ცესკო: არჩევნების ჩასატარებლად 3 703 საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია

ხვალ, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.


არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი.


საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც ამომრჩევლებმა უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.


„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხვალ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს მისცემს უფრო მეტ შესაძლებლობას, ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით.


რაც შეეხება ავღანეთს - იქ მოსამსახურე ქართველმა სამხედროებმა, გუშინ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ნოემბერს ცესკოში, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.


28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი. ესენია: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.


ხვალ ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში. აღსანიშნავია, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია და საჯაროდ გამოკრულია ბიულეტენის შევსების წესი.


„შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო კაბინაში დაუშვებელია ფოტო-ვიდეო გადაღება“, - აღნიშნა პრეს-სპიკერმა.


"28 ნოემბერს, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, რომლებიც დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე 4 უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური). ამ ეტაპზე მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალების უბნებზე გადაცემის პროცესი",-აცხადებენ ცესკო-ში.


28 ნოემბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 - ია.


აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე  მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს  2 300-მდე  ჟურნალისტი.


28 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. საარჩევნო უბანზე ყველა ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება  შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. საოლქო საარჩევნო კომისიები სპეციალური პროგრამის საშუალებით, უმოკლეს ვადაში, ელექტრონულად მოაწვდიან ცესკოს და შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.


საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე მოხდება.


24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩათი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ეთნიკური უმცირესობებისთვის ანალოგიური სერვისები ხელმისაწვდომია ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში. მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.


28 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. დღის განმავლობაში მედიაცენტრში პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები.


„მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩატარებას და ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელებას“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.


ვოლსკი კონგრესმენის წერილზე: განცხადება მიკერძოებულია და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება

"მე ვფიქრობ, რომ განცხადება მნიკერძოებულია და ის კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება",- ასეთი შეფასება მისცა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ რეპუბლიკელი კონგრესმენის მარკუინ მალინის წერილს.

ილიამ მეროე: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი სულისა წმინდისა დაისადგურებს თქვენთან

კათოლისკოს-პატრარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაული მიულოცა, დალოცა მრევლი და მისცა კურთხევა, რომ მათ სახლებს ნაკურთი წყალი ასხურონ.

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში ტრამპის მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ენდრიუ პიკი თანამდებობიდან გადადგა.

გური სულთანიშვილის "საზოგადოებრივი მითები" ფეიკმედიის და მედიის ნეიტრალურობის შესახებ - POSTV

„გავრცელებული მითი მედიის ნეიტრალურობის და მიუკერძოებლობის შესახებ არა მხოლოდ მოგონილია, არამედ შეუძლებელი და ეწინააღმდეგება ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმოებას, სადაც სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები საკუთარი იდეების და დღის წესრიგის გასამყარებლად იბრძვიან“, - ამბობს POSTV-ის გადაცემა „საზოგადოებრივი მითების“ ავტორი და წამყვანი გური სულთანიშვილი.

იემენში ყაზარმის სარაკეტო დაბომბვისას 70 სამხედრო დაიღუპა

იემენში, მარიბის რაიონში მდებარე სამხედრო სასწავლო ბანაკი დაიბომბა, რის შედეგადაც 70 სამხედრო დაიღუპა. 

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე 977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავა.

კონგრესმენი მარკუინ მალინი საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავს

კონგრესმენი მარკუეინ მალინი პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები ამერიკული კოპმანიების წინააღმდეგ. 

ტრამპის ადვოკატები: იმპიჩმენტის მოთხოვნა არჩევნებში ჩარევის მცდელობაა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იურისტები ამერიკის კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და იმპიჩმენტის მოთხოვნას არჩევნებში ჩარევის მცდელობად აფასებენ. 

ანრი ოხანაშვილი: ნაციონალური მოძრაობისთვის არაფერს ნიშნავს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება - ეს არის ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა

„ნაციონალური მოძრაობისთვის არაფერს ნიშნავს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება - ეს არის ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საუბრისას ტვ „იმედის“ „შაბათის ქრონიკაში“.

სუს-ს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები ეწვივნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის სანაპიროზე 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპული-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) იტყობინება.

დღეს ნათლისღებაა

დღეს, 19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს მასშტაბით მართლმადიდებლურ ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1975 წელს დაბადებული მ.შ. დააკავა.

ბაკურიანში პირველად საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ზამთრის ტურისტული სეზონისთვის, თბილისის მერიამ 10 ავტობუსი გადასცა.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ექვსივე მსოფლიოს ჩემპიონს მიენიჭა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - წლის სპორტსმენი.

ანრი ოხანაშვილი: ირაკლი შოთაძეს იცნობენ ის ადამიანები, ვის მიმართაც სამართლიანობა აღდგა

„ირაკლი შოთაძეს იცნობენ დაზარალებულები - ის ადამიანები, ვის მიმართაც აღდგა სამართლიანობა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში „შაბათის ქრონიკაში“.

19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს

ხვალ, 19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

ნინოწმინდაში საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს დუპირისპირდა, რის შედეგადაც კლინიკაში ორი დაშავებულის გადაყვანა გახდა საჭირო.

ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

გმირთა მოედანთან პოლიციამ ნატა ფერაძე დააკავა

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდნეიმე წუთის წინ პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავა.