იზორია: მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ფარგლებში მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ფარგლებში მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახორციელებს.

„ჩვენ ამაყი ქვეყანა ვართ იმით, რომ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ჩვენს პარტნიორებთან და სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყნებთან ერთად მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ“, - ამის შესახებ ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სამინისტროს საქმიანობის 2018 წლის ანგარიშს ეხება.


თავდაცვის მინისტრის თქმით, ხვალ საფრანგეთში ხელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ავღანეთში 2020 წლამდე კონტრიბუციის გაგრძელებას მოეწერება.


„რაც შეეხება საერთაშორისო მისიებს, ჩვენ ამაყი ქვეყანა ვართ იმით, რომ მსოფლიოში ჩვენს პარტნიორებთან და სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყნებთან ერთად მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, წესებზე დაფუძნებულ მსოფლიოს განმტკიცების საქმეში მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ და ჩვენ ერთგული ვრჩებით ამ პასუხისმგებლობის მომავალშიც. წელს ჩვენ ავღანეთში მონაწილეობას 870 სამხედრო მოსამსახურით ვაგრძელებთ. ხვალ, როდესაც ჩვენ საფრანგეთში ვიქნებით ხელი მოეწერება ჩვენი იქ 2020 წლამდე კონტრიბუციის გაგრძელებას. ასევე ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის ფარგლებში ერთი ოცეულით ვართ წარმოდგენილი. მალიში ვართ ერთი ოფიცრის სახით და ბოლოს, ჩვენ ასევე ავღნიშნეთ ნატოს რეაგირების ძალებში ჩვენი ასეულების მონაწილეობა. წელს 2-3 კვირის წინ გვქონდა შესაძლებლობა ჩარლი ასეულის ალფა ასეულით ჩაანაცვლება ერთად გვეზეიმა. ორწლიანი მომზადების შემდეგ, მათ ნატოს სერტიფიქატები მიიღეს და მომავალი წლის იანვრიდან მზად არიან შეუდგნენ საბრძოლო მორიგეობას. საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის ფარგლებში, ყოველთვის იყვნენ მზად თავიანი მისიის შესრულებისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინსიტრმა ლევან იზორიამ.


მაია ცქიტიშვილმა ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის (CRCC) მენეჯმენტს შეხვდა.

მაიზერ ნანავამ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, ოთხ სპორტსმენს: ნათია გადელიას, ირაკლი ჩხეიძეს, გოგა ჩხეიძესა და საბა მანიას ძალოსნობასა და შოტოკა-კარატე-დოში სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცა.

ქუთაისის ისტორიული უბნის და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერიის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.

პროტესტის უკიდურესი ფორმა - ელექტრომობილების მფლობელები უკან დახევას არ აპირებენ

"ჩვენ არ შევწყვეტთ შიმშილობას, სანამ არ მოგვცემენ მუშაობის გაგრძელების საშუალებას" - ასეთია ელექტრომობილების მეპატრონეების პოზიცია.

დე ფაქტო მთავრობის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში "არჩევნებს" ევროპარლამენტარები დააკვირდებიან

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად ევროპარლამენტის დეპუტატებს მიიწვევენ.

ვლადიმერ ზელენსკი შვებულებაში გავიდა

უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ შვებულება აიღო და დასასვენებლად თურქეთში გაემგზავრა.

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

გუდამაყრის ხეობაში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

სპორტული დანიშნულების ავტომობილის ჩამოყვანის შემთხვევაში, სპორტსმენს, შესაძლოა, განბაჟების თანხის გადახდა აღარ მოუწიოს

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. სპორტული დანიშნულების ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადის თანხა შესაძლოა, მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვროს.

„მის საქართველომ“ ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-პაციენტებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა

სილამაზის ფესტივალის “მის საქართველოს“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ქველმოქმედებაა, რომელიც პროექტის “სილამაზე სიკეთისათვის” ფარგლებში ხორციელდება.

შსს-ს განცხადება არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქესთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)  ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქესთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია.

 

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, აბუ-დაბიში პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

საქართველოში პირველად, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ აღდგენითი თერაპიისთვის რევოლუციური ტექნოლოგიები დაინერგება

სამედიცინო ტურიზმის განვთარების მიზნით „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ მედიცინის გამაჯანსაღებელ ცენტრში აღდგენითი თერაპიისთვის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები დაინერგება.

საქართველო-კანადის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა

ოტავაში საქართველოსა და კანადი ს საგარეო საქმეთა სამინისტროებს  შორის ორმხრივი პოლიტიკური კონს ულტაციების მესამე რაუნდი ჩატარდა.

კანადაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ნატოს 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოტავას ისტორიულ „რიდო კლუბში“ საქართველოს საელჩომ ნატო-ს 70 წლისთავისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.

ეკატერინე გალდავამ შშმ ბავშვებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა, ჭიათურის მერის მოვლეობის შემსრულებელთან, დავით ბიწაძესთან ერთად ჭიათურის სკოლა-პანსიონს ესტუმრა.

როგორი ამინდი იქნება აღდგომის დღეს

საქართველოს ტერიტორიაზე 29 აპრილის ჩათვლით უმეტესად უნალექო და თბილი ამინდებია მოსალოდნელი.

დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიაში გაერო-სლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR)წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის(UNHCR) წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) იოჰანეს ვანდერ კლაუსთან. 

დაკავებულია ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ათი უკრაინელი ბავშვის დედა იყო

ქუთაისის საავადმყოფოში სამართალდამცველებმა დააკავეს ქალი, რომელიც ამბობდა, რომ ათი უკრაინელი ბავშვის დედა იყო.

აჭარასა და სამეგრელოში სიჩქარის მზომი სექციური რადარების რაოდენობა გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კვლავ განაგრძობს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს.

შსს-ს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიას საერთაშორისო სტანდარტის აკრედიტაციის სერტიფიკატი გადაეცა

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა მუშაობის შეფასების პროცესი და მიიღო აკრედიტაცია საერთაშორისო ISO:17025 სტანდარტით.