ლევან იზორია ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის მეორე ეტაპზე გადასვლას მოაწერს ხელს

თავდაცვის უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის ამაღლების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, წელს პირველად შემუშავდა გრძელვადიანი შესყიდვების სტრატეგია, სადაც განსაზღვრულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს.


„განვსაზღვრეთ 5 ძირითადი პრიორიტეტი - ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, კონტრმობილურობის, არტილერიისა და სადაზვერვო შესაძლებლობის გაძლიერება. წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“. მექნება შესაძლებლობა გავემგზავრო საფრანგეთში და ხელი მოვაწერო ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის მეორე ეტაპზე გადასვლას. ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.


მინისტრმა აღნიშნა, რომ კონტრმობილურობის მიმართულებით გერმანიამ სურვილი გამოთქვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ამ ინიციატივას უხელმძღვანელოს. მისივე თქმით, კონკრეტული ინიციატივები განხორციელდება სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებისა და არტილერიის მიმართულების განვითარების კუთხით.



ლევან იზორიამ ტოტალური თავდაცვის შესახებაც ისაუბრა, რაც ეროვნული რესურსების მობილიზებასა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, მათ შორის, უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას გულისხმობს. „უწყებათშორისი თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. წელს ჩვენ მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის კომისია შევქმენით.


ვმუშაობთ ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაზე, რომლის პროექტსაც დეკემბერში წარვადგენთ და მომავალი წლის დასაწყისში ამ სტრატეგიას ახალი უშიშროების საბჭო მიიღებს. ეს სტრატეგია დაეფუძნება, სწორედ, ტოტალური თავდაცვის პრინციპს და ამ პრინციპის საფუძველზე განისაზღვრება ცალკეული უწყებებისთვის ამოცანები და ფუნქციები“, - განაცხადა მინისტრმა.


თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გზაზე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„როდესაც საერთაშორისო თანამშრომლობაზე, პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე ვსაუბრობ, პირველ რიგში მხედველობაში მაქვს ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები. მინდა მადლობა ვუთხრა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს, რომელთანაც თანამშრომლობის უპრეცენდენტო დინამიკა გვაქვს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.


 


მამუკა ბახტაძემ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კურიერის წამყვანებმა "რუსთავი 2" დატოვეს

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხი დატოვეს. 

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დაყადაღდა.

შემოსავლების სამსახური : გამოვლენილია ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 9 ფაქტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური  ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტებტან დაკავსირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

ქთევან ციხელაშვილი აიბღაზე : ეს რეგისტრაცია ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს ადგილი, უკანონოა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა სოფელ გუგუტიანთკარის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოფელ გუგუტიანთკარში განხორციელებულ ბორდერიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

ოსურმა მხარემ დაკავებული ქართველები გაათავისუფლა

სოფელ ერგნეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგნლებმა დაკავებული 8 მოქალაქე ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ბიძინა ივანიშვილი განმუხურში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს

ბიძინა ივანიშვილი განმუხურში სასტუმროს აშენებს. თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ სამუშაოები რამდენიმე თვის წინ განახლდა. 

მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია საქართველოს რაგბის ნაკრებზე გადაღებულ ფილმში ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილზე საუბრობს

„საქართველო – რაგბის მომავალი სუპერძალა“ – მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია საქართველოს ნაკრების შესახებ გადაღებული აღნიშნული ფილმის მეორე ეპიზოდში ქართული რაგბის განვითარებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილზე საუბრობს.

m3 - დეველოპმენტის ახალი განზომილება m2-სგან

„m2 უძრავი ქონებამ“ დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო. 11,5 ჰექტარზე დაგეგმილი თანამედროვე უბნის მშენებლობა ოთხ ფაზადაა დაყოფილი.

მეტროპოლიტენის მუშაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო

მეტროსადგურ ვარკეთილში მატარებელი გაფუჭდა

ეროვნული ვალუტა გაუფასურდა

20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9275 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9225 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.50 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ბანკმა  Deutsche Bank-ისგან  Operational Excellence Award-ი მიიღო

Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს  2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო  STP ( Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

კაჭრეთში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირქტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის ნოდარ მელაძე გაათავისუფლა, მის ადგილას კი ერთ-ერთ კანდიდატად ნინო შუბლაძე განიხილება.

უშგულელებმა აქცია შეწყვიტეს

მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში მოსახლეობამ აქცია შეწყვიტა და გზა გახსნა. 

პაატა სალია : ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე სამსახურიდან გავათავისუფლე

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირქტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა.

ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა შეწყვიტოს უკანონო ქმედებები.

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა - შესაბამისად მოწოდება, რომ "ის უნდა გაგრძელდეს” რელევანტური არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოწოდებები არარელევანტურია.

სეს : საქართველოში ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

საქართველოში ანთრაქსის იგივე ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ "პირველს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.