ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმ არასწორი ქმედებების გამო, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგინა

"ჩვენ ყველა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვთანხმდებით, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

"ჩვენ ყველა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვთანხმდებით, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და აქ კითხვის ნიშანი არ ჩნდება. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ, უშუალოდ სააკაშვილმა ითამაშა ის ძალიან ტრაგიკული როლი, რაც ჯდებოდა პუტინის და კრემლის ინტერესებში და ფაქტობრივად ის გახდა ამ პროვოკაციის თანამონაწილე. ამიტომ ეს ვიდეო კიდევ ერთი გახსენებაა იმ ტრაგიკული მოვლენების და იმის დადასტურება, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სააკაშვილს და ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ რუსეთის პროვოკაციებს არ წამოგებოდა, მან ეს ნაბიჯი გადადგა. შესაბამისად, დღეს თუ ვინმეს ამ მიმართულებით ბოდიში აქვს მოსახდელი და პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინაშე, და არა იმ კუთხით, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშანი ჩნდება ოკუპაციასთან დაკავშირებით, აქ საუბარია იმ უპასუხისმგებლო, იმ არასწორ მოქმედებებზე, რამაც სამწუხაროდ, მიგვიყვანა რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე",-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 


დავით ზალკალიანი: საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები, ეს ჩვენი და ნატო-ს ურთიერთობებია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია დღეს ბათუმსა და ოზურგეთში განიხილეს

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა რეგიონებში აჭარიდან დაიწყო.

ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

ბატიაშვილი: ჩვენი შვილები არ უნდა იღებდნენ განათლებას იმ პირობებში, რომელიც სკოლების გარკვეულ ნაწილში დღემდე არსებობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საზოგადებისა რეფორმების  გაცნობას იწყებს.

ზვიად ძიძიგური უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე: ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას

უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, არსებობს საშიშროება და დიდი ალბათობა რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში რუსეთი აღიარებს სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა Euromoney - ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 15-16 იანვარს, ვენაში გამართულ "Euromoney" - ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

დაინტერესებულ მხარეებს სპეციფიკური ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის პროექტები გააცნეს

სპეციფიკური ნარჩენების მართვაში ჩართული კერძო კომპანიების, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, დონორების და სამოქალაქო სექტორის 150-ზე მეტ წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დავით ზალკალიანი:  გვახარებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას ამყარებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კომენტარი გააკეთა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველო სამოქალაქო ავიაციაში ლიბერალურ პოლიტიკურ კურსს ატარებს

საქართველოს საავიაციო სექტორში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა პლენარულ სხდომაზე წარდგენილ მოხსენებაში.

ამერიკული კომპანია Trammo ანაკლიის პორტთან თანამშრომლობით დაინტერესდა

უმსხვილესი ამერიკული კორპორაციის Trammo ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ბალტიის ქვეყნებს ესტუმრა

პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში, სადაც შეხვედრები გამართა ბალტიის ქვეყნების პარლამენტების გენერალურ მდივნებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

გიორგი ქობულია: საერთო ძალისხმევით ტურიზმის სექტორთან უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ

ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს გიორგი ქობულიასა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე.

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მიმართვიანობამ იკლო

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული პაციენტების რაოდენობამაც და მიმართვიანობამაც იკლო.

ტოჩინოშინს „საპარტნიორო ფონდმა“ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი გადასცა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაიამ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე ტოჩინოშინ ლევან გორგაძეს სპეციალური პრიზი გადასცა.

ლარის ახალი კურსი

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.6634 ლარი შეადგინა.

გაგრაში მანქანა აფეთქდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის სოფელ ლიძავაში, ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 53 წლის მამაკაცი დაშავდა.

ბატიაშვილი: „წარმოუდგენელია მოსწავლეების განვითარება ინოვაციების და ტექნოლოგიების გარეშე“

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ახალი მოდელის შესახებ ისაუბრა, რომლის თაობაზეც სამინისტრო ყოველკვირეულად, მუდმივ რეჟიმში საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან

სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ექსპერტ გურამ ნიკოლაშვილის აზრით, საეკლესიო ურთიერთობებს თავისი სპეციფიკა აქვთ

ექსპერტი გურამ ნიკოლაშვილი უკრაინის მიერ ავტოკეფალიის მიღების საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში აფიქსირებს.

ბატიაშვილი: თუ სკოლებში არ იქნება ბავშვების უსაფრთხოება, განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი წარმოუდგენელია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე  რეფორმებს  გააცნობს.