განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე დაკავებულ გ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე 2018 წლის 11 ოქტომბერს დაკავებულ გ.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის 3 ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნულს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 


"გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.თბილისში გ.ბ.-ს დროებით ნაქირავებ ბინაში თავს აფარებდა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსაცროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი ვ.კ., რომელმაც 2017 წლის 24 ივნისს, ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას 1 კვარტალში, განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები მიაყენა გ.ფ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ფ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვ.კ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. გ.ბ.-მ, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ ვ.კ.-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, თავისი აქტიური მოქმედებით, მას 2018 წლის 10 ოქტომბრამდე დროებით ნაქირავებ ბინაში მალავდა. სამართალდამცველებმა ვ.კ. გ.ბ.-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში დააკავეს, ხოლო ბინის ჩხრეკისას ამოიღეს 2 ცალი „პისტოლეტი“, 3 ცალი მჭიდი, 33 ვაზნა და ჯავშანჟილეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. 2018 წლის 4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გ.ბ.-ს საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩატარდა და სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს გადაეცა არსებითად განსახილველად",- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


"ეს კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებმა გაგვიზიარონ საკუთარი ხედვა მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ"

ბულგარეთის საელჩოს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ინიციტივით გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები დღეს გამოვლინდნენ თემაზე „ნატო-საქართველო, არსებული გამოწვევები და 2018 წლის ბრიუსელის სამიტი“. 

პრემიერმა 2019 წლის 1-ლი მარტიდან ლიზინგის და ფაქტორინგის ახალი რეგულაციების ამოქმედდება დააანონსა

"ფაქტობრივად დავასრულეთ მუშაობა ლიზინგის და ფაქტორინგის კანონმდებლობაზე, რომელიც მცირე მეწარმეებს საშუალებას მისცემს, ფინანსური ინსტრუმენტებით აქტიურად ისარგებლონ", - ასე უპასუხა პრემიერმა ჭარბვალიანობაზე დასმულ კითხვას.

მამუკა ბახტაძემ საიტ vali.ge -სთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა

vali.ge არის ერთადერთი საიტი, რომელიც ჩვენი პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ საუბრისას განაცხადა.

„შშმ პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტმა შესაძლოა მოწმის დაკითხვის ახალი წესი მიიღოს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი წარადგინა.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საბჭოსთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე იმსჯელა.

პროექტი: „საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2018“

პარლამენტის აპარატისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ორგანიზებითა და დაფინანსებით, კურორტ საირმეში ორ დღიანი სტუდენტური პროექტი „საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2018“ გაიმართა.

 

საპატრიარქო: სკოლებს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით გარკვეული ლიტერატურის შეძენას სთხოვენ

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს საპატრიარქოში მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ კონფერენცია ჩატარდა

10 დეკემბერს მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ საქართველოს საპატრიარქოში კონფერენცია ჩატარდა.

"არა ბულინგს" კამპანიის ფარგლებში მთავარ პროკურატურაში მოსწავლეებისთვის კინოჩვენება მოეწყო

საქართველოს მთავარ პროკურატურაში კამპანიის "არა ბულინგს" ფარგლებში,  საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ბულინგის თემაზე კინოჩვენება მოეწყო. მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა კიბერტერორზე მხატვრული ფილმი ნახეს.

თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობით დაწესებულ შეზღუდვებზე გარკვეული დარღვევები ფიქსირდება

ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ რიგით მეათე სხდომა გამართა. სხდომის განსახილველ საკითხს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მიმდინარეობის გაცნობა წარმოადგენდა.

 

თამარ ჩუგოშვილი - ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის

საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დაესწრნენ.

უშგულში მცხოვრები 13 წლის გიდი გიორგი ქოჩქიანი „მთის შვილის“ წოდებით დააჯილდოვეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  უშგულში მცხოვრები 13 წლის გიდი, გიორგი ქოჩქიანი „მთის შვილის“ წოდებით დააჯილდოვა.

შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულმა ელჩმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პატრიკ ფრანცენი, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

 

გუდაური-კობის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, გუდაური -კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.

პრემიერმა 2019 წელს 6 სკოლის და 12 საბავშვო ბაღის აშენება დააანონსა

"2019 წელს დაიწყება 6 ახალი სკოლის მშენებლობა და დაახლოებით 15 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება", - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

ინფრასტრუქტურის მინისტრი მთაში ხალხის დაბრუნებას სახელმწიფოს ამოცანას უწოდებს

როგორიც არის საქართველოს მთები, ისეთივე ხართ თქვენ, იქ მცხოვრებნიც - მტკიცე, უბოროტო, საიმედო და ფასეულობების დამცველნი.

ზაზა გაბუნიამ რეინჯერ სალომე იდოიძეს "მთის შვილის" წოდება გადასცა

არლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე თუშეთის ტყის რეინჯერს სალომე იდოიძეს "მთის შვილის" წოდება გადასცა.

ჯეიმს აპატურაი თბილისს ეწვევა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი 12 დეკემბერს თბილისს ვიზიტით ეწვევა.

რუსებს С-300 ჰაერში აუფეთქდათ. რაკეტა სასტარტო ადგილთან ახლოს ჩამოვარდა

რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქში პოლიგონზე ჩამოვარდა და აფეთქდა საზენიტო კომპლექსის რაკეტა С-300.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების თაოობაზე VI პერიოდული ანგარიშის პროექტი წარადგინა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების  საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის პროექტი.