ფრანკელი: ზურაბიშვილის მხარდაჭერა საქართველოს დასავლეთის შენარჩუნებაში დაეხმარება

უცხოეური გამოცემა dailywire საქართველოში მიმდინარე საარჩევნო გარემოსა და საპრეზიდენტო კანდიდატების შესხებ სტატიას აქვეყნებს.

საქართველო სახიფათო სიტუაციაში იმყოფება - ერთი მხარე რუსეთის კონტროლის ქვეშ ყოფნის დაბრუნებისკენ მიასწავებს მეორე კი დამოუკიდებულობის და დასავლური ფასეულობების განვითარებისკენ. ბუნებრივია არც ეს გზა არ არის გამოწვევების გარეშე; საბედნიეროდ ერს ყავს შესანიშნავი წინამძღოლი, დასავლეთთან მჭიდრო კავშირების მქონე გამოცდილი პოლიტიკოსი და დიპლომატი, აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტის უმაღლეს განათლება მიღებული, წარსულში სამაგალითო მსახური საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდტი სალომე ზურაბიშვილი,წერს The Daily Wire.


სტატიაში ნათქვამია, რომ "სამწუხაროდ, ბევრი შეიძლება ადვილად დაჯერდეს - დაჯერდეს ტყუილებს და მოთაფლვებს, რასაც პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ავრცელებს, ადამიანი, რომელსაც რუსეთთან და ყოფილ საბჭოთა კავშირთან მჭიდრო კავშირები აქვს. საქართველო ამაყი ქვეყანაა, რომელიც დღესაც ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემებს, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაუტოვა და აგრესიას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს მათზე დღეს. გრიგოლ ვაშაძის არჩევა, კაცის, რომელიც ღიად ამაყობს წარსულში საბჭოთა კავშირშისთვის მსახურებაზე, იქნება უკან გადადაგმული ნაბიჯი ერისთვის. ვაშაძის არჩევა იქნება პირდაპირ საქართველოს საქმეებში რუსეთის შემოპატიჟება და ჩართვა, რაც კიდევ ერთხელ ამ დამოუკიდებელ ერს აქცევს რუსეთის თანამგზავრად".


The Daily Wire აღნიშნავს, რომ "ვაშაძე იყო მოსკოველი, ერთგული საბჭოთა დიპლომატი 1976 წლიდან 1993 წლამდე, სადაც იგი წლების მანძილზე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული შეიარაღებისა და სივრცის დეპარტამენტში. მიუხედავდ იმისა, რომ იგი უარყოფს რაიმე კავშირს, საბჭოთა კავშირის ყველაზე საშიშ ორგანიზაცია KGB-სთან, მისი უარყოფა არადამაჯერებელია. საბჭოთა კავშირის ძველი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბირთვული შეიარაღებისა და სივრცის დეპარტამენტში KGB-ს ჩართულობა დიდი იყო. ვაშაძის უარყოფის მიუხედავად, დანარჩენ მსოფლიოს, მარტივად შეუძლია დააკავშიროს წერტილები და დაინახოს აშკარა კავშირი".


"ცხადია ასეთი ახლო კავშირი ასე მარტივად არ გაქრებოდა. თავად ვაშაძეს ცდილობდა ამ კავშირის შენარჩუნებას. მას ქონდა რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა 2009 წლის ნოემბრამდე -  ერთი წელი იცდიდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდეგ. რისთვის წელავდა დროს? 2008 წლის აგვისტოში რუსულმა ჯარმა არალეგალურად შემოაღწია საქართველოში და აგრესიული და ძალადობრივი კონფლიქტით დატოვა ათასობით ქართველი დევნილად. ამ კონფრონტაციამდე თვეებით ადრე ვაშაძე გახდა საქარათველოს მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი. მაგრამ მან მაინც შეინარჩუნი მისი ერთგულება რუსეთის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უტევდა მის "სახლს", რომელშიც იგი მსახურობდა.


რა შეაჩერებს მის ერთგულებას და ინტერესს რუსეთის მიმართ, მისი პრეზიდენტობის არჩევის შემთხვევაში? ვაშაძის არჩევა არის ნაბიჯი უკან, უკან რუსეთის კონტროლის და აგრესიის ქვეშ ყოფნისკენ",- წერს The Daily Wire.


სტატიის ავტორი წერს, რომ "ვაშაძე არ არის უჭკუო კაცი, სწორედ ამიტომაც ცდილობს ეს ყველაფერი მიატრიალოს ოპონენტის საწინააღმდეგოდ და დასდოს მას ბრალი რუსეთთან კავშირზე. ამ ბრალდებებს ფაქტები მარტივად უარყოფს".


ჟურნალისტის აზრით, "ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება კეთილდღეობის ეპოქას დაიწყებს და გამოაჩენს ყველა პროგრესს, რაც საქართველომ განიცადა დასავლური ფასეულობების მიღებაში, როგორიცაა დემოკრატია, პირადი თავისუფლება და თავისუფალი წარმოება. ზურბაშვილს ათწლეულობის განმავლობაში ჰქონდა წარმატებული კარიერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მსახურებაში, სადაც მან მრავალ დასავლურ ქვეყანასთან მაგალითისთვის როგორიცაა, იტალია, ბელგია და შეერთებული შტატები დაამყარა ძლიერი კავშირები. იგი გაერთიანებული ერებში მსახურებისას თანამშრომლობდა დიპლომატებთან მსოფლიოს მასშტაბით. იგი ხელმძღვანელობდა საფრანგეთის საერთაშორისო თავდაცვის და სტრატეგიულ საკითხთა სამმართველოს, ისევ იყენებდა მის უნარჩვევებს, რომელიც მიიღო კოლუმიბიის უნივერსიტეტში და აძლიერებდა კავშირებს ევროპის მასშტაბით.


მაგრამ მისი უდიდესი პოზიციიდან საფრანგეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში - 2003 წელს გადაწყვიტა ემსახურა, მისი საგვარელულოს სახლის, საქართველოს ელჩად საფრანგეთში.


ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ასევე იქნება პოლიტიკის მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი ქალებისთვის. იგი იყო პირველი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლადაც დაინიშნა 2004 წელს; რის შემდეგაც, სამმა სხვადასხვა ქალმა იმსახურა ხსენებულ პოზიციაზე. ზურბაიშილი მზად გაარღვიოს მორიგი ბარიერი. დღემდე არასდროს არ არჩეული ქალი პრეზიდენტი საქართველოში. მისი გამარჯვება იქნება ქართველი ქალების გამარჯვება და საგრძნობლად გაამაგრებს დასავლური სტილის დემოკრატიას - ნაცია, სადაც ნებისმიერ, ძლიერი შემართების, თავდადებულობის და  ინტელიგენციის მქონე ადამიანს შუძლია წარმეტების მიღწევა".


28 ნოემბერი დამოკიდებულია ქართველ ამომრჩევლებზე. უკან სვლა სურთ რუსეთის კონტროლის ქვეშ ვაშაძესთან ერთად? თუ წინ სვლა და ზურაბიშვილის დემოკრატიული ფასეულობების გაზიარება?.

წყარო: dailywire.com

ტყის საფარის 7 კერიდან 2-ზე ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე კი სრული ლოკალიზაციაა.

ანა დოლიძე: საქალაქო სასამართლო ჩინჩალაძის საფეოდალოდ გადაიქცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოში სამართალდამცავების უპრეცენდენტო მობილიზება უწყების დამოუკიდებლობაზე ცუდად მეტყველებს. 

გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

მთავარი არხის ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

 

ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები, ქალაქის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან საქალაქო სასამართლოში წავიდნენ.

თამარ ჩუგოშვილი: ძალიან მიხაროდა, რომ გუშინდელ ბიუროს სხომაზე არ მეკუთვნოდა დასწრება

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მისთვის გუშინდელ ბიუროს სხდომაზე დასწრება ძალიან მძიმე იქნებოდა.

მიხეილ ყაველაშვილი: ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ

"ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ. ჩვენ არავისთან მაგიდასთან არ დავმსხდარვართ არ გვიმსჯელია და ხელი არ მოგვიწერია."

გიორგი გუგავა: იქნება მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ორშაბათს, 25 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს. ამის შესახებ მან განცხადება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განხლდა.

საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თანათავმჯდომარეებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუსარ ფექჩანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

მამუკა მდინარაძე: სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეა არარელევანტურია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ერთი ნაწილის მიერ ინიცირებული იდეა სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არარელევანტურია. 

ანკარაში შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის საბაჟო კომიტეტების რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა

19 ნოემბერს, ანკარაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა.

ნათია თურნავა: თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების ამოქმედება ინვესტიციებს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას წაახალისებს

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თურქეთის ვაჭრობის მინისტრს რუსარ ფექჩანს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერი კეთდება, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს. 

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეტ რუდს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი: ფრაქციის შექმნას არ გამოვრიცხავ

"ფრაქციის შექმნას არ გამოვრიცხავ", - ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

20 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

ნათია თურნავა: თურქეთთან სავაჭრო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისკენ ნაბიჯები გადავდგით 

„დღეს ჩვენ თურქ კოლეგებთან ერთად ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ და განვიხილეთ თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში. მოგეხსენებათ, თურქეთი ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ-ეკონომიკური და ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია. თურქეთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა სულ უფრო მზარდი ტურისტული ნაკადების თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანკარაში  საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის შედეგების კომენტირებისას.

ირაკლი ლატარია: ღამის 12 საათიდან მოყოლებული, ყველა ოპოზიციონერი არათუ ერთი მესიჯბოქსით, იდენტური სიტყვებით იმეორებს, მთელ ოპოზიციას გვაქვს 41% და ეს დიდი მიღწევააო

„ყველა ოპოზიციონერი არათუ ერთი მესიჯბოქსით, იდენტური სიტყვებით იმეორებს, მთელ ოპოზიციას გვაქვს 41% და ეს არის დიდი მიღწევაო. ღამის 12 საათზე კვლევის გამოგდებაც საინტერესოა, ვის ინტერესებს ემსახურება, თუმცა ეგ ცალკე თემაა“,- ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

ქვეყნის მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერა ფიქსირდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერაა - სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9735 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9736 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.