ზაალ ანჯაფარიძე - რევოლუციურ სცენარს, მითუმეტეს სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ თაოსნობით, ფართო  საზოგადოება მხარს არ დაუჭერს“

„არჩევნების მეორე ტურზე,  ოპოზიციის მხრიდან აქცენტის გადატანა არჩევნების  შესაძლო გაყალბებაზე  გასაკვირი არ არის, რადგან  სწორედ ამით თუ შეძლებენ „რევოლუციური სცენარისათვის“ ლეგიტიმაციის მინიჭებას“,- განაცხადაზაალ ანჯაფარიძემ. 

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრამდე საჯარო სივრცეში უკვე იმდენი დეზინფორმაცია,  სიძულვილის ენა, ბინძური პოლიტტექნოლოგიების ინსტრუმენტები და მორიგი სახელმწიფო გადატრიალების მუქარა დაგროვდა, რომ ეს არჩევნები  ამ კუთხით,  თამამად შეიძლება რეკორდსმენად ჩაითვალოს.

„გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებაზე სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებთან ერთად, უმთავრესი პასუხისმგებლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის საოლქო და საუბნო კომისიებს ეკისრებათ. ბუნებრივია რომ 28 ნოემბერს სწორედ ცესკო იქნება მომეტებული ყურადღების, მათ შორის არაჯანსაღი ყურადღების და შესაძლოა,  დარტყმის ობიექტი”,- განაცხადა ანალიტიკოსმა, რომლის აზრით,  პირველ ტურში არსებული მცირე ხარვეზების მიუხედავად,  საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცესკოს მუშაობა ძირითადად დადებითად შეაფასეს.

„არავინ დავობს, რომ უკიდურესად დაძაბული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ატმოსფეროს პირობებში, რომელსაც უპირველეს ყოვლისა,  ხელი ოპოზიციამ,  კერძოდ კი „ნაცმოძრაობამ“ და მის ირგვლივ დაჯგუფებულმა წვრილმა პარტიებმა და პერსონებმა შეუწყვეს,  ამ არჩევნბზე აქა იქ იფეთქეს ძალადობის აქტებმა, რაც ნამდვილად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეაგირება დარღვევებზე  მყისიერი იყო. ამის თვალსაჩინო მაგალითია,  რეაგირება სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებაზე ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვის შესახებ, რომლის შემდეგ  მათ თავდაპირველი შეტევითი ტაქტიკიდან გადახვევა და უკან დახევა მოუწიათ“  - აღნიშნა ზაალ ანაჯაფარიძემ. 

 მისივე განცხადებით, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს,   თუ რამდენად ჯდება  ცივილური  საარჩევნო პროცესის ფარგლებში, არჩევნების წინა დღეს ის, რომ  „გაერთიანებული ოპოზიციის“ ფაქტობრივმა  ლიდერმა,  მიხეილ სააკაშვილმა   ღიად, საჯარო ვიდეომიმართვის სახით დაანონსა  საპროტესტო აქციები და გადატრიალებისკენ მოწოდება,  თუ მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დამარცხდება.

ანალიტიკოსი ხელისუფლებას ურჩევს, უპირველეს ყოვლისა უზრუნველყოს საარჩევნო პროცედურების და სტანდარტების მაქსიმალური დაცვა, რათა  ყველაზე უფრო სკეპტიკურმა და მიკერძოებულმა დამკვირვებელმაც ვერ  შეძლოს რაიმე კრიტიკულის დაწერა.

„ხელისუფლებამ უფრო ინტენსიური კონტაქტი უნდა დაამყაროს  საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მუდმვ რეჟმში მიაწოდოს ინფორმაცია.  „კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროვოკაციების აღკვეთა და საუკეთესო შემთხვევაში მათი პრევენცია. თუმცა, პროვოკაციების ალბათობა სამწუხაროდ საკმაოდ მაღალია. მე მაინც ვფიქრობ, რომ რევოლუციურ სცენარს, მითუმეტეს სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ თაოსნობით, ფართო საზოგადოება მხარს არ დაუჭერს”,-  განაცხადა ზაალ ანჯაფარიძეს.


ტყის საფარის 7 კერიდან 2-ზე ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე კი სრული ლოკალიზაციაა.

ანა დოლიძე: საქალაქო სასამართლო ჩინჩალაძის საფეოდალოდ გადაიქცა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოში სამართალდამცავების უპრეცენდენტო მობილიზება უწყების დამოუკიდებლობაზე ცუდად მეტყველებს. 

გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარედგინა

მთავარი არხის ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

 

ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები, ქალაქის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან საქალაქო სასამართლოში წავიდნენ.

თამარ ჩუგოშვილი: ძალიან მიხაროდა, რომ გუშინდელ ბიუროს სხომაზე არ მეკუთვნოდა დასწრება

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მისთვის გუშინდელ ბიუროს სხდომაზე დასწრება ძალიან მძიმე იქნებოდა.

მიხეილ ყაველაშვილი: ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ

"ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას დავპირდით და არ შევასრულეთ. ჩვენ არავისთან მაგიდასთან არ დავმსხდარვართ არ გვიმსჯელია და ხელი არ მოგვიწერია."

გიორგი გუგავა: იქნება მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ორშაბათს, 25 ნოემბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს. ამის შესახებ მან განცხადება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განხლდა.

საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თანათავმჯდომარეებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუსარ ფექჩანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

მამუკა მდინარაძე: სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის იდეა არარელევანტურია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ერთი ნაწილის მიერ ინიცირებული იდეა სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არარელევანტურია. 

ანკარაში შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის საბაჟო კომიტეტების რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა

19 ნოემბერს, ანკარაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-2 შეხვედრა გაიმართა.

ნათია თურნავა: თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების ამოქმედება ინვესტიციებს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას წაახალისებს

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თურქეთის ვაჭრობის მინისტრს რუსარ ფექჩანს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერი კეთდება, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს. 

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეტ რუდს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი: ფრაქციის შექმნას არ გამოვრიცხავ

"ფრაქციის შექმნას არ გამოვრიცხავ", - ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

20 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 ნოემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

ნათია თურნავა: თურქეთთან სავაჭრო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისკენ ნაბიჯები გადავდგით 

„დღეს ჩვენ თურქ კოლეგებთან ერთად ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ და განვიხილეთ თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში. მოგეხსენებათ, თურქეთი ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ-ეკონომიკური და ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია. თურქეთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა სულ უფრო მზარდი ტურისტული ნაკადების თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანკარაში  საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის შედეგების კომენტირებისას.

ირაკლი ლატარია: ღამის 12 საათიდან მოყოლებული, ყველა ოპოზიციონერი არათუ ერთი მესიჯბოქსით, იდენტური სიტყვებით იმეორებს, მთელ ოპოზიციას გვაქვს 41% და ეს დიდი მიღწევააო

„ყველა ოპოზიციონერი არათუ ერთი მესიჯბოქსით, იდენტური სიტყვებით იმეორებს, მთელ ოპოზიციას გვაქვს 41% და ეს არის დიდი მიღწევაო. ღამის 12 საათზე კვლევის გამოგდებაც საინტერესოა, ვის ინტერესებს ემსახურება, თუმცა ეგ ცალკე თემაა“,- ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

ქვეყნის მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერა ფიქსირდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერაა - სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9735 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9736 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.