,,ბათუმელთა დარბაზი" - ,,ჩვენ ჩავებით საარჩევნო მარათონში, რათა არ დაგვეშვა ბნელი ძალების პოლიტიკაში დაბრუნება"

,,ბათუმელთა დარბაზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ოთარ ფედიჩკინი მოძრაობის წევრებს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.

,,ბათუმელებო ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ!


ჩემი ახალგაზრდული ცხოვრების დასამახსოვრებელი დღეები ბათუმელთა დარბაზში გატარებული დღეები საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ ჩავებით საარჩევნო მარათონში, რათა არ დაგვეშვა ბნელი ძალების პოლიტიკაში დაბრუნება. დარბაზის შტაბში მე მომიწია ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით და საუკეთესო ადამიანური თვისებებით ამინდს ქმნიან ჩვენ ქალაქში.


მეამაყება, რომ მომიწია საქმიანობა ოთარ მიქელაძესთან, რომელიც მისი დიდი ორგანიზატურული ნიჭით და საქმიანი თვისებებით აღწევდა შტაბის მიერ დასახული ღონისძიებების პრაქტიკულად განხორციელებას. 


პატივს მივაგებ ბატონ ვალერი მოქერიას, რომელმაც თავისი განუმეორებელი ადამიანური სითბოთი,დარბაზში შექმნა მეგობრობისა და ურთიერთ კეთილგანწყობის ატმოსფერო.


განსაკუთრებულ პატივისცემასა და მორიდებას იმსახურებენ ბათუმის ძველი თაობის კოლორიტები: მამული ჟღენტი, ნური კომახიძე, გივი ყენია, გელოდი კობალაძე,ზურაბ აბაშიძე, სოსო მექვაბიშვილი, რეზო გოგიტიძე, ამირან ხარაზი, ნოდარ თამაზაშვილი,თამაზ ბოლქვაძე,თამაზ ცინცაძე,ნოდარ ჩხეიძე, ოთარ კალანდაძე. მათთან ყველა საუბარი და ურთიერთობა, ეს არის ცხოვრებაში ახლებურად წვდომის, დიდი ადამიანური ზნეობისა და ურთიერთპატივისცემის ნათელი გამოხატულება.


ალეკო ჩხარტიშვილისა და თემურ მეგრელიშვილის ღრმა, ენციკლოპედიური ცოდნა, ორგანიზაციულ მუშაობაში განსწავლულობა, საქმის ცოდნის უმაღლესი გამოვლინების ნათელი მაგალითია.


პატივისცემას იმსახურებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრის ზაზა თოიძის პროფესიონალიზმი საარჩევნო კოდექსისა და არჩევნების ორგანიზებულად ჩატარების საკითხებში.


მომიხდა ახლო ურთიერთობა მამაჩემის, ალეკო ფედიჩკინის, კოლეგებთან და მეგობრებთან, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ მაღალი რანგის მუშაკებთან როსტომ ჯაფარიძესთან, ილია წულუკიძესთან, გოგი კუპრეიშვილთან, ნოდარ შალიკაშვილთან, ჯემალ გვარიშვილთან,ირაკლი ციცხვაიასთან,ბორის გურიელიძესთან, კაკო ნინიძესთან,რეზო რომანაძესთან, თემურ ჭელიძესთან,რეზო ბაბუნაშვილთან,ნიაზ დავითაძესთან, იური კიკაბიძესთან, რამაც დამანახა, რომ ისინი მაღალი ადამიანური თვისებებით და კაცთმოყვარეობით არიან დაჯილდოებულები.


ყოველდღიურ ადამიანურ ურთიერთობაში განსაკუთრებული სითბო გამოავლინეს გამოჩენილმა ფალავანმა ვახტან ბლაგიძემ, ჯიმსონ გურგენიძემ, გენო ჭელიძემ, შალვა ტაბაღუამ, სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის სხვა მუშაკებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო მარათონში.


პატივს მივაგებ აქტიური საზოგადოებრივი პოზიციისათვის აკადემიკოსებს ვანო პაპუნიძესა და რეზო ჯაბნიძეს, პროფესორებს რამაზ სურმანიძესა და აკაკი ბერიძეს. ისინი ჩვენი კუთხის საპატივცემულო და დასაფასებელი ადამიანები არიან. მეამაყება მათთან ურთიერთობა.


ჩემთვის დაუვიწყარია ყოველდღიური კონტაქტები ისეთ გამორჩეულ ბათუმელებთან, როგორებიცაა ჯამბულ ნინიძე, ასლან კაკაბაძე,რეზო ადეიშვილი,შალვენ ბაზიაშვილი, ბესო ჭყონია, ნუგზარ ლორთქიფანიძე, ელიზბარ სამნიძე, ირაკლი დარჩია, იაკობ გრიგორიევი, ჯონი ჩახვაძე, ნუგზარ ლორთქიფანიძე, გოგი გუგუშვილი, ბესო ფაილოძე, გია ცანავა, დათო ბურჭულაძე,ნოდრ ცინცაძე,მოსე დოლიძე.


ბათუმელთა დარბაზში დიდი სიყვარული მოიპოვა ძირძველმა ბათუმელმა არმენ გეორქიანმა. მისი დახვეწილი ქართული, ჩვენი ქალაქისა და სრულიად საქართველოსადმი უანგარო თავდადება, დიდ მოკრძალებასა და პატივისცემას იმსახურებს.


ცალკე მინდა აღვნიშნო ჩვენი დარბაზის სახე ანრი ბიბინეიშვილი, მარიამ ბურკენაძე და ზურა ვარშანიძე. ისინი დიდი პროფესიონალიზმით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ უაღრესად ფაქიზ და რთულ მოვალეობას.


ეს ბათუმია, ძვირფასო მეგობრებო. ესენი ჩვენი ბათუმელები არიან. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ. წინ კიდევ დიდი გამარჯვებებია!


საქართველო გაბრწყინდება! ამის იმედს 28 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები იძლევა,''- აცხადებს ოთარ ფედიჩკინი.


საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, სალომე ზურაბიშვილმა - 59.52%, გრიგოლ ვაშაძემ კი 40.48% მიიღო.


საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება.


თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ს. ა. დააკავეს.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაიბრუნა. აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ შს მინისტრს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს. 

სვანეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს  პირველად მთაში, კერძოდ მესტიაში ორდღიანი ფესტივალით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

უცხოელი სპეციალისტები ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გურიის რეგიონში გაეცნენ

ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები აზიური ფაროსანას საწინაღმდეგო ღონისძიებებს ამჯერად გურიის რეგიონში ეცნობიან.

"სოლიდარიბა მაღაროელებს" ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ

ისინი მხარდაჭერას უცხადებენ მაღაროელებს და ამბობენ რომ 21-ე საუკუნეში ამ პირობებში და ამ ხელფასით ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ, აქციას შეუერთდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია.

საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას შს სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკაში საგამოძიებო სამსახურის უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება.

დაზიანებული ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები - ბათუმში ძლიერი ქარია

ბათუმში ამ წუთებში ძლიერი ქარია, რის გამოც ქუჩებში გადაადგილება სახიფათოა.

სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით თბილისსა და წალკაში 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის
ბრალდებით, 3 პირი დააკავა.

შსს-მ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე მალტის დროშით მცურავი ტანკერი "MARVEA" დააკავა 

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი ტანკერი "MARVEA" დააკავეს.


მარიამ ქვირივშვილი ICCA-ს პრეზიდენტს შეხვდა

ფრანკფურტში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის IMEX 2019 ფარგლებში  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვირივიშვილი მსოფლიო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.

გენადი არველაძე საქართველოში მალაიზიის ელჩს შეხვდა

24 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საქართველოში მალაიზიის ელჩს რაჯარეზას შეხვდა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორობა ცხრა კანდიდატს სურს

აჭარის ტელევიზიის დირექტორობა ცხრა კანდიდატს სურს. მათ შორის ვინ დაიკავებს მაუწყებლის დირექტორის პოსტს 10 დღეში გახდება ცნობილი.

საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ბრალდებულს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ბრალდებული გ.ჭ. დამნაშავედ ცნო.

ზვიად ძიძიგური: სააკაშვილს სანდრა რულოვსის საშუელბით უნდოდა ზუგდიდი პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად ექცია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსის საშუელბით ზუგდიდის პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად გადაქცევას ცდილობდა. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

ახალქალაქში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ახალქალაქში - ოპოზიციის მხარდამჭერის, კიმ კუნგოიანის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ქართული და აზერბაიჯანული მხარეები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ექსპერტების დონეზე ეერთობლივად დაათვალიერებენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა დადემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა ბაქოში გაიმართა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში თბილისის დროით 20:28 საათზე თბილისიდან 59 კილომეტში, დმანისიდან 13 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოსთან მიწისძვრა მოხდა.

 

ზვიად ძიძიგური: ზუგდიდში გამარჯვება ჩვენთვის პრინციპული იყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა "ტვ პირველის" ეთერში, ზუგდიდში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას სამეგრელოში "ქართული ოცნების" უპირატესობას გაუსვა ხაზი.

"საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრს 3 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს.