ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ჰააგის სასამართლო აგვისტოს ომთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართალს აღასრულებს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის (ASP) სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლო არის ქმედითი იარაღი საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელებისათვის.


გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვა საერთაშორისო ორგანოებისაგან გამოარჩევს და განსაკუთრებულ ძალას ანიჭებს ის, რომ მას აქვს კონკრეტული, სამართლებრივი ბერკეტი მართლმსაჯულების განსახორციელებლად და შეუძლია პრაქტიკული, ქმედითი დახმარება გაუწიოს საერთაშორისო დანაშაულებების მსხვერპლთ და ეს მხარდაჭერა არ იყოს შემოფარგლული მხოლოდ დიპლომატიური განცხადებებით.  


გოჩა ლორთქიფანიძემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოს, როგორც საერთაშორისო მართლმსაჯულების აღმასრულებელი ორგანოს,  ეფექტურობა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, რომ მისი უფლებამოსილება გავრცელდეს არა მარტო რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყნებზე, არამედ ყველა ქვეყანაზე, მათ შორის, იმათზეც, ვინც საკუთარი ნებით არ თანამშრომლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელების რწმენა ემყარება რწმენას, რომ დანაშაული, ჩადენილი მსხვერპლზე ბევრად ძლიერი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოს მოქალაქეების მხრიდან, დაუსჯელი არ დარჩება და სამართლიანობა, ყველაფრის მიუხედავად, ყველასთვის აღდგება.


იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, აგრეთვე, საქართველოს თანამშრომლობაზე ჰააგის სასამართლოსთან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია მიმდინარეა და დღესაც გრძელდება, ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა, აგვისტოს ომის დროს დაზარალებული თითოეული მოქალაქე ამ თანამშრომლობისაგან მოელის ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებისა და მკვლელობის, სამოქალაქო პირების მკვლელობისა და წამების დანაშაულებში ბრალის მქონე პირების გამოვლენასა და დასჯას.


„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურატურის გამოძიება გახდება საერთაშორისო სამართლის აღსრულების საფუძველი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გავლენიანი და ძლიერია დანაშაულის ჩამდენი მხარე", − თქვა გოჩა ლორთქიფანიძემ.


ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჰააგის სასამართლოს განმწესრიგებელთან, პროკურორის ოფისის წარმომადგენლებსა და სხვა თანამდებობის პირებთან.


ხარაგაულში მოსახლეობა ამბულატორიის შენობის გასხვისებას აპროტესტებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოსახლეობამ ამბულატორიისათვის განკუთვნილი შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის გასხვისება გააპროტესტა.

ზუგდიდის სოფელში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.

კობი-გუდაურის გზაზე სატვირთოების მოძრაობა აიკრძალა

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ლიდერ ქალებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში ორგანიზაციის ,,ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის” ლიდერ ქალებთან სამუშაო ლანჩი გამართა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

"მაშფოთებს მომენტი, როცა ანაკლიის პროექტზე სახელმწიფო ერთი მხრივ გვერდში გვიდგას, მისი ერთ-ერთი სტრუქტურა კი ასეთ განცხადებას აკეთებს"

უკავშირდება თუ არა „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული პროცესები და დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტის მომავალს?

ირაკლი კობახიძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო დასრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა. 

საქართველოს ელჩი ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს შეხვდა

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია შეხვდა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს, მარია ტერეზა ბელანდრიას.

მამუკა ხაზარაძე: თიბისის დაარსების დღიდან ჩვენს ღირებულებებს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება წარმოადგენს

თიბისი ჯგუფის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, მედიასთან პირველ პრესკონფერენციას მართავენ.

შსს-მ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში მომხდარი მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნეს.

როგორ გადაარჩინა დავით სერგეენკომ ირანელი ქალი თვითმფრინავში - „თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ...“

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ თვითმფრი­ნავ­ში უცხო­ელ მგზავრს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის სტრუქტურაც კომიტეტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

ქეთევან ციხელაშვილი: ათასობით ადამიანს არ აქვს წვდომა პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდებათ

„პატარა ბავშვები არიან ახალგორში, რომელთაც თვეზე მეტია მშობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ. რომ აღარაფერი ვთქვათ სასწავლო პროცესში ჩართვაზე,“.

გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკსა და თანმხლებ პირებს შეხვდა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო აწესებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გაო დააწესებს.

 

ლარის კურსი

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6404 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6413 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.09 თეთრი შეადგინა.

ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი ჯიხური, დაახლოებით, 40 წუთის წინ გაძარცვეს. 

ქართული სამხედრო პროდუქციით განას რესპუბლიკა დაინტერესდა

თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019 ის ფარგლებში „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა.

კახეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს.