ზალკალიანი ეუთოში: რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას

ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სესიაზე გამოსვლისას დავით ზალკალიანმა, კიდევ ერთხელ, მწვავედ დააყენა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სისტემურ დარღვევაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე.


“ხელოვნური ბარიერების აღმართვის გზით საოკუპაციო ხაზის გამაგრების შედეგად, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ ორივე რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატიური დარღვევით, მათ შორის, ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციით. ამასთან, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს და ლტოლვილს - ეთნიკური წმენდის მსხვერპლს, კვლავ წართმეული აქვს თავის საცხოვრებელ ადგილზე უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლება“, - განაცხადა მინსტრმა.


დავით ზალკალიანმა ეუთოს ტრიბუნიდან არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტებზე ისაუბრა:


„ქართველი იძულებით გადაადგილებული პირის - არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც გასულის წლის მარტში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა და წამებით მოკლა, ასევე ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების - გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სასტიკი მკვლელობები წარმოადგენს კიდევ ერთ შეხსენებას იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა საგანგაშოა საქართველოს ორივე რეგიონში, სადაც საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს შესვლის არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია”, -აღნიშნა დავით ზალკალიანმა.


მინისტრის თქმით, საქართველო განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში კონსტრუქციულ მონაწილეობას. იცავს რა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობებს, საქართველომ ცალმხრივად არაერთხელ იკისრა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. მან მოუწოდა რუსეთის ფედერაციას თავადაც იკისროს და შეასრულოს შემხვედრი საერთაშორისო ვალდებულება. დავით ზალკალიანის განცხადებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე შედეგის მისაღწევად. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების როლს და მნიშვნელობას, რომელთა მუშაობაც დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს ძირითადი პრინციპებისა და ადგილზე მოქმედი წესების სრული დაცვით.


დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასა და მის მნიშვნელობაზე.


„საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა ძალისხმევა ომითა და საოკუპაციო ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ჩართულობისა და შერიგების მიმართულებით. ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ორივე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული, მკაფიოდ ადასტურებს შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის მიმართ ჩვენს ერთგულებას“ - განაცხადა მინისტრმა.


დავით ზალკალიანის თქმით, უსაფრთხოების წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე საუბრისას მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პროცესი თავისუფალ და კონკურენციულ გარემოში წარიმართა. მან ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისს მადლობა გადაუხადა არჩევნების მონიტორინგისთვის დაადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციების გათვალისწინების მზაობა გამოთქვა.


დავით ზალკალიანმა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ კონფლიქტები საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის საფუძველზე უნდა გადაწყდეს და შეშფოთება გამოთქვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ოკუპაციასთან დაკავშირებით. აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებული შეიარაღებულ აგრესიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.


გორიჯვართან ახლოს ახალგაზრდა კაცმა თავი ჩამოიხრჩო

შიდა ქართლში, გორიჯვრის მთაზე არსებული სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა კაცმა თავი ჩამოიხრჩო.

პრემიერი: დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ამით ძალიან ვამაყობთ

დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდ USS Ross-ზე სტუმრობისას განაცხადა.

ირაკლი აბუსერიძემ 90-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს წიგნები გადასცა

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრი, ირაკლი აბუსერიძე, „აჩუქე წიგნის“ აქციის ფარგლებში, 90-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ესტუმრა და  მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა.

ვერსალში ძლიერი ხანძარია

საფრანგეთში, ვერსალში, ერთ-ერთ ავტოსადგომზე ძლიერი ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია 26 სახანძრო ეკიპაჟი.

ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. სასამართლომ ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარის გირაო შეუფარდა.

24 აპრილს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 24 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი" ავრცელებს.

პაპუნა ლეჟავამ “მომავლის ბანკის“ ფორმუში მიიღო მონაწილეობა

23 აპრილს, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში", The Financial-ის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საბანკო ასოციაციის მხარდაჭერით საბანკო ფორუმი "მომავლის ბანკინგი" გაიმართა.

პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში პოლიცია ამ დრომდე რჩება 

პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში დაცვის პოლიცია ამ დრომდე რჩება.

აჭარის ტელევიზიას მართლაც აქვს რეპუტაცია სანდოობის, იმედია შენარჩუნდება - ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

ამ ტელევიზიას მართლაც აქვს რეპუტაცია სანდოობის, იმედია შენარჩუნდება, - ეს განცხადება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ბათუმში სამხედრო ხომალდზე ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური მიღების შემდეგ გააკეთა.

საქართველოს სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

მიმდინარე წლის 24-25 აპრილს საქართველოს სერბეთის  რესპუბლიკის  პრემიერ მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი, ივიცადაჩიჩი ეწვევა. 

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ფინანსთა მინისტრი: ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას.

ივანე მაჭავარიანი: 22 აპრილის მდგომარეობით, დღგ-ის ზედმეტობის სახით 168 მლნ ლარია დაბრუნებული

"22 აპრილის მდგომარეობით, დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებულია  168 მლნ ლარი".

ირაკლი კოვზანაძე: ფინანსთა მინისტრმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა

"ფინანსთა მინისტრმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, ზოგს, შეიძლება მოეწონა პასუხები, ზოგს -არა,  მაგრამ ეს არის პარლამენტი და ეს არის დემოკრატია".

თსუ-ში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა

24 აპრილს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნება.

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი 48 ნომრიანი მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმრო შეემატა

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, კიდევ ერთი სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით “ გაფართოვდება.

კობა კობალაძემ გლდანის 209-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები წიგნებით დაასაჩუქრა

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრმა, ავჭალა-გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ, სოფელი გლდანის 209-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა და საჩუქრად წიგნები გადასცა.

საკრებულოს, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოსა და ათასწლეულის ფონდ საქართველოს (MCA-Georgia) შორის მემორანდუმი გაფორმდება

24 აპრილს, 15.00 საათზე, თბილისის საკრებულოს, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოსა და ათასწლეულის ფონდ საქართველოს (MCA-Georgia) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ელექტრომობილით ბათუმის ბულვარში ტურისტები დაშავდნენ

ბათუმში, ელექტრომობილი ფეხით მოსიარულე ორ ტურისტს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დაშავებულები ისრაელის მოქალაქეები არიან.

ზესტაფონის მერობის კანდიდატის მანქანა გაუმართავი იყო – ცეცხლის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს თავად ვახტანგ რობაქიძის მეგობარი უარყოფს

ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერი, რომლის ავტომობილიც გუშინ დაიწვა, უარყოფს, რომ მასზე რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდა. 

საქართველოს პარლამენტი „აჩუქე წიგნი“-ს აქციაში ჩაერთო

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამეტის წევრების სახელით, იუსტიციის სამინისტროს N8 პენიტენციალურ დაწესებულებას, საჩუქრად წიგნები გადასცა.