სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას" მოუწოდებს სააკაშვილს, თავი შეიკავოს სიძულვილის ენის გამოყენებისგან

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც ანტისემიტისტურ ხასიათს ატარებდა. 

სამოქალაქო პლატფორმა კიდევ ერთხელ მოუწოდებს სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, კონკრეტული ჯგუფების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტერმინებით მოხსენიებისა და სტერეოტიპების გავრცელებისგან.


"ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა პარტია ''ქართული ოცნების'' სავარაუდო პიარსპეციალისტი მოშე კლუგჰაპტი ''ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ'' მოიხსენია. კერძოდ, მან აღნიშნა: ''ეგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს.''


ხაზგასასმელია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ანტისემიტიზმი მიჩნეულია რასიზმის და რასობრივი დისკრიმინაციის ფორმად. ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსმა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 31 სახელმწიფოს, 2016 წლის 26 მაისს ბუქარესტში შეიმუშავა ანტისემიტიზმის განმარტება. ამ განმარტების თანახმად, ანტისემიტიზმი არის განსაზღვრული წარმოდგენები ებრაელებზე, რაც გამოიხატება ებრაელების მიმართ სიძულვილში. ანტისემიტიზმი ასევე მიაწერს ებრაელებს სტერეოტიპულ და უარყოფით პიროვნულ თვისებებს4.


ამ შემთხვევაში თაღლითობის (აფერისტობა) დაკავშირება ადამიანის ებრაულ წარმოშობასთან, გამოხატავს სტერეოტიპულ შეხედულებებს ებრაელთა თაობაზე, რაც ანტისემიტიზმის ერთ-ერთი მახასიათებელია.


უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს არ ყოფილა ანტისემიტისტური გამოხატვის პირველი შემთხვევა. ამა წლის 14 ივნისს ექსპრეზიდენტმა გადაცემა ''კვირის აქცენტებში'' პარტია ''ქართული ოცნების'' დეპუტატზე შოთა შალელაშვილზე საუბრისას განაცხადა: ''შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ მის [ივანიშვილის] ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, იმიტომ რომ ... დაბოლოება აქვს გვარით, მაგრამ საქართველოსთან არაფერი მიმართება არ ჰქონია.'' აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა პლატფორმაც და მოუწოდა მას პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისას ნებსით თუ უნებლიეთ არ შეურაცხყოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები.


ბოლო პერიოდში ექსპრეზიდენტის მხრიდან სიძულვილის ენის და პოპულისტური ულტრაკონსერვატიული რიტორიკის გამოყენებამ, სისტემური ხასიათი მიიღო. 2018 წლის 4 ნოემბერს მან სოციალური ნიშნით დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ კონტექსტში მოიხსენია აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტები, ასევე ერთ-ერთ განცხადებაში იგი ამბობს: ''საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ.''


ქსენოფობიური იდეებით გამოირჩეოდა მის მიერ 2018 წლის 31 ივლისს ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' ის ეთერში, ხოლო 2018 წლის 31 აგვისტოსა, 1 და 9 სექტემბერს საკუთარ ''ფეისბუქ'' გვერდზე გაკეთებული განცხადებებიც, რომლებშიც იგი ღარიბ ტურისტებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ ეთნიკურ წარმომავლობას და აპელირებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ვიზიტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.


პოლიტიკური გარემოს მკვეთრი პოლარიზებისა და პოლიტიკური აქტორების მხრიდან მკვეთრად პოპულისტური რიტორიკის პარალალეურად, რასიზმის, ქსენოფობიის, სხვადასხვა მარგინალური სოციალური ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება პოლიტიკური სივრცეს კიდევ უფრო აცლის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ შინაარსს და შეუსაბამობასობაში მოდის თანასწორობაზე, პლურალიზმზე ორიენტირებული დემოკრატიული საზოგადოების იდეალებთან და კონსტიტუციურ პრინციპებთან. სხვა ჯგუფების მარგინალიზაციისკენ მიმართული პოპულიზმი აზიანებს სოციალურ შეჭიდულობას და სიმშვიდეს და მან შეიძლება მძიმე გავლენა იქონიოს სხვადასხვა ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე.


შესაბამისად, მოვუწოდებთ, ექსპრეზიდეტ მ. სააკაშვილს თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსიის განცხადებებისგან. ამასთან მნიშვნელოვანია მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა დაგმონ სიძულვილის ენის სისტემური გამოყენების პრაქტიკა და რიტორიკა და გაემიჯნონ მათ",-ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
თანასწორობის მოძრაობა
საფარი
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი


ბიზნესომბუდსმენი: შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე RIA - ს ჩატარება აუცილებელია

ბიზნესომბუდსმენი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ RIA - ს ჩატარება აუცილებელია.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრა იწყება

18 სექტემბრიდან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, თბილისის მერიასა და საავადმყოფოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა დაიწყება.

ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

პოლიციამ „გურიის მოამბის“ რედაქტორის მიმართ მუქარის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ბ.მ. მუქარის ფაქტზე ამხილეს.

კახა კალაძემ რადიოქარხნის ტერიტორია ინვესტორთან ერთად დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ვალერი ჩეხერიასთან ერთად, რადიოქარხნის ტერიტორია დაათვალიერა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების მიღებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების მერებთან და „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს წარმომადგენლებთან, საგანგებო სხდომა გამართა.

რე|ბანკი Tbilisi Mural Fest-ის სპონსორია

17-25 სექტემბერს, თბილისისა და ბერლინის მერიების ინიციატივით, თბილისში პირველად ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი TBILISI MURAL FEST, რომლის ფარგლებშიც სტრიტ არტის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ მოიხატება ქალაქის 10 კედელი.

შოთა ხაბარელი : ქართველი სპორტსმენების წარმატება, საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა

ქართველი ძიუდოსიტები ბრწყინვალე გამარჯვებით დაბრუნდნენ იაპონიიდან. ძიუოდისტებს პარლამენტარი შოთა ხაბარელი დახვდა, მისი თქმით - "ქართულ ძიუდოს მომავალი წინა აქვს."

ხობში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს.

ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი: 1981 წელს დაბადებული გ.გ., 1977 წელს დაბადებული მ.ზ., 1982 წელს დაბადებული ფ.ბ. და 1978 წელს დაბადებული გ.ძ. დააკავეს.

ზაზა გაბუნია : თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემით, მათ უჩნდებათ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში

ზაზა გაბუნიამ პარლამენტის ბიუროს დეცენტრალიზაციის რეფორმის სტრატეგიული დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც 6-თვიანი მუშაობის შედეგია.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა

,,პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა. თქვენი გუნდის მმართველობის განმავლობაში აკეთეთ რუსული საქმე",-ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა მამუკა მდიონარაძემ ოპოზიციას განუცხადა. 

ავღანეთის პროვინციაში აფეთქება მოხდა

ავღანეთის ერთ-ერთ პროვინცია პარვანში, პრეზიდენტ აშფა ღანის შტაბის მახლობლად აფეთქება მოხდა.

ცქიტიშვილი "ევროპულ საქართველოს" : ტოქსიკური პოლიტიკური ძალა ხართ, რომელიც ყველაზე გულწრფელ პროტესტსაც კი ამახინჯებთ

"თქვენ ერთი ძალა ხართ, უბრალოდ, განსხვავებული ელფერი შეიძინეთ, ცდილობთ, ერთმანეთს გაემიჯნოთ, მაგრამ ვერ გაემიჯნებით",-ასე მიმართა ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

მარიამ ჯაში: 2019 წელი იყო ისტორიული წელი საქართველოს განათლების რეფორმისთვის

საქართველოს განათლების, კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, პლენარულ სხდომაზე სასწავლო წლის დაწყებასთან და განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ტოჩინოშინმა მეხუთე გამარჯვება აკი ბაშოზე მოიპოვა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. სუპერტურნირის მე-10 დღეს მისი მეტოქე მეხუთე მაეგაშირა ჩიოტარიუ იყო, რომელსაც ლევანი აქამდე ცხრაჯერ შეხვედროდა, საიდანაც მხოლოდ ორი შეხვედრა დათმო.

ლევან დავითაშვილი კომპანია Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია Land O’Lakes Venture37-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ ელენბერგერს შეხვდა.

სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრები - ირინა ფრუიძე, გუგული მაღრაძე და გიორგი ხატიძე დღეს სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ.

მეიჯერელ საქართველომ პატარებისთვის ახალი სასწავლო წლის ღონისძიება გამართა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მეიჯერელ საქართველო ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა.

თბილისში "კონტეინერების კონტროლის პროგრამის“ მეორე რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს

თბილისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის შავი ზღვის რეგიონის რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს.

ნატა მენაბდე, შესაძლოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გახდეს

საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ნატა მენაბდე დღეს შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გახდეს.