,,როგორ ზემოქმედებენ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე?"

რუსულ სპეცსამსახურებს გააჩნიათ საკმაოდ განვითარებული კომპიუტერული ტროლებისა და აგენტურის ქსელი, იმისთვის, რომ გავლენა მოახდინონ არჩევნებზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, - ამის შესახებ ,,ფეისბუქში" ირაკლი კაკაბაძე წერს.

როგორ ზემოქმედებენ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე? - ამასთან დაკავშირებით უფლებადამცველი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.


,,ცნობილია რომ რუსულ სპეცსამსახურებს გააჩნიათ საკმაოდ განვითარებული კომპიუტერული ტროლებისა და აგენტურის ქსელი, იმისათვის რომ გავლენა მოახდინონ არჩევნებზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში დღემდე მიმდინარეობს სპეციალური გამომძიებელი მიულერის დამოუკიდებელი გამოძიება რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობაზე 2016 წლის არჩევნებში. 
დღეს, რუსეთმა პირდაპირი საომარი აგრესია განაახლა უკრაინაში. ცხადია, ეს ჩვენი მეგობრული ერისათვის საკმაოდ დიდი დარტყმაა და უკრაინელები ყველანაირად ეცდებიან რომ დაიცვან საკუთარი სამშობლო და საქართველო უკრაინის გვერდზეა ამ მძიმე მომენტში. 
ახლა კი ვნახოთ ის, თუ როგორ აპირებს რუსული სპეცსამსახური ჩაებას ქართულ არჩევნებში ან მოაწყოს არეულობის სცენარი. მოგეხსენებათ რომ ნაციონალური მოძრაობის პეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე საბთოთა კავშირის და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ყოფილი თანამშრომელია, რომელსაც საკმაოდ ახლო კონტაქტები აქვს მის ყოფილ 'სამშობლოსთან'. ამიტომაც, რუსეთის სპეცსამსახურები, ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით უკვე დიდი ხანია გზავნიან ფულს იმისათვის რომ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია ანკი აირჩიონ მათი კანდიდატი. უნდა ითქვას, რომ რუსული პროპაგანდა ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს მაშინ, როდესაც გრიგოლ ვაშაზეს მის სასურველ კანდიდატად არ წარმოაჩენს. ადამიანს შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ რუსეთი სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. არადა საქმე სულ სხვაგვარად არის. აი, რაზე აგვიხილეს ჩვენ თვალი უკრაინელმა სპეციალისტებმა.


უკვე ამ წლის გაზაფხულიდან რუსეთიდან აქტიურად იგზავნება ფულები იმისათვის რომ საქართველოში განვითარდეს ეგრეთწოდებული 'რევოლუციური სცენარი'. ფინანსური რესურსების გადმოდინება საქართველოში ხორციელდება ე.წ. სამხრეთ ოსეთში დარეგისტრიებული კომპანია «Внешторгсервис"-ის საშუალებით, რომელსაც ხელმძღვანელობს რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ოფიცერი, ვინმე პაშკოვი. ეს პიროვნება თავის დროზე ირკუტსკში მოღვაწეობდა და იყო ქალაქ ბრატსკის მერი და ირკუტსკის ოლქის ვიცე-გუბერნატორიც. უცნაურია პაშკოვის ირკუტსკიდან პირდაპირ სამაჩაბლოს ტერიტორიაზე გადმოსროლა, მხოლოდ იმისათვის რომ უხელმძღვანელოს ფინანსურ ორგანიზაციას"ვნეშტოგსერვისს". როგორც ამბობენ პაშკოვის უშუალო უფროსი და მფარველი გახლავთ "როსტეხ"-ის სახელმწიფო კორპორაციის თავმჯდომარე და უშიშროების გენერალ-პოლკოვნიკი, სერგეი ჩემეზოვი. ეს ის ჩემეზოვია, რომელიც ვლადიმირ პუტინის ახლობელია ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან, როდესაც ორივე მათგანი აღმოსავლეთ გერმანიაში მუშაობდნენ ცნობილ კგბ-ზე. ამბობენ რომ ისინი ერთ სადარბაზოშიც კი ცხოვრობდნენ გერმანიაში. ასე რომ, "ვნეშტორგსერვისი"პირადად ვლადიმირ პუტინის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობს თბილისიდან სულ რამოდენიმე კილომეტრში. სწორედ ეს ორგანიზაცია ახდენს დღეს "რევოლუციური სცენარის" დაფინანსებას. თანაც ხშირ შემთხვევაში, ეს დაფინანსება ქეშით ხდება, რადგან გამყოფი ხაზების გადმოკვეთა დღეს დიდი პრობლემა არ არის, მითუმეტეს დიდძალი ქეშით შეარაღებული ადამიანებისთვის. პაშკოვის 'კომერციული' ორგანიზაციისათვის არანაირი პრობლემა არ იყო რომ ეს ფული მიეწოდებინა თბილისში ამ ზაფხულს გამართული საპროტესტო აქციების ნაციონალი ორგანიზატორებისათვის.


კონკრეტულად საქართველოში 'რევოლუციური სცენარის' განვითარებას ხელმძღვანელობს ფსბ-ს მე-5 განყოფილების 'ოპერატიული ინფორმაციის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის" ყოფილი უფროსი, ფსბ-ს გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი ბესედა. იგი ცნობილია იმით რომ უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოში დესტაბილიზაციისა და სეპარატიზმის ხელშეწყობის რამოდენიმე პროექტს 2008-2010 წელს. სწორედ, გენერალ-პოლკოვნიკი ბესედა ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს ირაკლი ოქრუაშვილთან და სხვებთან 2011 წლის მოვლენების წინ. მაშინაც იგეგმებოდა 'უმართავი ქაოსის' სიტუაციის შექმნა საქართველოში. ბესედა ფსბ-ს უფროსის, ალექსანდერ ბორტნიკოვის მარჯვენა ხელია და ახლა მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა. დაახლოებით ერთი წლის წინ ბესედამ და მისმა განყოფილებამ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის და მისი პოლიტიკური მოკავირეების დაფინანსება დაიწყო უკრაინასა და საქართველოში. როგორც ჩვენთვის ცნობილია პირველმა ასეთმა დახმარებამ 500 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამის მერე კი ყურადღება ისევ საქართველოზე გადმოვიდა. სხვადასხვა წყაროს თანახმად, საქართველოში უკვე რამოდენიმე მილიონი გადმოვიდა ე.წ. 'სამხრეთ ოსეთის' ტერიტორიიდან სხვადასხვა შუამავლების საშუალებით. ეს ფული სწორედ 'რევოლუციური სცენარის' მომზადებას ემსახურებოდა. ეს ჯერ კიდევ გვიან გაზაფხულზე დაიწყო.


რა არის "რევოლუციური სცენარის" მიზანი? ეს არის საქართველოში "უმართავი ქაოსის" მოწყობა და ამის შედეგად რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის მთელი ტერიტორიის ანექსია. განიხილება შესაძლებლობა ბატონი ვაშაძის არჩევნებში გამარჯვებისა, რაც თავისთავად წარმოშობს კონფლიქტურ სიტუაციას პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის. სხვა სიტუაციაში ეს ნორმალურიც იქნებოდა. მაგრამ, ამაზე უფრო სავარუდო სცენარი, რაშიც "ვნეშტორგსერვისის" უფრო დიდი ქეში ჩაიდო არის არჩევნების დროს არეულობის მოწყობა - ძალადობის პროვოცირება, რომლის შემდეგაც დაიწყება გაუკონტროლებელი პროცესები. მას აგრეთვე ხელს უწყობს ის აქცია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" პერმანენტულად მართავს პარლამენტის წინ თბილისში. რა თქმა უნდა, "ვნეშტორგსერვისის" მიერ გამოგზავნილი თანხების შესახებ ინფრომაციას ფლობს მხოლოდ რამოდენიმე პირი და ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი აქციებზე გულუბრყვილოდ მისულ პატიოსან მოქალაქეებზე. მიხეილ სააკაშვილთან და ამ 'რევოლუციური პროცესების' სხვა ლიდერებთან კომუნიკაცია უკვე სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს. გენერალი ბესედა პროცესებს ისე მართავს რომ რუსული კვალი რაც შეიძლება ნაკლებად გამოჩნდეს.


ყველაფერი ეს გვაიძულებს რომ ვთქვათ რომ საჭიროა მაქსიმალურად მშვიდობიანი აქტიურობა არჩევნების დროს. იმედია, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი მორიგი "რევოლუციური სცენარი" საქართველოში არ იმუშავებს", - წერს ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში.


ტყის საფარის 7 კერიდან 2-ზე ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე კი სრული ლოკალიზაციაა.

ანა დოლიძე: საქალაქო სასამართლო ჩინჩალაძის საფეოდალოდ გადაიქცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოში სამართალდამცავების უპრეცენდენტო მობილიზება უწყების დამოუკიდებლობაზე ცუდად მეტყველებს. 

გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

მთავარი არხის ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

 

ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები, ქალაქის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან საქალაქო სასამართლოში წავიდნენ.

თამარ ჩუგოშვილი: ძალიან მიხაროდა, რომ გუშინდელ ბიუროს სხომაზე არ მეკუთვნოდა დასწრება

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მისთვის გუშინდელ ბიუროს სხდომაზე დასწრება ძალიან მძიმე იქნებოდა.

მიხეილ ყაველაშვილი: ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ

"ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ. ჩვენ არავისთან მაგიდასთან არ დავმსხდარვართ არ გვიმსჯელია და ხელი არ მოგვიწერია."

გიორგი გუგავა: იქნება მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ორშაბათს, 25 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს. ამის შესახებ მან განცხადება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განხლდა.

საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თანათავმჯდომარეებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუსარ ფექჩანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

მამუკა მდინარაძე: სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეა არარელევანტურია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ერთი ნაწილის მიერ ინიცირებული იდეა სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არარელევანტურია. 

ანკარაში შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის საბაჟო კომიტეტების რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა

19 ნოემბერს, ანკარაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა.

ნათია თურნავა: თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების ამოქმედება ინვესტიციებს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას წაახალისებს

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თურქეთის ვაჭრობის მინისტრს რუსარ ფექჩანს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერი კეთდება, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს. 

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეტ რუდს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი: ფრაქციის შექმნას არ გამოვრიცხავ

"ფრაქციის შექმნას არ გამოვრიცხავ", - ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

20 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

ნათია თურნავა: თურქეთთან სავაჭრო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისკენ ნაბიჯები გადავდგით 

„დღეს ჩვენ თურქ კოლეგებთან ერთად ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ და განვიხილეთ თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში. მოგეხსენებათ, თურქეთი ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ-ეკონომიკური და ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია. თურქეთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა სულ უფრო მზარდი ტურისტული ნაკადების თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანკარაში  საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის შედეგების კომენტირებისას.

ირაკლი ლატარია: ღამის 12 საათიდან მოყოლებული, ყველა ოპოზიციონერი არათუ ერთი მესიჯბოქსით, იდენტური სიტყვებით იმეორებს, მთელ ოპოზიციას გვაქვს 41% და ეს დიდი მიღწევააო

„ყველა ოპოზიციონერი არათუ ერთი მესიჯბოქსით, იდენტური სიტყვებით იმეორებს, მთელ ოპოზიციას გვაქვს 41% და ეს არის დიდი მიღწევაო. ღამის 12 საათზე კვლევის გამოგდებაც საინტერესოა, ვის ინტერესებს ემსახურება, თუმცა ეგ ცალკე თემაა“,- ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

ქვეყნის მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერა ფიქსირდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერაა - სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9735 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9736 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.