ევროპარლამენტიდან საქართველოს მოუწოდებენ, ასოცირება ცხინვალსა და სოხუმზეც „გაავრცელოს“

ევროპარლამენტარებმა რეზოლუციის პროექტი მოამზადეს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ევროკავშირთან ასცორების შეთანხმების „სიკეთეები“ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზეც გაავრცელონ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი პროექტი პლენარურ სესიაზე 12–16 ნოემბრის კვირის დღის წესრიგში შევიდა.


კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველა ღონეს მიმართოს, რომ აღმოიფხვრას არსებული წინააღმდეგობები და ეცადოს ასოცირების შეთანხმებით მიღებული სიკეთეები „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობაზე გაავრცელონ.


ამის მიღწევა კი, რეზოლუციის პროექტის თანახმად, შესაძლებელია კომუნიკაციის გზით, მოსახლეობამდე იმ შესაძლებლობების მიტანით, რაც ასოცირების შეთანხმებას ახლავს.  ასევე იმის განმარტებით, თუ რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს ადგილობრივ დონეზე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სპეციალური პროექტების შემუშავებამ.


პროექტში ასევე შეტანილია ფორუმულირება, რომ ევროპარლამენტი „მიესალმება საქართველოს ძალისხმევას, რაც რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერას გულისხმობს“.


2014 წლის 27 ივნისს, ევროკავშირმა, მისმა წევრმა სახელმწიფოებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს  ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს. შეთანხმება ითვალისწინებს შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივ დებულებებს და გაძლიერებულ თანამშრომლობას, რომელიც სცდება ტრადიციულ შეთანხმებათა მასშტაბებს და ვრცელდება ინტერესთა ყველა სფეროზე.


ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა 2016 წლის 1 ივლისიდან.


2017 წლის 8 მარტს კი, ვროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს N539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.


2017 წლის 28 მარტიდან კი, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე მგზავრობენ.


რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კრემლის შეიარაღებულმა ძალებმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია განახორციელა. ოფოციალურმა მოსკოვმა ამის შემდეგ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა. მოსკოვის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ტერიტორიებს.


ავარია ნიგვზიანთან - დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 8 ადამიანი

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა.

ქეთევან ციხელაშვილი: ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი თანამოქალაქეები უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ

„ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები  უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ“.

ტიმოთესუბნის მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ, ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ბარათაშვილის ხიდზე ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

ქეთევან ციხელაშვილი: დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

"მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".

რუსეთში 16 წლის მოზარდმა ოჯახის ხუთი წევრი ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

რუსეთში მოზარდმა დედა, პატარა და-ძმა, ბებია და ბაბუა ნაჯახით დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.

გიგლა ბარამიძე იმედის ფილმზე - სიმართლე ერთია, არ არსებობს ნახევრად სიმართლე!

„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე, 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით „იმედის" ეთერში გასულ ფილმს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სენაკში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა

სენაკში, სოფელ ნოსირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი, თუმცა უცნობია, რამდენი ადამიანია დაღუპული. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა

18 აგვისტო ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ანწუხელიძე დღეს 35 წლის გახდებოდა.

არჩილ თალაკვაძე: გიორგი ანწუხელიძემ სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან

"24 წლის სერჟანტმა აგვისტოს ომში სამშობლოსათვის თავდადების ისეთი მაგალითი მოგვცა, რომელზეც თაობები აღიზრდებიან და მისი გმირობა დარჩება ისტორიას!".

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი ემსხვერპლა. ავარია გუშინ ღამე მოხდა.

ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ვაკის მაჟორიტარი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.

სალომე ზურაბიშვილი: გიორგი ანწუხელიძემ სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა

"24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით წერს.

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.

მალხაზ და მედეა მაჩალიკაშვილები ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედეა მარგოშვილი ხელმოწერებს აგროვებენ, რათა მათი შვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

პოლიციამ თბილისში 2 პირი დააკავა, რომლებმაც შურისძიების მოტივით მოქალაქის ავტომობილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს

შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისში, სხვისი ნივთის დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1991 წელს დაბადებული პ.გ. და 1993 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.

თსუ-ში დავით ნარმანიას მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრა გაუხლიჩეს

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი ფაკულტეტის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს და პროტესტის ახალ ტალღას გეგმავს.

თბილისსა და რუსთავში ფილმის „Fast and Furious 9“ გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის - „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს - დაკავებული რვავე პირი ცხინვალის იზოლატორშია

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

 

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 7 ადამიანი ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.