძე: მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რომ თავდაცვის სისტემაში სწორედ ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნას დაესწრო.

ჩემი გულწრფელი ბოდიში თუ რამენაირად შეანელებს ამ სამართლიან რისხვას - იური მეჩითოვი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ფოტოგრაფი იური მეჩითოვი სოციალური ქსელით ვიდეო მიმართვას ავრცელებს და 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. 

აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით თბილისის მერია უზრუნველყოფს

ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, საცხოვრებელ კორპუსში გაწმენდითი სამუშაოები  გრძელდება.

გიორგი ხანიშვილი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების - თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

გიორგი ხანიშვილი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების - თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.   

საფეხმავლო ბილიკების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგიჩოგოვაძემ მარკირებული საფეხმავლო ბილიკების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართა. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ფონდი "კონსტანტა" განცხადებას ავრცელებს

დღეს ჩვენი მოსახლეობა კიდევ ერთხელ დგას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინაშე.

საფრანგეთი აშშ-ს ვასალი არ არის - მაკრონი ტრამპს პასუხობს

საფრანგეთი და ამერიკა ისტორიულად მოკავშირეები არიან, მაგრამ მოკავშირედ ყოფნა არ ნიშნავს იყო ვასალი.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ცაგერში 21-ე სალოტბარო სკოლას ოფიციალურად ხსნის

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სალოტბარო სკოლების გახსნის პროცესს განაგრძობს. დღეს, 15:00 საათზე ცაგერის კულტურის ცენტრში, სალოტბარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნება.  

თეიმურაზ კუპატაძე: ზემო ფონიჭალაში დაშავებულთა ძებნის ღონისძიებები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემო ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებულ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში ზემო ფონიჭალაშმომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 ადამიანი გადის მკურნალობას.

გიორგი გირკელიძე: საყოველთაო დაზღვევა რომ არა, ჩემს ოჯახს გაუჭირდებოდა ორი წლის განმავლობაში ჩემი მკურნალობის თანხების დაფარვა

ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე სოციალურ ქსელში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საკითხს გამოეხმაურა.

ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

გივი მიქანაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატებისა და აუდიტის ოფისების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა

პარლამენტის აპარატის უფროსმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მიიღო მონაწილეობა.

მცხეთაში ჰაერის ხარისხის კვლევა განხორციელდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჰაერის ხარისხის კვლევა მცხეთაში მობილური ავტომატური  სადგურის საშუალებით განახორციელეს.

მაშველები ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას  ბინაში მყოფ დედა-შვილს  ეძებენ

თბილისში, ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე  სართულზე ნგრევა გამოიწვია.