ზაალ ანჯაფარიძე : ოპოზიციის კრიტიკა, თითქოს ცესკო საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს, გადაჭარბებულია

„ოპოზიციის კრიტიკა იმის შესახებ, რომ ცეესკო საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს და ხმის მიცემისათვის ხელოვნურ ბარიერს ქმნის, გადაჭარბებულია",-ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა. 

„ოპოზიციის კრიტიკა იმის შესახებ,  რომ ცეესკო  საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს  და ხმის მიცემისათვის ხელოვნურ ბარიერს ქმნის, გადაჭარბებულია. ეს აზრი    სასამართლომაც გაიზიარა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის საჩივარი არჩევნების თარიღთან დაკავშრებით, არ დააკმაყოფილა,"-აღნიშნა ანჯაფარიძემ. 


ანალიტიკოსის  თქმით, ეს რომ ასე არ არის, არგუმენტად ისიც გამოდგება, რომ  ცესკომ  უცხოეთში მოქმედ საარჩევნო უბნებს მუშაობის დრო  საღამოს 12 საათამდე გაუგრძელა და მიუხედავად ამისა, არასამთავრობო სექტორი  ცეესკოს   საკუთარი უფლებამოსილების  გადაჭარბებაბში ადანაშაულებს.


 „კანონი არ დარღვეულა და ცესკომ არჩევნების მეორე ტური იმ დღეს დანიშნა, რასაც კანონი მოითხოვდა. ის, რომ   თბილისში მცხოვრებ და რაიონში რეგისტრირებულ მოქალაქეებს დაეზარებათ გამგზავრება და ხმის მიცემა და ა.შ. არის მხოლოდ ვარაუდებზე და განცდებზე აგებული მსჯელობები. კანონიდან გამომდინარე, არჩევნების მეორე ტური  სამუშაო დღეს დაემთხვა, რაც არის ფაქტი. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც სამუშაო დღეს ჩატარდა, მაგრამ ამომრჩეველთა მოტივაცია მაღალი იყო.  მასში რეკორდულმა რაოდენობამ,  2,6 მლნ ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. არ მგონია  ამ  არჩევნებზე, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, ამომრჩეველს დემოტივაცია გაუჩნდეს და საარჩევნო ყუთებთან მისვლა ვერ შეძლოს. „- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.


როგორ მან აღნიშნა, ის რომ არასამთავრობო სექტორი არჩევნების პროცესს ასე გულდასმით და კრიტიკულად აკვირდება,  დემოკრატიის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს. თუმცა, სასურველია,  არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში, ასეთივე მონდომებით და შემართებით  ოპოზიციის ქმედებებსაც აკვირდებოდნენ.


„ის ბრალდებები, რაც ცესკოს წინააღმდეგ ისმის არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობილ მიმართვაში, დამტკიცებას საჭიროებს და ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია არ არის.  ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების ბრალდებები. აღმოჩნდა, რომ საზღვარგარეთ, ევროპასა და სხვა ქვეყნებში, ამომრჩევლად რეგისტრირებულია 60,000 -მდე ჩვენი მოქალაქე საიდანაც, ტრადიციულად, არჩევნებში დაახლოებით 6000- მდე მოქალაქე  იღებს მონაწილეობას, რაც არც ისე დიდი ელექტორალური რესურსია.“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ,  რომლის თქმითაც, ოპოზიციას ცესკოს დისკრედიტაცია  არჩევნების დელეგიტიმაციისათვის სჭირდება, რათა შემდეგ საპროტესტო აქციებისათვის ნოყიერი ნიადაგი შექმნას.


         


         


დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია ჩაანაცვლებს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია ჩაანაცვლებს. გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„ჰონგ კონგის კომპანიებმა საქართველოში ბიზნესის გაფართოება უნდა განიხილონ" - ჰონგ კონგის აღმასრულებელი საბჭოს წევრი

ჰონგ კონგის კომპანიებმა უნდა განიხილონ საქართველოში ინვესტირებასა და მსოფლიოს ამ ნაწილში ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა,-განაცხადა ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა რეგინა აიპმა.

„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში ბიზნესის განვითარების დიდი შესაძლებლობებია“- IT-კომპანიის დამფუძნებელი ჰონგ კონგიდან

„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში ბიზნესის განვითარების დიდი შესაძლებლობებია“,- ამის შესახებ კომპანია „GreenSafety Technology Ltd“ – ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ანტონიო ვონგმა განაცხადა.

ოკუპანტების მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაცია ,,პირველს" საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში დაუდასტურეს.

ზუგდიდის სასაფლაოზე გარდაცვლილი კაცი იპოვეს

ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარის სასაფლაოზე, რამდენიმე საათის წინ, გარდაცვლილი კაცი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

2019-2020 წლებში დევნილებისთვის სახლების შესაძენად 328 მლნ ლარია გამოყოფილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ხვალინდელ კენჭისყრაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი" ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს 24 მარტს ყრილობაზე აირჩევენ

პარტია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს 24 მარტს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის შესასწავლად არიან ჩამოსული.

სოფიო ქაცარავამ ღასან ხალილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დასრულდა

კონკურსზე განაცხადი 1214-მა პირმა შემოიტანა. ყოველ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, მონაწილეებმა თითოეულ საფეხურზე დაწესებული მინიმალური ზღვარი გადალახეს.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა.

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

საქართველოს ელჩი ზურაბ ერისთავი იამაიკას ეწვია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ერისთავი (რეზიდენციით ქ. მეხიკ ო) სამუშაო ვიზიტით იამაიკას ეწვია.

თბილისი-თიანეთის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-თიანეთის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ნიდერლანდებში სროლას მსხვერპლი მოჰყვა, პოლიცია ერთ ეჭვმიტანილს ეძებს

ნიდერლანდების პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ უტრეხტში ტრამვაიში გახსნილი ცეცხლის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა.

 

საქართველოს ელჩი უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს შეხვდა.

კომპანია: დევნილების კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მუშებისთვის ხელფასის გადახდა კერძო პირს ევალება

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს შპს „რუმსი“ ახორციელებს, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ აქ დასაქმებული მუშებისთვის ხელფასის გადახდა მათ არ ევალებათ.

რომან გოცირიძე: ამ კანონით ისპობა საქართველოს სოფლის მეურნეობა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე საქართველოში მიწების გაყიდვის საკითხს ეხმაურება.